მარსი ნიშნებში, როგორც მამაკაცის სექსუალური აქტივობის სიგნიფიკატორი
მიხეილ ცაგარელი
ტრადიციული ასტროლოგიის თვალსაზრისით, სწორედ ომის პლანეტაა პასუხისმგებელი ძლიერი სქესის წარმომადგენელთა სექსუალურ აქტიურობაზე. გაიგეთ ის პერიოდი, როცა თქვენი სატრფო ქეყანას მოევლინა და ნახეთ, რომელ ზოდიაქურ ნიშანში იმყოფებოდა სტუმრად იმ დღეს მისი მარსი. ახლა კი გაგაცნობთ მარსისადმი მიძღვნილ თავს, საიდანაც შეიტყობთ თქვენი რჩეულის ყველაზე სანუკვარ ინტიმურ საიდუმლოებებს.
ისევე როგორც ქალები, მამაკაცებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ზოგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გრძნობითი სიამოვნება, ვიღაც პირველ ადგილზე მონათესავე სულს აყენებს, ხოლო ძლიერი სქესის ზოგიერთ წარმომადგენელს ეჭვიანობა ყველაფერს ურჩევნია, ვარიანტები შეიძლება უამრავი იყოს. მაგრამ ყველა ისინი არსებითად სხვა არა არის რა. თუ არა ციური მნათობის – პლანეტა მარსის – გამოვლინება, რომელიც „მამაკაცს მამაკაცად ხდის“.
თუ ვიცით, სად „მორიგეობდა“ მარსი ჩვენი სატრფოს დაბადების დროს, შეგვიძლია გავერკვეთ მამაკაცის ბუნებაში და მთავარ კითხვასაც ვუპასუხოთ, რომელიც ყველა დროის ქალებს აღელვებდა „მღალატობს თუ არა ჩემი საყვარელი ადამიანი“?
მარსი ვერძში
ამ მამაკაცს მეტსიმეტად ვაჟკაცური გარეგნობა აქვს, ენერგიული და შემტევი (ხშირად ეგოისტიც). როგორია ის ლიგინში? აქ არ არსებობს უნარის და შესაძლებლობების პრობლემები. მაგრამ საინტერესო საყვარელს ამ მამაკაცს ვერ ვუწოდებ. სექსი მისთვის არა დღესასწაული, არამედ ნორმალური ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა. „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“ – ასეთია მარსიანელის ლოზუნგი. სხვათა შორის, სიყვარულს შეუძლია მიეცეს ყველაზე ექსტრემალურ პირობებში, მანქანაში ან უნივერმაღის გასახდელებში, რაც მეტი ეგზოტიკაა, მით უკეთესია მისთვის.
მისი სიმყარე: ეს მამაკაცი შეიძლება ერთგული იყოს მხოლოდ იმ ქალებისა, რომლებიც არცერთი წუთით არ ჩამოდიან იმ კვარცხლბეკიდან, რომლებზეც ისინი აიყვანეს.
მარსი კუროში
ასეთი მამაკაცი შეიძლება ბევრი ქალის იდელად იქცეს. მას ხომ არამარტობევრი ფულის შოვნა შეუძლია, ამავდროულად ისწრაფვის ვნებიანი და იმავდროულად რომანტიკული სიყვარულისაკენ.
როგორია ის ლოგინში? შეფასება, რომ მოუღალავი სიყვარულია, არაფრის მთქმელია, ია არ ედება ათ პარტნიორს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, შეგიძლიათ ირწმუნოთ, რომ ამ მარსიანელის ჰარამხანას ყურადღება არ მოაკლდება. დროის ერთად გასატარებლად მას სჭირდება „სწორი“ პირობები: უზარმაზარი „დივანსექსოდრომი“, დახვეწილი ლოგინის თეთრეული, რბილი შუქი და მშვიდი მუსიკა.
მისი ერთგულება, წესიერი მესაკუთრეა იმდენად, რომ საჭიროა მასში ეჭვიანობის გაღვიძება. ჰორიზონტზე კონკურენტების გამოჩენამ მას მხოლოდ ღალატისაკენ შეიძლება უბიძგოს.
მარსი ტყუპებში
თქვენი რჩეული „ამ თემებზე“ შეფარულ – გადაკრული ნათქვამების ოსტატია, ფლირტის, ძალდაუტანებელი არისტოკრატული საუბრების ვირტუოზი. მაგრამ რაც გინდა შორს წავიდეს საქმე, მისი პარტნიორი ყოველთვის იგრძნობს გარკვეულ დისტანცია. რატომ? იმიტომ, რომ ყველა ეს სვლა მისი თვითგანმტკიცებისათვის აუცილებელია.
როგორია იგი ლოგინში? სიყვარულის სარეცელზე მას ყველაფრის გამოხატვა შეუძლია: ის ხომ კარგი მსახიობი და მოსწავლეა. მთავარია, არ მივცეთ ზომაზე მეტი ლაპარაკისა და მხიარულების საშუალება ლოგინში, თუ არ გინდათ, სიყვარულის ღამის ნაცვლად, ძალიან საინტერესო თანამოსაუბრესთან ურთიერთობის ღამე მიიღოთ.
მისი ერთგულება, ქალების შესახებ რაც შეიძლება მეტის გაგებისკენ მისწრაფებაში, ამ მარსიანელს შეუძლია გახდეს სასიყვარულო კავშირების ნამდვილი კოლექციონერი. ქორწინებაში მყოფიც კი გამუდმებით არშიყობს თანამშრომლებთან და თვალს აყოლებს გამვლელ ქალებს. ამის გამო ნუ გაბრაზდებით, რადგან ახალი შთაბეჭდილებები ჰაერივით სჭირდება.
მარსი კირჩხიბში
მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ოჯახის შექმნა. იმდენად შემტევია ამ მხირვ, რომ ყველა პოტენციურ პარტნიორს აფრთხობს. გულმოდგინედ აკვირდება მომავალ „მსხვერპლს“, ხოლო როცა თავის ქსელში შეიტყუებს, დიდხანს აღარ უშვებს (ზოგჯერ არასდროს).
როგორია ლოგინში? რაც უფრო ახლოვდება ინტიმის მომენტი, მით უფრო მორცხვი და მორიდებული ხდება თქვენ მეგობარი. ეს განსაკუთრებით ძლიერ მჟღავნდება, თუ მის მშობლებს შორის არ ყოფილა ჰარმონიული ურთიერთობა, ან ჯახი არასრული იყო – მაშინ მან შეიძლება 30 წლამდე იფიქროს კითხვაზე – რომელი მხრიდან მიუდგეს ქალს. ეს მარსიანელი ბავშვივით ნაზად და ფრთხილად უნდა მივიყვანოთ ახლო უთიერთობებთან. მისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენადთვითონ პროცესი, რამდენადაც პრელუდია. ის ძალზე მგრძნობიარეა უმცირესი წარუმატებლობისადმი და ცეცხლივით ეშინია მათი. ამიტომ მზად არის უამრავი ძალისხმევა დახარჯოს, რომ მასთან თავი კარგად იგრძნო, თანაც არა უბრალოდ კარგად, არამდე ძალიან კარგად.
მისი ერთგულება. უნდა დაარწმუნოთ სატრფო იმაში, რომ ის მართლაც შესანიშნავი პარტნიორია (წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიწყებს სხვის ძებნას, რომელთანაც თვითდამკვიდრება გაუადვლდება). თუ ეს მამაკაცი დარწმუნდა, რომ ამ ურთიერთობაში ყველაფერი კარგად ეწყობა, სამუდამოდ თქვენი ერთგული დარჩება.
მარსი ლომში
ის არის მხიარული, არტისტული, ბავშვივით ცნობისმოყვარე და არაპროგნოზირებადი. უყვარს იქ ყოფნა, სადაც ღირსეულად დააფასებენ და ცეცხლივით ეშინია უგულვებელყოფილი გამოხედვისა. გიჟდება გმირი საყვარლის როლისთვის და ამ დროს არ ფიქრობს იმაზე, როგორ გამოიყურება შორიდა.
როგორია იგი ლოგინში? ბობოქარ დასაწყისს ( ნივთების აქეთ-იქით მიყრა, ვნებიანი შეძახილები და ა.შ.) ცვლის უფრო ხმაურიანი ქმედება, რაც პათეტიკური ფინალი მთავრდება. მთავარია, არ დაარღვიონ მისი ეროტიული სცენარი ირონიული შენიშვნებით.
ერთგულება. ეს მარსიანელი ერთგულია ყველა ქალისა, რომელთანაც ყოფილა, სიცოცხლის ბოლომდე. მას გულს სტკენს თვით აზრიც კი იმის შესახებ, რომ ის ქალი შეიძლება სხვას ეკუთვნოდეს…
მარსი ქალწულში
ის ჭეშმარიტი ჯენტლმენის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ, ლომში მყოფი მარსის მამაკაცებისგან განსხვავებით, ახდენს უზადო მანერებისა და მჭერმეტყველების დემონსტრირებას, იმისათვის, რომ მოეწონოს ქალებს, იმიტომ, რომ ის ასე უფრო მხიარულად და სასიამოვნოდ ცხოვრობს.
როგორია იგი ლოგინში? ამ მარსიანელისთვის სექსი (ყოველ შემთხვევაში ქვეცნობიერის დონემდე) არის რაღაც გამაჯანსაღებელი პროცედურა. სამაგიეროდ, ტექნიკის თვალსაზრისით, ეს „სპორტული ვარჯიში“ ხუთიანი პლუსით სრულდება.
ერთგულება. ხშირად ყველაფერზე მაღლა ის მოვალეობის გრძნობას აყენებს და ხშირად მას ასაღებს სიყვარულად. და მაინც, ამ გრძნობაზე დამყარებული კავშირი მართლაც მტკიცეა და მასში, ადრე თუ გვიან, წარმოიშვება ნამდვილი სულიერი მეგობრობა.
მარსი სასწორში
თავისებური პარტნიორია. მზად არის ქალისადმი ყოველთვს ისეთი გულმოდგინებით გამოამჟღავნოს ყურადღება, რომ მან, როგორც პარტნიორმა ქალმა, თავი ვალდებულად ჩათვალოს მასზე გათხოვდეს,
როგორია იგი ლოგინში? იგი ამჯობინებს ტრადიციულ ცოლქმრულ სექსს. სასიყვარულო კავშირი მისთვის არ არის თავისთავად ფასეულობა. იგი არის მხოლოდ პარტნიორისადმი ნდობის და მასთან სულიერი ურთიერთობების გამოხატულება. თუ ურთიერთობაში მაქსიმალური ურთიერთობის მიღწევა გსურთ, ტაქტიანად უნდა მიმართოდ იგი, წინდახედულად გამოთქვათ თქვენი სურვილები. ის კარგი მოსწავლეა. და მაქვეყნად ყველაფერზე მეტად უყვარს კარგი ნიშნების მიღება.
ერთგულება, მის გვერდით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ყოფნა მასზე ისე მოქმედებს, როგორც კატაზე კატაბალახა, მაგარმ სინამდვილეში ამ მარსიანელს მხოლოდ რომანტიკული და არასექსუალური თავგადასავლები სჭირდება. ნუ განაწყენდებით, თუ უზარმაზარ თაიგულს თქვენი მეგობრის მეგობარს აჩუქებს. უფრო სწორად, განაწყენება იმ მეგობარს მოუწევს, რადგანაც, ამ უწყინარი მარსიანელის თავგადასავალი ერთი-ორი თვით დააკმაყოფილებს მას და მერე იგი სამუდამოდ დაივიწყებს მას.
მარსი ღრიანკალში (მორიელში)
სიტყვა „სიყვარული“ მისთვის გაცილებით ნაკლებად გასაგებია, ვიდრე სიტყვა „ვნება“. მისი მთავარი ნიშანია – განსაკუთრებული მაგიური გამოხედვა, რომელიც ქალს პირდაპირ ტანსაცმლის გახდისკენ უბიძგებს. მას იზიდავს წყნარი ურთიერთობები – ეჭვიანობის სცენების და ფიცხი ჩხუბის გარეშე. ყველაზე მეტად სჭირდება ემოციები როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის, მგზნებარე ხვევა – კოცნის ემოციები და ა.შ.
როგორია იგი ლოგინში? ასეთი მამაკაცისთვის ყველაზე საინტერესოა ინტიმური ურთიერთობა ექსტრემალურ მდგომარეობებში და სიტუაციებში. რაც შეეხება ამ სფეროში მის მიდრეკილებებს, ისინი ყველაზე კლასიკურია. ამ მარსიანელის აზრით, ინტიმი უნდა იყოს ბევრი, ის უნდა იყოს ინტიმური და ყოველგვარი ექსპერიმენტების გარეშე.
მისი ერტგულება. როგორც საშიშ ტანამოსაუბრეს, მას სასტიკად სძულს ღალატი და ასეთ რამეს არავის აპატიებს: შეიძლება დიდხანს ატაროს შურისშიების გეგმები, თუმცა იმდენად კარგია ლოგინში, რომ ქალები ძალიან იშვიათად ღალატობენ მას.
მარსი მშვილდოსანში
მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეს მამაკაცი თავის იდეალს ეძებს. თანაც, რაც უფრო შორს ცხოვრობს იგი, მით უკეთესია. მშვილდოსანში მარსის მფლობელს, ისე როგორც არავის, სიამოვნებს რომანტიკული მიწერ-მოწერა და ყოველდღიური ოცნება – იდეა: „იქნებ ერთმანეთს ოდესმე შევხვდეთ…“ ხოლო თუ იდეალს იპოვის, მარსი-მშვილდოსანი გამუდმებით ეძებს იმის მტკიცებას, რომ არჩევანში არ შემცდარა.
როგორია იგი ლოგინში? ინტიმი არის ის სფერო, რომელშიც ის ისწრაფის უმაღლესი შეფასებისკენ, მაგრამ ამ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია ის წესები და რიტუალები, რომლების მიხედვითაც შნდება მისი ურთიერთობა. ეს მამაკაცი ლოგინშიც კი თავისი ჩვეულებების მონაა.
მისი ერთგულება. ამ მამაკაცთა უმრავლესობა ნამდვილი მექალთანეა. თუ არ შეხვდა ისეთი ქალი, რომელიც მოახერხებს ერთდროულად ახლოსაც იყოს და შორსაც (ამ იშვიათ შემთხვევაში ის მას უღალატებს). მაგრამ, სამაგიეროდ მერე, 30 წლის შემდეგ, ძნელი საპოვნელია უფრო ერთგული მარსიანელი, ტუ ის სხვა გალაქტიკიდან არ იქნება…
მარსი თხის რქაში
გალანტური პარტნიორია, მშვენიერი მოარშიყე: თავშეკავებული, მშვიდი, მიზანსწრაფული, მაგრამ ამასთან ერთად საშინელი ჯიუტი, საკმაოდ ძუნწი, მშრალი და მოსაწყენი, ამასთან დარწმუნებული, რომ უფრო რომანტიკულ და გულუხვ ადამიანს მთელ ქვეყანაზე ვერ იპოვი.
როგორია იგი ლოგინში? მამაკაცს, მარსის ძლიერი მდგომარეობა აქვს და ამრიგად – ყველაზე მდიდარი მგრძნობელობიტი პოტენციალი. ამავე დროს, ის არის ცეცხლი, რომელსაც გულკანის სიღრმეში სძინავს, და იმისათვის, რომ გარეთ გადმოიფრქვეს საჭიროა რაღაც უფრო მეტი, ვიდრე წუთიერი სურვილი. მისთვის აუცილებელია მეორე საიმედო მეორე ნახევარი, რომელსაც ყოველთვის და სავსებით ენდობა. შეგიძლიათ იყოთ იმდენად მშვიდი და საიმედო, რამდენადაც ვნებიანი? მაშ, აიღეთ ხელში დროშა!
მისი ერთგულება. იგი მიეკუთვნება ერთგულ ადამიანთა რიცხვს, შეუძლია მძიმე წუთში დახმარება, სწორად ასეთ „საიმედო კედელზე“ ოცნებობს ყველა ქალი.
მარსი მერწყულში
უყვარს სხვადასხვა ტექნიკა: მაქანები, კომპიუტერები და მუდმივად სავსეა ყველაზე გიჟური იდეებით და პროექტებით. ქალები? „ქალები – შემდეგ“ ცდილობს, არ გასცეს თავისი გრძნობები, ხოლო მეგობრობა – კი ბატონო! თანაც სწორად იმასთან, ვინც გაცნობისას მისდამი არავითარ ინტერესს არ გამოამჟღავნებს. თუ დაგიმეგობრდათ შეგიძლიათ თქვენი ურთიერთობა სასიყვარულოთ ჩათვალოთ. ამ მარსიანელისთვის ვნება არის რაღაც არცთუ ისე გასაგები, მეორე ხარისხოვანი.
როგორია იგი ლიგინში? კარგი საყვარელი ვერ იქნება, თი ქალი თავის თავზე აიღებს ინიციატივას ინტიმურ ურთიერთობაში. ტყვეობაში გამრავლებაზე ასეთი მამაკაცი მკაცრად უარს აცხადებს. მას არ უყვარს წინასწარ პაემანის დანიშვნა და ყველაფერზე მეტად აფასებს შემთხვევითობას. სატრფოსთან ყოველი შეხვედრა უნდა იყოს თავგადასავალი ან ავანტურა მაინც კი, ხოლო ყოველი სიახლოვე – სასურველი გამარჯვება. უყვარს უსასრულოდ ექსპერიმენტირება მოულოდნელად ენთება, მაგრამ ასევე სწრაფად შეუძლია გაცივდეს, „აორთქლდეს“ გაურკვეველი მიმართულებით, ისე რომ არ გაგაფრთხილოთ. გეჭიროთ იგი გრძელ თოკზე, მაშინ შეძლებთ იქონიოთ საკმარისად მტკიცე კავშირის იმედი.
მარსი თევზებში
ეს მამაკაცი მგრძნობიარე და ნაზია, ორგანულად ვერ იტანს უხეშობას და სასტიკ შეტევას. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ქალში იწვევს იმის სურვილს, რომ მოეფეროს და გაათბოს, რაღაცით დაეხმაროს მას. ამ დროს შეუძლია თვითონ იზრუნოს მათზე, რადგან ფაქიზად გრძნობს, რა სჭირდება სატრფოს მოცემულ მომენტში.
როგორია იგი ლოგინში? თუ მის სულში შეაღწიეთ, შეუძლია, იყოს ალერსიანი და რბილი, იგი აღვიძებს ფანტაზიას და შეუძლია აგაღელვოთ მსუბუქი შეხებით ან რბილი, თბილი გამოხედვით. ის მარსიანელთა იმ ჯიშიდანაა, რომელიც ნამდვილ სიამოვნებას მხოლოდ მაშინ ღებულობს, როდესაც ხედავს, რომ სიამოვნება მიანიჭა ქალს (მას ურჩევნია ლოგინში თავი არ მოაჩვენოს: ის იმწუთსავე იგრძნობს ამას).
მისი ერთგულება. ნუ გგონიათ, რომ ჩანგალი მოსდეთ და შეგიძლიათ დამშვიდდეთ. ნებისმიერ ყოველდღიურობას 9ხალათს, ფლოსტებს…) შეუძლია მისი სინაზის განადგურება ორ წუთში. ქალში გამუდმებით უნდა გრძნობდეს საიდუმლოს, ამოუცნობ პიროვნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უღალატებს, თანაც არცთუ ღირსეულ მეტოქესთან.
მიხეილ ცაგარელი
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
VINI VIDI VICI!!!