Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მერკური თევზებში

მერკურისასიამოვნო მოსაუბრე, ურთიერთობებში უწყინარი თითქმის პოეტური მერკურია. აქ გონებას გრძნობები მართავენ.

თევზები მერკურის პატრონები მთლიანად ემოციებითა და სულიერი განწყობილებებით არიან გართულები, წვრილმანები არ აინტერესებთ. შიშველი ფაქტები და მტკიცე გადაწყვეტილებები არ მოსწონთ. ურჩევნიათ მთლიანად მიენდონ ინტუიციას, ვიდრე ლოგიკას. ადამიანზეც ზუსტად ასევე იქმნიან წარმოდგენას, თავიანთი ინტუიციის წყალობით, ყოველგვარი ფაქტობრივი მასალის ცოდნის გარეშე და არც ცდებიან ხოლმე.

ურთიერთიერთობებში არაპირდაპირები არიან, კარგი მსმენელები, როგორც ყველა წყლის ნიშნის მერკურის მფლობელები და კარგი კონტროვერსალისტები. არაპროგნოზირებადები – როდის როგორ ხასიათზე იქნებიან და რას მოიმოქმედებენ, წინასწარ განსაზღვრა რთულია.

შესანიშნავი თანაგრძნობის უნარი აქვთ. სანამ რამეს ეტყოდეთ ალღოთი ხვდებიან როგორ ხართ, რას გრძნობთ და რის თქმას აპირებთ. შესაძლოა გითხრან ის, რისი მოსმენაც იმ წუთას ყველაზე მეტად გსურთ და ყველანაირად ცდილობენ რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეგიქმნან. ამის გამო ხშირად იტყუებიან.

არიან გულუბრყვილოები, იდეალისტები და მიმნდობები, რითაც ბევრი ბოროტად სარგებლობს. ამ ყველაფერს კი ძალიან განიცდიან. ძალიან მგრძნობიარეები არიან გარემოს მიმართ, ძალიან სენსიტიურები.

ნერვული სისტემისა და მენტალური სიჯანსაღისთვის მათთვის აუცილებელია ყოველდღიურობისა და ამქვეყნიური ვალდებულებებისგან, ხმაურისგან პერიოდული დასვენება. აუცილებელია მარტოობა, თუმცა დიდი არავითარ შემთხვევაში ხანგრძლივად! რადგან შეიძლება საკუთარი თავი დაკარგონ – მათ ხომ ძალიან დიდი წარმოსახვის უნარი აქვთ და ამიტომ, საოცრად მეოცნებეები ხშირად ფანტაზიებში ეფლობიან.

ეს ადამიანები აბსტრაქტულად აზროვნებენ და ნააზრევის კონკრეტულ აზრებად ჩამოყალიბება უჭირთ. ამიტომ ხშირად არც ისე ინტელექტუალები, ან, უფრო კარგ ვარიანტში, არც ისე ენამახვილები ჩანან, როგორებიც სინამდვილეში არიან, თუმცა თუ მოახერხეს და შემოქმედების გზით წავიდნენ, აუცილებლად მოახერხებენ რწმენისა და საკუთარი თავის პოვნას, საკუთარი თავის რეალიზებას.

სწავლას რაც შეეხება, ფორმალურად წიგნებიდან სწავლა, მათთვის არც ისე ეფექტური მეთოდია. ისინი ცოდნას სხვა გზებით იღებენ. მათი გონება მუდამ სხვაგან ქრის, დინებას აყოლილი…

გულჩათხრობილებსა და მეოცნებეებს კითხვაზე მტკიცე პასუხს ვერ მოთხოვ. იმდენ ინფორმაციას ისრუტავენ, ერთ აზრზე დიდხანს დარჩენა უჭირთ. სჯერათ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რადგან ახალი იდებისა და სხვისი აზრების მიმართ ძალიან გახსნილები არიან, ხანდახან გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. არიან ზარმაცები, მგრძნობიარეები და არაპრაქტიკულები. ხშირად ძალიან არაორგანიზებულებადაც ეჩვენებიან სხვებს. ხშირად ცუდ გუნებაზე არიან, რაც მათ შემოქმედებაზეც აისახება.

ეს ადამიანები კარგად ერკვევიან ფსიქიკასა და პარანორმალურ სამყაროში. სულიერება, მედიტაცია და ლოცვა მათთვისაა მოგონილი. ვიზუალიზაციისა და ექსტრასენსორული მკურნალობის მეთოდებში წარმატებები ექნებათ.

არ მოსწონთ სამუშაო, რომელსაც სიძლიერე, ორგანიზებულობა, მოთმინება და პასუხისმგებლობის გრძნობა სჭირდება. ძალიან დიდი ინტერესი და უნარები აქვთ ხელოვნების სფეროში. ახასიათებთ არტისტიზმისკენ მიდრეკილება, თეატრში, კინოში, მუსიკაში. მუსიკოსობა და პოეტობა უფრო კარგად გამოუვათ, ვიდრე მეცნიერებისა და ტექნიკის სფერო.

მთავარია პოზიტივისკენ ისწრაფონ და საკუთარი ფანტაზიები აკონტროლონ.

ცნობილი ადამიანები თევზები მერკურით: ჩარლზ დარვინი (მერწყული), გალილეო გალილეი (თევზები), რუპერტ მარდოკი (თევზები), კურტ კობეინი (თევზები), ნიკოლას კოპერნიკი (თევზები), ოსამა ბინ ლადენი (თევზები), იოჰან სებასტიან ბახი (ვერძი), აბრაამ ლინკოლნი (მერწყული), რუდოლფ შტეინერი (თევზები), შერონ სტოუნი (თევზები), ჟულიეტ ბინოში (თევზები), ბრიუს ვილისი (თევზები), რობი უილიამსი(მერწყული), იოკო ონო (მერწყული), ჯოვანი კაზანოვა (ვერძი), ნორა ჯონსი (ვერძი) და ა.შ.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი