ასტროლოგიური მაღაზია

მარსის ასპექტები

მარსიმარსი ექშენია, ენერგია, აგრესია, რომელიც ხშირად უაზრო დებატებში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა ქმედების ენერგიის გარეშე ის ვერაფერს აღწევს.

მზე მარსის ასპექტები:

როცა მზეს რომელიმე პლანეტა ოპოზიციაში ან კვადრატში ჰყავს, გამოხატავს ხასიათის იმ შტრიხებს, რომელსაც უარვყოფთ და არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ჩვენ ხასიათში ზის. არადა ზის! მარსი სიბრაზე და ენერგიაა, თუმცა მხოლოდ პირდაპირი გზით არ ვლინდება.

ერთ ქალს, მზე მარსის დაძაბული ასპექტით, ჰყავდა მამა, რომელიც ბავშვების თვალწინ სცემდა ცოლს, როდესაც ეს ქალი გაიზარდა მუდამ ხვდებოდნენ ისეთი პარტნიორები, რომლებიც ამცირებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მას. პრობლემა კი მდგომარეობდა იმაში, რომ მან საკუთარ თავში ჩაკეტა ენერგია და ექშენი. მაგრამ არავის ძალუძს პლანეტის ,,მავნე” თავისებურებების მოშორება და მხოლოდ კარგის დატოვება. ეს შენი ბარგია.

მან ბავშვობაშივე ნახა აგრესიის ცუდი მაგალითი და გადაწყვიტა მოძალადე მარსის გზით არ ევლო, ჩაკეტა მარსის ენერგია, პლანეტამ პირდაპირი ფუნქციონირება შეწყვიტა და ირიბი გზით, გარშემომყოფებისგან აგრესიის მიზიდვა დაიწყო. სხვა შემთხვევაში თავად პიროვნება იქნებოდა ადვილად ფეთქებადი.

როგორც არ უნდა ეცადოთ ამ კომბინაციასთან გამკლავება, მისი ენერგია ულევია. შეერთება უფრო ნაკლებად დაძაბულია. შეერთების შემთხვევაში პროექციის მეთოდი იშვიათად ვლინდება – ადამიანი აქტიური, აგრესიული და ვერძული ტიპაჟია. ჰარმონიული ასპექტებისას კი ნაკლები სიფიცხე, მეტი ექშენი და მიზნის იოლად მიღწევის პოტენციალს ვიღებთ.

მთვარესთან მარსის ასპექტები:

თუ დაძაბული ასპექტებია, სულსწრაფ და ბუნტისთავ ადამიანს ვიღებთ, ცხარე კამათების წამოწყება რომ უყვარს, განსაკუთრებით თუკი ქალის რუკაზე ვხვდებით. დედა ცოტა აგრესიული ქალია. მთვარე-მარსიანელი ტიპაჟები ხშირად თვლიან, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. საუბედუროდ, ამ პოლიტიკას ეწევიან მშვიდობიანობის ჟამსაც. ჰარმონიული ასპექტები ექშენის ემოციურ მოთხოვნილებასაც ზრდის. მთვარე უფრო მენტალურად ვლინდება ვიდრე მზე, რადგან გრძნობებს და ინსტიქტებს მართავს, ამიტომ უფრო ცხოველი წარმოსახვას ქმნის მისი მარსთან კავშირი. იოლად ერთვებიან რაიმეს კეთების პროცესში და იოლადვე ართმევენ თავს დავალებებს, რა თქმა უნდა ძლიერი ემოციების მართვას და მისთვის სწორი მიმართულების მიცემას თუ მოახერხებს.

მერკური მარსის ასპექტები:

აძლიერებს ინტელექტს, მაგრამ ცოტა აგრესიულ კომუნიკაციის უნარს, საუბრის მანერას გვაძლევს. მათ უყვართ კამათი და ცხარე დებატების არ ერიდებათ. როგორც მესამე სახლის მარსი, ესეც ის გონებაა, რომ არ ისვენებს არასოდეს, მისი გამორთვა შეუძლებელია. ის პრობლემებს კი არ აანალიზებს, – თავს ესხმის. დაძაბული ასპექტებისას ეს ყველაფერი კიდევ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. მარსის ენერგია დისციპლინას და ფოკუსირებას საჭიროებს, თორემ უაზრო დისკუსიებში გაგეფლანგებათ.

ვენერა მარსის ასპექტებს: სექსუალურობის რეპუტაცია აქვს. თუმცა ყოველთვის ასე არაა. ეს პლანეტები ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათის პლანეტები არიან და ამიტომ შეერთებისას ერთმანეთის გაბათილებაში კარგავენ თავს. მათი დაძაბული კოალიცია რომანებისთვის პირდაპირ კოშმარია. თქვენ რომ ალთას ხართ, თქვენი პარტნიორი ბალთასაა. თქვენ რომ გეპრიანებათ, იმას არ ეპრიანებით და პირიქით. დამთხვევა პირდაპირ სასწაულია. ერთი აგრესიაა, მეორე შარმი. კვადრატისას ან ოპოზიციისას ვერ იგებთ რომლის ჭკუაზე გაიაროთ კონკრეტულ შემთხვევაში. თქვენი ენერგია (მარსი) შემოქმედებითად, ხელოვნებაში ან სიამოვნების და ჟინის დაკმაყოფილებაში იხარჯება (ვენერა), ან კიდევ პირიქით, ვენერას შარმს შეიძლება იყენებდეთ ომში. მაგალითად, ჰიტლერს ჰქონდა შეერთება და მშვენივრად მოახერხა მთელი ნაციის მოხიბვლა, ვიდრე შინაგანი დემონები ნიღაბს მოიგლეჯდნენ. ეს კავშირი პოპულარობას ზრდის ხალხში, თუნდაც სხვა დანარჩენი ასპექტები რუკაზე პრობლემებზე მიუთითებდეს.

ურანის მარსთან ასპექტებისას: სახიფათო შემთხვევებისკენ მიდრეკილებაა, რადგან რისკიანობას გვაძლევს (განსაკუთრებით დაძაბული ასპექტებისას). ურანი ხომ მოულოდნელობებისა და ცვლილებების პლანეტაა. თუკი სხვა ასპექტები არ ანეიტრალებენ რევოლუციონერს და ბუნტისთავს ვიღებთ. სულსწრაფ, ფხუკიან ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის მოთოკვა უჭირს. შეერთება, კვადრატი ან ოპოზიცია ნერვულ დაძაბულობაზე მიუთითებს. ერთადერთი გამოსავალი ამ ენერგიისთვის სწორი მიმართულების მიცემაა. ბრძოლის დროს ისეთი მოულოდნელი ფოკუსების ჩატარება შეუძლიათ თავგზას ურევენ ოპონენტებს, რამაც თანაბრად შეიძლება მიიყვანონ როგორც გამარჯვებამდე, ასევე სრულ ფიასკომდე. ჰარმონიული ასპექტების შემთხვეაში ეს ყველაფერი ცოტათი შემცირებულია, მაგრამ მაინც, ნებისმიერი ასპექტი მარსსა და ურანს შორის ადამიანს ხდის მოუთმენელს, მამაცს გამბედავს და მექანიზმებისა და უმაღლესი ტექნოლოიების სიყვარულს უღვიძებს.

პლუტონი მარსის ასპექტები:

დაძაბული ასპექტების მქონე ადამიანები ნახევრად არასოდეს იბრძვიან. ეს დაახლოებით მორიელი მარსის ხასიათს გვაძლევს. ცეცხლსაშიშია!. ნებისმიერ ბრძოლაში მათი დევიზია: გამარჯვება ნებისმიერ ფასად!. წარმატებას მიაღწევენ ნებისმიერ პროფესიაში, რომელიც დაკავშირებული იქნება განადგურებასთან და ნგრევასთან. ტემპერამენტი – ვულკანი! მათ შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ თავისივე აშენებული და ახლის შენება დაიწყონ. ჰარმონიული ასპექტებისას კი ეს ძალაა! დიდი ძალა წნეხის გარეშე.

ნეპტუნისა და მარსის ასპექტები:

მათი ასპექტი ზრდის ქარიზმას. ნაპოლეონს მაგალითად შეერთება ჰქონდა. ასევე ბილ კლინტონს. ადამიანები მათ ემორჩილებიან და რატომ თავადაც ვერ აცნობიერებენ. კვადრატი და ოპოზიცია ქმნის ტენდენციას ხშირად გადაუხვიონ ერთი მიმართულებიდან მეორეზე და სხვა რელსებზე გადადგნენ. როგორც ზღვის მიმოქცევა, ნეპტუნი იქეთ წაგიღებთ, საითაც მას სურს.

სატურნის ასპექტები მარსთან;

ეს დაახლოებით მარსი თხის რქას მდგომარეობაა. ჰარმონიული ასპექტების მქონე ადამიანი ნაბიჯ- ნაბიჯ აუჩქარებლად მიიწევს მიზნისკენ, რაც საშუალებას აძლევს იაროს კიდევ კარგა ხანს მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენი ღონეგამოცლილი გდია მიწაზე. ის საათობით ვარჯიშობს, წაქცევამდე შრომობს, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს. დაძაბული ასპექტებიც აკეთებენ ამას, მაგრამ ცოტა პრობლემები აქვთ. მარსი გაზს აჭერს, სატურნი მუხრუჭს, ავტომობილი წვალობს. მიდიხართ ჯაყჯაყით და ყოველ წუთს ჩერდებით იმის გადასამოწმებლად, რომ ყველაფერი რიგზეა. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ თუ არ გაჩერდებით და გადაამოწმებთ, შეიძლება მართლა ნაწილ-ნაწილ დაიშალოთ. თქვენ ვერასოდეს მოახერხებთ მოიჭრათ უკან დასახევი ყველა გზა, როცა სატურნი მარსის დაძაბული ასპექტები გაქვთ, იმიტომ რომ არასოდეს იცით როდის მოგიწევთ უკან დახევა. ქალები ამ ასპექტით სასტიკ კაცებს იზიდავენ.

იუპიტერის მარსთან  ასპექტი:

თუ დაძაბული ასპექტებია ძლიერი მიდრეკილებაა მოუთმენლობისა და სიფიცხისკენ. ფრთხილად იყავით. მარსი ენერგიაა, იუპიტერი ექსპანსია და ოპტიმიზმი. ამ ორის კოალიცია უზარმაზარი ენერგიაა, დრაივი, თითქმის უგნურებამდე მისული. აუცილებელია მისი კონტროლის სწავლა და თუ ეს მოახერხეთ, ბევრს მიაღწევთ, მაგრამ თუ ვერა, მაშინ ამ უზარმაზარ ენერგიას გაფლანგავთ ერთი-მეორეზე სულელურ საქმიანობებში.

 ასცედენტთან მარსის ასპექტები :

შეერთება ვერძის ხასიათს გვაძლევს. აქტიურს, აგრესიულს სულ მოძრაობაში მყოფს. ოპოზიცია ამ ხასიათის თავისებურებების პარტნიორს იზიდავს. ზოგადად დაძაბული ასპექტები პარტნიორთან დაძაბულ ურთიერთობაზე, კონფლიქტებზე მიუთითებს. განსაკუთრებით კვადრატი, ეს კამათი კი არა უკვე ჩხუბია. საზოგადოებაში არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თუკი კვადრატია აუცილებელია ზედმეტი აგრესიისგან თავის შეკავება. მთელ დროს და ენერგიას გაუთავებელ კონფლიქტებში კარგავთ.სექსტილი და ტრინი დაჟინებას გვაძლევს, აგრესიის გარეშე. ენერგია უფრო რბილია და საქმეც ომის გარეშე კეთდება.

ზენიტთან მარსის ასპექტები : ვლინდება ცოტა აგრესიულ, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პროფესიებში, როგორებიცაა სამხედრო სამსახური, სპორტი, მაგრამ მარსი არ არის ზედმეტად პრეტენზიული ამ მხრივ, ნებისმიერ პროფესიას მოერგება, თუკი ეს სამსახური ენერგიის დახარჯვის საშუალებას მისცემს. დაძაბული ასპექტები ასევე მიუთითებს ბოსთან დაძაბულ ურთიერთობაზე, ან ავტორიტეტულ ფიგურებთან ზოგადად. ჰარმონიული ასპექტები კარიერის კეთების ენერგიას გვაძლევს ზედმეტი ფორიაქის გარეშე.

 

 

მოამზადა დოჩი გოგომ

ავტორი

მსგავსი ფოსტები