Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მეოთხე ჩაკრა – ანაჰატა

ადგილმდებარეობა – გულის პარალელურად, სხეულის ცენტრში

ფერი – მწვანე და ვარდისფერი

დამატებითი ფერი – მუქი წითელი

სიმბოლო – „იამ“ -ის აღმნიშვნელი ასოებით, ლოტოსის თორმეტი ფოთლით გარშემორტყმულ წრეში ჩახატული ექვს ქიმიანი ვარსკვლავი. მოცემული ჩაკრის დამატებით სიმბოლოდ მომწვანო-მონაცრისფრო კვამლი გამოიყენება

საკვანძო სიტყვები – გრძნობა, თანაგრძნობა, სიმსუბუქე, სიყვარული, გაწონასწორებულობა

ძირითადი პრინციპი – ერთგულება

შინაგანი ასპექტი – სიყვარული

ენერგია – ჰარმონია

განვითარების პერიოდი – ცამეტიდან თხუთმეტ წლამდე

სტიქია – ჰაერი

გრძნობა – შეხება

ხმა – „იამ“

სხეული – მგძნობიარე სხეული

ჩაკრის დისბალანსით გამოწვეული პრობლემები – რესპირატორული დაავადებები, ტკივილები მკერდის არეში, გულის შეტევები, მაღალი წნევა, დაძაბულობა, უძილობა, დაღლილობა

არომატული ზეთები – ვარდის, ფიჭვის

ქვები და კრისტალები – ვარდისფერი კვარცი, მალაჰიტი, როდინტი

სანსკრიტიდან თარგმანში „ანაჰატა“ – მუდმივად ჟღერად ბარაბანს ნიშნავს. ის მკერდის ცენტრში, გულის პარალელურად არის განლაგებული და სამ ქვედა ჩაკრას სამ უმაღლეს ჩაკკრასთან აკავშირებს. შედეგად ანაჰატა ჩაკრების სისტემის შუაგულს წარმოადგენს, რითიც ის ფიზიკურ და ემოციურ ცენტრებს, გონებრივ და სულიერთან აკავშირებს.

ჩაკრის სიმბოლოს ცენტრში მოთავსებული ექვსქიმიანი ვარსკვლავიც უდაბლეისისა და უმაღლესის კავშირს ასახავს, ხოლო ამ ორი სამკუთხედის კვეთის ადგილი კი თავად გულის ჩაკრაა.

გულის ჩაკრა სიყვარულის, თანაგრძნობის, ერთგულებისა და განკურნების შესაძლებლობის ცენტრია. მისი აქტიურობის ხარჯზე შესაძლებელი ხდება სხვა ადამიანის მოქმედების შეგრძნება და ჰარმონიული მოქმედება და ემოციურ, სულიერ თუ ფიზიკურ დონეზე ურთიერთობა.

სხვებთან კონტაკტის დამყარების შესაძლებლობა, მთლიან სამყაროსთან კავშირის დამყარების უფლებას იძლვა. მეოთხე ჩაკრის გავლით ადამიანი ბუნების სილამაზესა და მისთვის დამახასიათებელ ჰარმონიას აღიქვავს. ეს არის ცენტრი, რომლის დახმარებითაც ხმა და სანახაობა – გრძნობად და ემოციად გარდაიქმნება.

ანაჰატა მზის კვანძისა (ძირიტადი ემოციების ცენტრი) და ყელის ჩაკრებს (თვითგამოხტვის ცენტრი) შორის მდებარეობს და სწორედ მისი გავლით იწმინდება ის ემოციები, რომლებიც შემდგომ მზის კვანძის ჩაკრაში უნდა გამოვლინდეს.

გულის ჩაკრა, მეუთე ჩაკრიდან წამოსულ, ზეციური სიყვარულისა და რწმენის შესაძლებლობასაც ააქტიურებს და მისი გახსნის გარეშე რწმენა შეუძლებელია გახდეს მთლიანი.

როდესაც ანაჰატა ვერ არის ბოლომდე გარებული, რაც ძალიან ხშირად ხდება, ადამიანი სიყვარულის დაკარგვის, უარყოფის ან მიტოვების შიშს განიცდის, რაც უანგარო სიყვარულის შემთხვევაში შეუძლებელია მოხდეს და რასაც ააქტიურებს მეოთხე ჩაკრის ღიაობა.

როდესაც ის უმაღლესი ჩაკრების მოქმედებასთანაა დაკავშირებული, სიყვარული ზეციური ძლიერების შეგრძნებად გარდაიქმნება. ამის შეგრძნებისას ადამიანი, ნებისმიერ სულიერ არსებაში ღვთაებრივ საწყისს ხედავს და მათთან ენერგეტიკულ კავშირს უპრობლემოდ ამყარებს.

გულის ჩაკრა უანგარო გაცემას, პატიებას, გამართლებასა და თანაგრძნობას ასწავლის. თანაგრძნობა უცხოს შეგრძნების შესაძლებლობაა.

მზის კვანძის ჩაკრაში გააქტიურებული ძირითადი სექსუალური ემოციების გაცნობიერებაც გულის ჩაკრაში ხდება. ხოლო ემოციების გადამუშავება და გაცნობიერება, თვითშემეცნებისა და შინაგანი ძალის მომატების საწინდარია.

გულის გაღებისას ადამიანი თავს უფლებას აძლევს იყოს უფრო მგძნობიარე, გააშიშვლოს მისი დაფარული მხარეები და სირბილე. სირბილე ადამიანის მთლიან არსში გამოიხატება. მყარი ცოდნა და შეგრძნობილი შინაგანი ძალაც იმისთვისაა აუცილებელი, რომ ადამინმა თავს სირბილისა და ემოციების დაყოლის უფლება მისცეს.

ასეთი ღიაობა ადამიანს საკუტარი და უცხო ემოციებთან შეხვედრაში ეხმარება, რაც საბოლოოდ სიყვარულის უანგარო გაცვლასა და ნიღბების ჩამოხსნით სრულდება, რომელსაც ის შინაგანი სირბილის დასაცავად ატარებდა.

გაწონასწორებული და ღია გულის ჩაკრისას ადამიანი შინაგან რწმენას გრძნობს. ის იაზრებს, რომ ღვთის სიყვარული, სიცოცხლის ნებისმიერი ფირმის სიყვარულს ნიშნავს, რაც ჩაკრის უფრო მაღალი დონის ფუნქციონალურობაში, ანუ ახლობლის სიყვარულის – სამყაროს სიყვარულად გარდაიქმნება.

მოამზადა გივი მატებამ

ავტორი

დატოვეთ კომენტარი