მარტის თვის არასახარბიელო პერიოდები, ანუ რახუ კალა
,,რახუ კალა”ყველაზე არასახარბიელო პერიოდია ნებისმიერი წამოწყებული საქმისთვის.
ამ დროს მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს არასწორი,მოქმედებები-მცარი და შედეგი არაპროგნოზირებადი.
‘რახუ”სიმბოლიზირდება მითიურ უკვდავ დემონთან,რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ადეკვატურ საქციელზე, კონსტრუქციულ ხედვაზე და პროვოცირებას უწევს ადამიანის მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.
რახუ ასევე ასოციდება ახალ გამოცდილებებთან,რომელსაც ადამიანი იღებს ახალ გარომოებასთან ,ახალ ადამიანებთან ურთიერთობებისგან.
‘კალა” ნიშნავს დროს.
ამ პერიდში ადამიანს არეული აქვს აზრები,გრძნობები,გონება ფიქრობს ერთს,სხეული და გრძნობები მეორეს.
დაგეგმეთ ერთი- მიიღეთ სულ სხვა.
რახუ კალას პერიოდში იხსნება ახალი შესაძლებლობები მაგრამ შედეგს ვიღებთ სულ სხვას.
ამ პერიოდში:
1.ვერ მიიღებთ შედეგს მიღებული შესაძლებლობებით.
2.შედეგით ვერ ვიღებთ კმაყოფილებას.
3.გსურდათ ერთი,მიიღებთ სრულიად განსხვავებულ რამეს.
4.გექმნებათ მუდმივი დაბრკოლება ამა თუ იმ საქმეში.
ნუ გააკეთებთ ამ პერიოდში სერიოზულ შენაძენს,ნუ გადაწყვეთ სერიოზულ საქმეებს,ყურადღება მიაქციეთ ყოველ წვრილმანს,რათა არ მიიღოთ არასასურველი შედეგები.
მარტში რახუ,სატურნი და მარსი იმყოფება ერთნაირ ასპექტში.მარსი სიმბოლოა ემოციების,როგორიცაა აღშფოთება,გაღიზიანება,აგრესია, აგრეთვე პასუხისმგებელია ჩვენს ენერგიაზე თუ როგორ წავრმართავთ მას ამა თუ იმ სიტუაციაში.მარსი წარმართავს ჩვენს ვნებებს და სურვილებს.მარსის და რახუს შეერთება ადამიანებს აიძულებს დაემორჩილოს ვნებებს,ემოციებს,რის შედეგად მივიღებთ გაუთვალისწინებელ შედეგებს შეცდომების სახით.ამიტომ მარტში ნუ წამოიწყებთ ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს გაურკვეველ და ახალ ადამიანებთან,ნუ მოაწერთ ხელს ახალ ხელშეკრულებებს,ნუ დაგეგმავთ შორეულ მოგზაურობებს,რადგან შეიძლება ტრამვით დამთავრდეს. გაუფრხილდით ჯამრთელობას.
რახუ კალას პერიოდი:
14 მარტს 13:11 დან 14:39 საათამდე
15 მარტს 11:42დან 13:10 საათამდე
16 მარტს 19:05 დან 20:35 საათამდე
17 მარტს 10:09 დან 11:39 საათამდე
18 მარტს 17:40 დან 19:08 საათამდე
19 მარტს 14:35 დან 16 :08 საათამდე
20 მარტს 16:08 დან 17:40 საათამდე
21 მარტს 13:05 დან 14:37 საათამდე
22 მარტს 11:32 დან 13:04 საათამდე
23 მარტს 19:15 დან 20:48 საათამდე
24 მარტს 09:55 დან 11:30 საათამდე
25 მარტს 17:44 დან 19:20 საათმდე
26 მარტს 14:35 დან 16:10 საათამდე
27 მარტს 16:10 დან 17:45 საათამდე
28 მარტს 12:59 დან 14:35 საათამდე
29 მარტს 11:21 დან 13:00 საათმდე
30 მარტს 19:26 დან 21:00 საათამდე
31 მარტს 09:40 დან 11: 20 საათამდე
წარმატებულ თვეს გისურვებთ!
მოამზადა თიკო ჩხაიძემ