მეორე ჩაკრა – სვადჰისტანა
ადგილმდებარეობა – ბოქვენი, საზარდულის ძვლებს შორის
ფერი – ნარინჯისფერი
დამატებითი ფერი – ცისფერი
სიმბოლო – ლოტოსის ხუთი ან ექვსი ფოთლით გარშემორტყმული წრე. ხანდახან წრეში, ხმა „ვამ“ – ის შესაბამის ასოებთან ერთად დამატებითი წრე იხატება.
საკვანძო სიტყვები – ცვლილება, სექსუალურობა, შემოქმედებითობა, სხვების გაგება, შინაგანი ძალა, სამართლიანობა
ძირითადი პრინციპები – შექმნა, სიცოხლის რეპროდუქცირება
შინაგანი ასპექტი – ემოციები, სექსი
ენერგია – შექმნა
განვითარების ასაკობრივი პერიოდი – სამიდან რვა წლამდე
სტიქია – წყალი
გრძნობა – შეხება და გემო
ხმა – „ვამ“
სხეული – ეთერული სხეული
ჩაკრის დისბალანსით გამოწვეული პრობლემები – კუნთის სპაზმები, ალერგია, სექსუალური გაუწონასწორობლობა და ლიბიდოს არქონა, უშვილობა, შემოქმედებითი საწყისის არქონა
არომატული ზეთები – როზმარინი, ვარდი, ჟასმინი
კრისტალები და ქვები – ტოპაზი, მთვარის ქვა, ცეცხლოვანი აგატი, ცეცხლოვანი ოპალი
სექსუალურ ჩაკრას სანსკრიტზე სვადჰისტანას უწოდებენ. ის საზარდულის ძვლებს შორის, ბოქვენზე მდებარეობს, ხოლო მისი ფოთლები ჭიპიდან ორი თითის მოცილებით იფოთლება. მეორე ჩაკრის ღერძი ნერვულ კვანძს უერთდება.
სექსუალური ჩაკრა გაუფილტრავი საწყისი ემოციების, სექსუალური ენერგიისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების ცენტრია. ის ცვლილებებისა და სხვების უნიკალურობის აღქმით, ინდივიდუალურობის სიმბოლოა.
სექსუალური ჩაკრის ენერგია ძირითადი ჩაკრიდან გამოდის და მას ერწყმის. ძირითადი ჩაკრის სათანადოდ განეიტრალება და სტაბილიზირება სვადჰისტანასაც გადაეცემა, რაც მეორე ჩაკრას მეტ დამაჯერებლობას სძენს. იგივე მეორდება დისბალანსის შემთხვევაშიც.
სვადჰისტანას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია დამაჯერებლობაში მდგომარეობს, რის მეშვეობითაც ადამიანი სამყაროს აღიქვამს, რაც სულ მცირე, სხვა ადამიანების გრძნობებისადმი ყურადღებით მოპყრობაში გამოიხატება.
ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი თავს თავისუფალ და სრულუფლებიან წევრად მიიჩნევს. ეს გრძნობა ადამიანს ადრეულ ასაკში უყალიბდება და ბავშვის მშობლებსა და გარემოცვის ქცევაზეა დამოკიდებული.
გაუწონასწორებელი ჩაკრისას ადამიანი ეგოიზმის მოზღავავებას განიცდის, რაც შედეგად საკუთარი „მე“-ს და გარშემო მყოფთა უფლებების საზღვრების რღვევას იწვევს.
სვადჰისტანა სექსუალურობის, სექსუალური სიამოვნების და მიზიდულობის ცენტრია. ის უშუალოდ სექსუალურ აქტსა და საკუთარი თავის სექსუალობის აღქმადობასთანაა დაკავშირებული.
მოცემულ ჩაკრასთანაა დაკავშირებული თუ როგორ ვაფასებთ საკუთარ თავს, როგორც ქალი და მამაკაცი, სოციალური ნორმებიდან გამომდინარე.
ჩვენი სექსუალური სტერეოტიპებიც, საზოგადოების მიერ შთაგნებული სტერეოტიპებთან ერთად, ამ ჩაკრაშია ჩადებული.
სწორედ ეს ჩაკრა იწოვს ბავშობისას ჩამოყალიბებად ნორმებს, რომელიც სექსუალურობის სიამოვნებად აღქმასა და სირცხვილს შორის ლავირებს.
სვადჰისტანასთანაა დაკავშირებული ინდივიდუალურობის ელფერის მატარებელი რაიმე ახლის შექმნის შესაძებლობაც. მასში ცნობისმოყვარეობითა და ავანტიურით გაჯერებული ცვლილებებია კონცენტრირებული.
ხშირად, ადამიანები საზოგადოების ნაწილად დარჩენის სურვილის გამო, მომწიფებულ გადაწყვეტილებას ცვლიან და ამით საკუთარ ინდივიდუალურობას ანადგურებენ.
როდესაც პიროვნება შინაგან ძალას კარგად აცნობიერებს, ის არ უშვებს ასეთ მანიპულაციებს. ამასთან ის პატივს სცემს სხვების გამოცდილებასა და ნიჭს და მადლიერია ცოდნის გაზიარებით.
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ძალიან საინტერესოა ♥♥♥