Previous Story
მერკური – ზოგადი დახასიათება
კომუნიკაციისა და ინტელექტის პლანეტა. წამოადგენს ადამიანის აზროვნების, ფიქრების მაჩვენებელს, გვიჩვენებს თუ როგორ ვახდენს კომუნიკაციას.
მოგეხსენებათ, არსებობს კომუნიკაციის არაერთი ფორმა, ხოლო დადგენა იმის, თუ რა კუთხით არის ადამიანი გამორჩეული და სად, რა საკითხში გრძნობს ის თავს კომფორტულად და კომპეტენტურად, ამის გაგება მხოლოდ მერკურის ნიშნებსა და სახლებში განლაგების დადგენით არის შესაძლებელი.
მერკური მფარველობს ტყუპებისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებს, შესაბამისად მე-3/მე-6 სახლს. ეს ყოველივე, მიანიშნებს რომ ამ პლანეტის მდებარეობა ამ ნიშნებში, ადამიანს ანიჭებს ძლიერ გონებრივ მონაცემებს. გასათვალისწინებელია, რომ მერკური ასევე ძლიერად ავლენს თავს მერწყულის ნიშანში.