მარსი მეთერთმეტე სახლში
ახასიათებთ აქტიური მეგობრული და კოლექტიური მოღვაწეობა. როგორც წესი, მათ ჰყავთ ენერგიული და მხიარული მეგობრები, რომლებიც მუდამ გვერდში უდგანან, ეხმარებიან საქმეებში და პროფესიული მიზნების განხორციელებაში. ტექნიკასთან მუშაობისას გამოირჩევიან მოხერხებულობით, ხშირად, გვევლინებიან კიდეც, ტექნოლოგიური დანადგარების გამომგონებლად.
მაღალი სულიერი განვითარების შემთხვევაში, მთელ თავის ენერგიას ახმარენ სოციალურ რეფორმებს.
დადებითი ასპექტები: ენერგიული რეფორმატორი, ორიგინალური, სიახლეების მოყვარული, მომავლისაკენ აქტიურად მომართული ადამიანი, სხვათათვის შთაგონების მიმცემი, მისბაძი–წამახალისებელი და ბიძგის მიმცემი პიროვნება, მეგობრული და მხიარული, ესქცენტრიული ნატურა; ხშირია, მოულოდნელი იღბალი და წარმატებები, მათ შორის, ავანტურის საფასურად მიღებული. მკვეთრად წყვეტენ წარსულს.
უარყოფითი ასპექტები: ავანტურიზმი, ბლეფი, გეგმებისა და იმედების რღვევა, წამგებიანი და ირეალური იდეებისა და საქმეების დაცვა, დაძაბული ურთიერთობა და განხეთქილება ახლობლებსა და მეგობრებთან, ასევე, ხელოვნური, ტყუილსა და სარგებელზე დაფუძვნებული, არეული და კონფლიქტური მეგობრული ურთიერთობები, გაურკვეველი, ქაოსური და დაძაბული სასიყვარულო კავშირები. თავს იჩენს, არსებული წყობილებით უკმაყოფილება–რეფორმატორული ტენდენცია, თუმცა უკეთესი იქნება, არსებულის არა დანგრევა, არამედ–გაუმჯობესება. ხშირია, ჩხუბი და უთანხმოება მეგობრებისა და კოლეტქივის წევრებთან. მეგობრულ ურთიერთობაში გამოჩენილმა იმპულსურობამ, შესაძლოა, მიიყვანოს ინდივიდი ან მისი მეგობარი ჭრილობამდე, დაზიანებამდე ან სიკვდილამდე.
თქვენ, გუნდის ერთ–ერთ მოთამაშეს ჰგავხართ, ვინაიდან, კარგად მუშაობთ, წარმატებით თანამშრომლობთ იმ მეგობრებსა თუ კოლეგებთან, რომელბიც იზიარებენ თქვენს სურვილებს, მიზნებსა და იდეალებს. თქვენ, შეგიძლიათ ჯგუფური ძალისხმევის კორდინირება და ადამიანების შთაგონება, საერთო მიზნებისაკენ მიმართული სამუშაოს შესასრულებლად.
„ჯგუფური სპორტი“ განიჭებთ უდიდეს სიამოვნებას, ვინაიდან, თქვენ, შეგიძლიათ, იყო ხელმძღვანელი, ტრენეტი ან ნებმიერი საქმის რეჟისორი და ორგანიზატორი. ასეთი ადამიანები გრძნობენ კოლექტივში ძალების მოზღვავებას და მოქმედების აუცილებლობას, რადგან, ცარიელი სიტყვები მათ არ აკმაყოფილებთ. უარყოფითად არიან განწყობილნი უსაქმურებისა და პარაზიტებისადმი, ხოლო, პლანეტის დაზიანების შემთხვევაში, შედიან მათთან ღია კონფლიქტში, რაც ხდება არეულობის, დაპირისპირებისა და სკანდალის მიზეზი.
მარსის ასეთი მდებარეობის კარმული მისიაა–დაუღალავი მუშაობა მთლიანი კოლექტივის წარმატებისათვის; ჯგუფის ენერგიის გამოყენებითა და მატერიალიზებით, კოლექტივისათვის სარგებლობის მოტანა. ყოველივე ეს ადვილად მიიღწევა პლანეტის ჰარმონიული ასპექტირების შემთხვევაში, ხოლო, დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა, თავი იჩინოს, ჯგუფის მხრიდან, ინდივიდისადმი აგრესიულმა დამოკიდებულებამ, რომელიც, როგორც წესი, მოტივირებული იქნება თვით ამ პიროვნების მხრიდან, კოლექტივის შემადგენლობისადმი ასარწორი ქმედებებითა და ინტერპრეტაციებით.
დაბალი განვითარების შემთხვევაში, ინდივიდმა, შესაძლოა, მიმართოს თავისი ენერგია ჯგუფური მუშაობის შეზღუდვა–შევიწროვებისაკენ ან შეასრულოს ჯგუფის „ჟანდარმის“ ფუნქცია ან აქტიურად მიისაკუთროს ჯგუფური მოღვაწეობის შედეგი, რაც, საბოლოოდ, ხდება კოლექტივთან კონფლიქტის განმაპირობებელი. თუკი, პლანეტა არ არის ძლიერად დაზიანებული, მაშინ, ასეთი ადამიანი გვევლინება კარგ მეგობრად, სანდო თანამშრომლად, რომელსაც შეგიძლია, თამამად მიენდო, რომელიც უსიტყვოდ გაგიწევს დახმარებას საფრთხესა და გაჭირვებაში. იგი მთელი შემართებითა და ენთუზიაზმით დაეხმარება მეგობარს ნებისმიერ საქმეში, განსაკუთრებით, ენეგრობალანსის ნაკლებობისა და განწყობის გაუმჯობესებისას. (თუმცა, მეგობრობისას, მითუმეტეს, საერთო სქესთან მეგობრობისას, ახასიათებთ უხეშობა და ცვალებადობა ან შესაძლოა, რომ ახასიათებდეთ–გრძნობებისა და ურთიერთობის მსგავსი ფრომით გამოვლინება).
უყვართ პროექტების შედგენა, ხოლო, რომანტიკულ ურთიერთობებში უპირატესობას ანიჭებენ აქტიურ პარტნიორებს. პლანეტის დაზიანების შემთხვევაში, არსებობს მოულოდნელი ფეთქებადობისა და აგრესიის პირდაპირ გამოხატვის ალბათობა. საფრთხის სახით თავს იჩენს–ქალის ჰოროსკოპში–შეუთავსებელი, აუტანელი მეუღლე, ხოლო კაცის ჰოროსკოპში– ცუდი ჯანმრთელობა და ცოლის მეორედ მშბიარობასთან დაკავშირებული პრობლემები. (როგორც წესი, არ გამოირჩევიან მრავალშვილიანობით).
ეს არის მტკიცე, კეთილი ხასიათების მქონე ადამიანი, რომელსაც სწამს საყოველთაო მშვიდობისა და მეგობრობის იდეა. ასეთი ადამიანი ბევრს წვალობს საკუთარი მატერიალური და სულიერი მიზნების მისაღწევად. იგი სოციუმის ლიდერი და მოწოდებით პროპაგანდისტია. იგი კონტაქტური და კომუნიკაბელურია, კეთილი და დადებითია, მხიარული, ორიგინალური და მეგობრულია, ამდენად, ადვილად იძენს მეგობრებს და იოლად ამყარებს კავშირს ადამიანებთან, თუმცაღა, ასევე მარტივად კარგავს მათ. მას არც კომუნიკაციის დამყარება უჭირს და არც მისი მყისიერი გაწყვეტა, რაც მისივე ზედმეტად მომთხოვნი ხასიათებიდან და მაღალი ღირებულებებიდან გამომდინარეობს. ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსეა, მაგრამ, ასევე, შეუძლია, იყოს მეტად მყიფე და მგრძნობიარე, რასაც, ხშირად, მიჰყავს ინდივიდი იმედგაცრუებამდე. მთელს თავის ენერგიას დებენ შემოქმედებით აქტიობაში.
თქვენ, აუცილებლად, უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და დაკვირვებულობა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და მათდამი პატივისცემის გამოხატვისას. ნაცნობებთან ურთიერთობა სავსეა გაუგებრობებითა და უთანხმოებებით; მათი სახელი ხშირადაა დაკავშრებული სხვადასხვა სკანდალურ მოვლენასთან. ცოტა ნამდვილი მეგობარი ჰყავთ, თუმცა, სათანადოდ, ხშირად, მათაც ვერ უფრთხილდებიან–(ვერ აქცევენ სათანადო ყურადღებას). წარუმატებლობის მთავარი მიზეზი უკონტროლობა და იმპულსურობაა.პლანეტის დაზიანების შემთხვევაში, არსებობს, უამრავი სირთულეების შექმნისა და ნაცნობების დაკარგვის, ასევე, მატყუარა და მოღალატე მეგობრების არსებობის ალბათობა.
მათი ბედნიერება ცვალებადია, მერყევია, რადგან, ხშირად კარგავენ კეთილგანწყობას, „კეთილ სახელს“. (წარუმატებლად ზრდიან შვილებს). მათი სოციალური ყოფა, ისევე როგორც, პირადი ცხოვრება, ცვალებადი და ექსცენტრიულია და, ამდენად, სავსეა შეცდომებითა და წინაღობებით, უთანხმოებებითა და განშორებებით. მგზნებარე, დაუოკებელმა ვნებამ და შინაგანმა სურვილებმა, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს, დაასუსტოს ჯანმრთელობა. ( წარუმატებელი სასამართლო პროცესების შემთხვევაში, არსებობს, დიდი ფულადი დანაკარგის ალბათობა). ხშირია, ეზოთერიკისა და ასტროლოგიისადმი ინტერესი. ხშირად შორდებიან ახლობლებს, თუმცაღა, ამასთანავე, ხდებიან საყოველთაოდ ცნობილი სახეები.
თქვენ გსურთ, რომ იყოთ საზოგადოებისათვის სასიამოვნო, გრძნობდეთ თქვენს თავს სოციუმის წევრად, მაგრამ, ამავდროულად, გსურთ ლიდერობა. თქვენთვის მიუღებელია შეზღუდვები, რაც, ხანდახან, გადადის უკიდურესობაში და საყოველთაოდ გასაკიცხ–დასაგმობ ამორალურ ყოფაში, ზედმეტ თავისუფლებასა და თავაშვებულობაში, მორალური პრინციპების სრულ უგუვებელყოფასა და უკუგდებაში. სიამაყე უნდა აქციოთ თანამშრომლად.
თქვენ გსიამოვნებთ, ტკბებით იმ აღგზნებითა და გამოწვევებით, რომელსაც სთავაზობენ თქვენს ეგოს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ შესაძლოა, სხვებსაც თქვენსავით უყვარდეს თავისუფლება და ვერ იტანდეს დაწოლას, შეზღუდვებს, მბრძანებლობას, სხვის პრეტენზიულობასა და მომთხოვნელობას. თქვენ არ ხართ სამყაროს ცენტრი, არც მისი ერთპიროვნული მმართველი, არც პირველი და უკანასკნელი ხელმძღვანელი, ასე რომ ნუ ეცდებით, ყველას თავი შეაყვაროთ, აღაფრთოვანოთ, დაიმეგობროთ ან კეთილად განაწყოთ თქვენდამი, ხანდახან, არ არის საჭირო საყოველთაო ჰუმანიზმი და არც თქვენი საყოველთაო გაღმერთების აუცილებლობა არსებობს. დიდია ზღვარი ორიგინალურობასა და ამორალურობას, თავისუფლებას, ინდივიდუალიზმსა და გარყვნილებას შორის.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ