მარსი ქალწულში
მარსის ეს განლაგება ადამიანებში მეცნიერის და მკვლევარის თანდაყოლილ ტანალნტს იძლევა. ამ ადამიანებმა შესაძლოა დიდ წარმატებას მიაღწიონ სამეცნიერო სფეროში. ისინი ძალიან მშრომელი, დისციპლინირებულები, კეთილსინდისიერები და რეალისტები არიან. ვინაიდან მათ „ოქროს ხელები“ აქვთ, მედიცინის, ტექნიკა-მექანიკის, ასევე ქირურგიის სფეროში დიდ წარმატებებს აღწევენ.
მარსი ქალწულებს აქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ადვილად ითვისებენ ყველაფერს. გამჭრიახი და ენერგიული გონების პატრონები არიან. ყოველთვის კარგად იციან რა და როგორ უნდა გააკეთონ. მუშაობისას ურჩევნიათ არავინ ჩაერიოს მათ საქმიანობაში და დამოუკიდებლად , მაღალ ხარისხში დროულად ჩააბარებენ საქმეს.
ეს ადამიანები საქმიან სფეროში გონებრივი აქტიურობით, ჭკუით, გამომგონებლური ტალანტით და შორსმჭვრეტელობით გამოირჩევიან. როგორც უფროსები ქვეშევრდომებისა და საკუთარი თვის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან, რაც ხშირად კონფლიქტების მიზეზიც ხდება. მათი ძალაუფლებისა და აღიარების პატივმოყვარე ოცნებებს მარსი ბევრ წინაღობას უყენებს, რაც მათ სულში ნერვიულ დაძაბულობას იწვევს, მაგრამ მოთმინებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის წყალობით ნებისმიერი სირთლეების გადალახვა შეუძლიათ.
სიყვარული მათთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მნიშვნელოვანი საქმის გამო შეუძლიათ გრძნობების გვერდზე გადადება. ისინი მიიღწვიან ყველაფერში სრულოფილებისკენ, რადგან მათთვის მაღალი ხარისხი – უმნიშნველოვანესია. ამის შედეგად დეტალების დამუშავების მხრივ (რაც სხვებისთვის შეუმჩნეველიც კი შეიძლება იყოს) დაუღალავ შრომაში ატარებენ დიდ დროს და საშიშროებაა ამ დეტალებში დაიკარგონ კიდეც და საქმესაც ვეღარ მოაბან თავი, ბოლომდე ვერ მიიყვანონ.
ეს ადამიანები ძალიან ღიზიანდებიან თუ მცირედიც მაინც არასწორად კეთდება. ხშირად საკუთარ შესაძლებლობებს ვერ აფასებენ და ბევრი გეგმა განუხორციელებელიც რჩებათ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ამისთვის ძალები არ ყოფნით. ეს ადამიანები საკუთარი ენერგიების უაზროდ ხარჯვას ერიდებიან. არ უყვართ რისკი, სიახლეები და ცდილობენ გაკვალული, კარგად აპრობირებული გზით იარონ, რის შედეგადაც მათი შესაძლებლობებიც შეიძლება შეიზღუდოს .
მათ წარმატება ელოდებათ უცხოეთშიც და ნებისმიერი მიღწევა, როგორც წესი, საკუთარი ძალისხმევის შედეგია. მათ ცხოვრებაში დიდი როლის შესრულება შეუძლიათ ნათესავებს და ასევე, როგორც საქორწინო, ასევე საქმიან პარტნიორებს.
დაზიანებული მარსის შემთხვევაში ადამიანებში ვლინდება: გაღიზიანებადობა, წყენიანობა, ანგარებიანობა, შარიანობა, ჭირვეულობა, გულღვარძლიანობა და შურისმაძიებლობა, ზედმეტი კრიტიკულობა, ცბიერება და ქედმაღლობა. ირგვლივ მყოფებთან კონფლიქტები ძირითადად ზღვარგადასული ეგოიზმის და ასევე ზედმეტად პედანტიზმისა და ცბიერების შედეგად მძაფრდება.
სავარაუდო დაავადებებია: პერიტონიტი, ნაწლავების ანთებითი პროცესები, გრიჟა, ასევე ნაწლავების ქრონიკული დაავადებები.
მოამზადა თამო აქუბარდიამ