Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

მარსი – ორსულობის მესამე თვე

მარსი

ორსულობის მესამე თვე – მარსი

მესამე თვე მარსის ზემოქმედების ქვეშ მიმდინარეობს. ამ პერიოდში ყალიბდება დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი პოტენციალის აქტიური გამოვლინების უნარი. ეს ორსულობის პირველი კრიზისული და სახიფათო თვეა.

თუ ბავშვი მარსის ცუდი ზემოქმედების ქვეშ ჩაისახა ან მშობლების პირად ჰოროსკოპში მარსი უარყოფით როლს ასრულებს მაშინ ორივე თქვენგანისგან განსაკუთრებული ყურადღება მოითხოვება.

ამ თვეში სჯობს თავი შეიკავოთ ფიზიკური სიახლოვისგან, სპორტის აქტიური ვარჯიშებისგან, ჩხუბისგან და აგრესიული გამოვლინებებისგან.

მესამე თვეში ორსულის ორგანიზმში ხშირად ვლინდება ფარული ანთებითი პროცესები, გაციება, სხვა დაავადებები და გამწვავებები.

ორსულებისთვის დამახასიათებელი მჟავე-მწარე კიტრის ან დამარილებული კომბოსტოს სიყვარულიც მწვავე, მშრალი და ცხელი პლანეტა მარსის ზემოქმედებიდან მომდინარეობს.

მესამე თვეშ მშობლებს მეტი ტაქტიანი პოპყრობა მართებთ ერთმანეთთან. ამ მამაკაცურ თვეში თქვენს შვილში ნებისყოფა, სიმტკიცე, ვნება, თავისუფლებისკენ სწრაფვა, თავმოყვარეობა, სიმამაცე და სხვა ძლიერი თვისებები ყალიბდება. თუ პროცესები არასწორად წარიმართა ჩამოყალიბდება შიში, არამზადობა, გულგრილობა და მუხთლობა.

ამ თვეშ უკვე ვლინდება გენიტალიები, ყალიბდება თავი – ორგანო, რომელსაც მარსი მართავს. და ემბრიონი ჯერ კიდევ შეუგრძნობელ აქტივობებს ახორციელებს.

ავტორი

დატოვეთ კომენტარი