მერე რა რომ ძველია ეს დამდეგი ახალი წელი
დამდეგ ძველ ახალ წელს გილოცავთ!
მერე რა, რომ ძველია 🙂 ახალი წლის ღამე ყველასთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია…
ყველა დიდი სიხარულით და იმედით ველოდებით, უამრავი სურვილის ასრულებას ვავალებთ და თავადაც განსაკუთრებულად ვხვდებით.
ალბათ გაინტერესებთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშნის სანტა როგორია და რას მოგიტანთ ახალ წელს:
ვერძი სანტა დამოუკიდებელი და საკუთარ თავზე ორიენტირებულია, საჩუქრის არჩევისას რა თქმა უნდა საკუთარი სურვილით და გემოვნებით აარჩევს საჩუქარს, ოღონდ ისეთს, მასაც და თქვენც რომ გესიამოვნოთ. საყვარელი ვისკით ან კონიაკით გესტუმრებათ ახალი წელი მხიარულად რომ გაატაროთ.
კურო სანტა საიმედო და გულუხვია. მაღაზიებში სიარული შეიძლება დაეზაროს, მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე კარგ რესტორანში წაგიყვანთ და გემრიელი ვახშამს მოგიწყობთ.
სანტა ტყუპები გონებამახვილი და მდიდარი წარმოსახვის მქონეა.
მისი საჩუქარი სამოგზაურო ბილეთი იქნება. თუ მისი ოცნების მანდილოსანი ხართ – თავგადასავლებს არ მოგაკლებთ.
კირჩხიბი სანტა მზრუნველი და გულისხმიერია. რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ სანთლის ამ მთვარის შუქზე და საყვარელ დათუნიას გაჩუქებთ.
ლომი სანტა ამბიცუირი და თავდადებულია. მას ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და გრანდიოზულ საჩუქარს გაგიკეთებთ, ისეთს, რომ მთელი წელი მასზე ილაპარაკონ. (სამკაულს, მანქანას ან კიდე უფრო ძვირადღირებულ ნივთს).
ქალწული სანტა ყველაზე ინტელექულურია და საჩუქარის ინტელექტუალური იქნება, ისეთი, რომ დასხდეთ საღამოს და საინტერესო თემებზე ისაუბროთ (სავარაუდოდ ენციკლოპედია ან სამეცნიერო ნაშრომი იქნება)
სასწორი სანტა იდეალისტი და დიპლომატია. ამავე დროს მომხიბვლელი და ჰარმონიული. საყვარელ ქალს ბევრ ფერად და ლამაზად შეფუთულ ტკბილეულს მიუტანს.
მორიელი სანტა მარჯვე და მოხერხებულია. ყველაზე მგძნობიარე და ღმა ემოციების პატრონი საჩუქარსაც ყველაზე გამორჩეულს მოგიტანთ და ამავე დროს, სექსუალურსაც (თეთრეულს ან ღამის პერანგს, ისეთს, როგორიც მას აღაგზნებს)
მშვილდოსანი სანტა -თავგადასავლების მოყვარულია. ახალი წელი მისთვის მორიგი თავგადასავლების საწყისია. საყვარელ ქალს ეგზოტიკურ ადგილას წაიყვანს და დაუვიწყარ გასართობ საღამოს მოუწობს. ეს იქნება მისი საჩუქარი.
თხის რქა სანტა–ამბიციური და გონირია. ყველაზე ყურადღებიანია და თუ რამე მისი თანდასწრებით ისურვეთ, აუცილებლად დაიმახსოვრებს და გიყიდით ( რომელიმე ცნობილი ბრენდის საყვარელ სამოსს, ან საყვარელ ნივთს).
მერწყული სანტა ყველაზე ორიგინალური და გასაოცარი იდეების პატრონია. მისი საჩუქარი ყველაზე მხიარულ ადგილას წასვლა და გართობა იქნება.
სანტა თევზები – რომანტიული და მგრძნობიარეა. ის საყვარელ ადამიანს წყნარ და მშვიდ ადგილას დაპატიჟებს (ყავაზე) და ლამაზ თაიგულს მიართმევს.
მოამზადა თიკო ჩხაიძემ
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
lomi santa gamocxaddi chemtan 😀 ^_^