მარსი მეთორმეტე სახლში
ასეთი პიროვნების მიზნებისა და ქმედებების ძირითადი განმსაზღვრელი ქვეცნობიერია. სამსახურში, ისევე როგორც, სხვა სახის საქმეებში, მათ უყვართ მარტოობა.
არსებობს ფარულად მოქმედების, ღია დაპირისპირების თავიდან აცილების, ასევე, საკუთარი სურვილებისა და შეხედულებების, გრძნობებისა და ემოციების დამალვისა და გასაიდუმლოების მიზნით, შენიღბვის ტენდენცია. (ფარული სექსუალური თავგადასავლები).
არსებობს დიდ ორგანიზაციებში მუშაობის ალბათობა, სადაც, შესაძლებელია, საკუთარი ინდივიდუალიზმის დაფარვა ან მთლიანად დაკარგვა. უარყოფითი ასპექტებისა და პლანეტის დაზიანების შემთხვევაში, თავს იჩენს, ფარული შეთქმულებები და მტრები, ასევე, არსებობს ციხეში, საავადმყოფოში, ფსიქიატრიულში მოხვედრის საფრთხე. (ხშირად, უნდა დაიცალოთ, გათავისუფლდეთ დაგუბებული სიბრაზისგან), ასევე, თავს იჩენს, ჩახშული აგრესიისა და წლების მანძილზე შეკავებული განცდების საფუძველზე წარმოქმნილი ფსიქოლოგიური პრობლემები.
უარყოფითი ასპექტები: ასეთი ადამიანების ენერგია, როგორც წესი, შებოჭილი ან პარალიზებულია, ხოლო, გრძნობები დათრგუნულია, აზრები და ემოციები ალაგმულია. არსებობს ძლიერი ფარული მტრების, ინტრიგების, გახმაურებული სკანდალების, მავნე ჩვევებისა და მანიის არსებობის ალბათობა, შესაძლოა, თავი იჩინოს, თვითმკვლელობისადმი ან საკუთარი ნებით თავისუფლების შეზღუდვისადმი მიდრეკილებამ. მუშაობენ საავადმყოფოებში, ლაგერებში და სხვა ამგვარი სახის დაწესებულებებში, ასევე, არსებობს იძულებითი სამსახურის არსებობის, ძალადობის, სამარცხვინო და საიდუმლო რომანების ფასად შერყეული რეპუტაციისა და იმიჯის საფრთხე.
ასეთ ინდივიდებს უჭირთ საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ პირდაპირ და გახსნილად იმოქმედონ, ღიად გამოხატონ თავისი მისწრაფებანი და მხოლოდ ამ გზით მიაღწიონ სასურველს, შესაძლოა, ჰქონდეთ საკმაოდ დიდი ძალა და ენერგია, მაგრამ აკლდეთ თვითდაჯერებულობა ან იმის სურვილი, რომ საკუთარი ინტერესები დააყენონ პირველ ადგილზე. როგორც წესი, თქვენ მუშაობთ სხვა ადამიანების და არა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სხვათა გულისთვის, სხვათა სარგებლობისთვის.
ზედმეტად ხშირად ამბობთ უარს საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე, რაც, სავარაუდოა, რომ შინაგანად მეტად აგრესიულს გაგხდით და, ამდენად, საკუთარი ნებით უკუაგდებთ თქვენს ყველაზე ლამაზ მისწრაფებებს.
ასეთი მდებარეობით, მაღალი განვითარების მქონე ადამიანი ცოტაა, ძირითადად, გვხვდებიან ან დაბალი განვითარების ან საშუალო განვითარების მქონე ინდივიდები. არსებობს მაგიისადმი მიდრეკილება, ასევე–გახსნილი საიდუმლოებები, ნაპოვნი საგანძური, გვხვდებიან გამომძიებლები და ეზოთერიკოსები. როგორც კი იწყებენ ენერგიის ხარჯვასა და ძალის გამოვლენას, მაშინვე, გრძნობენ საკუთარ სიმარტოვეს. მათ ეჩვენებათ, რომ ამ მომენტში ადამიანებმა და მთელმა სამყარომ, მათ, ზურგი შეაქციათ და, რომ, ისინი რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ, რაღაცას აშავებენ, რაღაც ვერ გამოსდით.
დაბალი განვითარების შემთხვევაში, ადამიანი ან დეპრესიაში ვარდება ან უმოქმედობაში ან, მაინც, ცდილობს ადამიანებისათვის რაღაცის (რაიმეს) დამტკიცებას. ფაქტიურად, იგი ცდილობს მასა და სამყარის შორის აღმართული კედლის დამსხვრევას, მაგრამ ამას, როგორც წესი, ცდილობს ძალადობრივი მეთოდებით, რაზედაც, სამყარო იწყებს შეწინააღმდეგებას და ამ ინდივიდის მიერ გამოვლენილი აგრესიის ტოლფასი აგრესიის დაბრუნებას, რასაც ინდივიდი ვერ იგებს და წყევლის საკუთარ უიღბლობას. ამ შემთხვევაში, ადამიანის მტერად გვევლინება უხეშ ენერგიებზე, კონკრეტულად კი, აგრესიაზე მომართული ქვეცნობიერის ფარული პროგრამები, ხოლო, იმას თუ, კერძოდ, რისკენაა მიმართული ქვეცნობიერის აგრესია, გვიჩვენებს მარსის ასპექტები, თუკი, მარსს აქვს დაძაბული ასპექტები ნეპტუნთან, მაშინ, არსებობს ძლიერი შიშებისა და უმართავი აგრესიის გამოვლენის ალბათობა.
მარსის ეს მდებარეობა ქმნის მსხვერპლის გამოსაცდელ პროგრამებს. პიროვნება უნდა ავიდეს განვითარების მაღალ საფეხურზე, გახდეს რა შემოქმედი და ინტელექტუალური ნატურა და მთლიანად გარდაქმნას თავისი აგრესია, საწინააღმდეგო შემთხვევაში, იგი მსხვერპლად გაიღებს სხვა ადამიანებს ისე, რომ არ გაითვალისწინებს მათ გრძნობებსა და სურვილებს.
ახასიათებთ კულისებს მიღმა აქტიურობა, გაცილებით დიდ ფიზიკურ დატვირთვას უძლებენ მარტოობაში, სიმშვიდეში. (არსებობს სუსტი ჯანმრთელობის, ფიზიკური ნაკლის, კბილებთან დაკავშირებული პრობლემების, მეუღლის დაკარგვის, საქორწინო ურთიერთობის გაწყვეტის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და დიდი ცხოველების მხრიდან საფრთხის არსებობის ალბათობა). მათ უჭირთ პირობის შესრულება, აქვთ დამფრთხალი ძილი, ხშირად, სწყინდებათ, ბეზრდებათ და ამიტომ იცვლიან პარტნიორებსა და გარემოს. ქალის შემთხვევაში, თავს იჩენს დაფეხმძიმებასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ეს პიროვნებები მთელი ძალით ცდილობენ უბედურთა და გაჭირვებულთა დახმარებას, ხშირად, ხდებიან საავადმყოფოს მთავარი ექიმები ან ციხის დამსახურებული და პატივსაცემი მოხელეები. კარგად გამოსდით საიდუმლოს შენახვა, ამიტომ, ასევე, გვევლინებიან წარმატებულ გამომძიებლებად. მალევე ეფიტებათ ენერგია, ხოლო, პლანეტის დაზიანების შემთხვევაში, თავს იჩენს მძაფრი ემოციური რეაქციების დათრგუნვის, შებოჭვის ტენდენცია, რასაც საბოლოო ჯამში, მიჰყავს პიროვნება ძლიერ დეპრესიულ ფონამდე და ნერვოზამდე.
გახსოვდეთ, რომ თქვენთვის აუცილებელია გახსნა, გათავისუფლება შიშებისა და კომპლექსებისაგან, ინტრიგებისა და საიდუმლოებებისაგან, მარტოობისა და თვითგვემისაგან. თქვენ უნდა ისწავლოთ გრძნობებისა და აზრების, შეხედულებებისა და განცდების გახსნილად, გულწრფელად, ნათლად და პირდაპირ გამოხატვა. საკმარისია დუმილი, შენიღბვა, გასაიდუმლოება და მისტიციზმი.
გათავისუფლდით ნაგროვი გრძნობებისა და აგრესიისაგან, გაეხსენით სამყაროს და ადამიანებს, ამაღლდით მანიაკალურ მიდრეკილებებსა და მსხვერპლის როლის ამპლუაზე, გამოდით კულისებიდან სცენაზე, ისწავლეთ ადამიანების ნდობა, მათთან თანამშრომლობა და გულახდილობა, დათმეთ და შეანაცვლეთ განმარტოება მეგობრობითა და სიყვარულით, გამოეყავით ფანტაზიის სფეროს და აქტიურად შეუერთდით რეალობას.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ