მან ორიათას ხუთასზე მეტი ბავშვი გადაარჩინა…
ამ ბებიას 2500-ზე მეტი ბავშვი ჰყავს გადარჩენილი. მას ირენ სანდლერი ჰქვია…
პოლონეთის იატაკქვეშა მოძრაობის წევრი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც მედდა, ვარშავის გეტოში შედიოდა. ამ უფლების მოპოვებაში გერმანულმა წარმომავლობამ შეუწყო ხელი. ირენ სანდლერს ჩანთით და მანქანით გეტოდან ბავშვები გამოჰყავდა – ჩვილები, მოზრდილები.
ჰყავდა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომელსაც ჭიშკარში შესვლა-გამოსვლის დროს აყეფებდა. ერთი, რომ გუშაგები მანქანას ”ავი” ძაღლის გამო აღარ ეკარებოდნენ და მეორეც, ყეფა ფარავდა ბავშვების ხმას.
ასე გამოიყვანა გეტოდან 2500 ბავშვზე მეტი. ბავშვებს პოლონელი ოჯახები მალავდნენ.
მაინც გაუგეს, დაიჭირეს და ისე აწამეს, ხელ-ფეხი დაემტვრა. გადარჩა და ისევ გააგრძელა იატაკქვეშა საქმიანობა.
ირენ სანდლერი ბავშვების მონაცემებს მეგობრის ბაღში, ვაშლის ხის ძირას, მიწაში მინის ქილით რგავდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ მშობლებს და შვილებს ერთმანეთის პოვნა შეძლებოდათ.
ომის შემდეგ ამ მონაცემებით მართლაც მოძებნეს გაზის კამერებს გადარჩენილი მშობლები. ობლების ნაწილი პოლონელებმა იშვილეს, ნაწილი ებრაელთა ბავშვთა სახლებში გადაიყვანეს. პოლონეთის კომ.პარტიამ კი ირენ სანდლერის მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
1949 წელს, მორიგი დაკითხვების დროს, იგი ფეხმძიმედ იყო. ბიჭუნა ნაადრევად დაიბადა და თერთმეტ დღეში გარდაიცვალა.
ირენ სანდლერს აკრძალული ჰქონდა ქვეყნიდან გასვლაც, მიზეზი: ქვეყნის მთავრობასთან პოლიტიკური შეუთავსებლობა. მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის შეცვლის შემდეგ შეძლო ისრაელში ჩასვლა, საიდანაც გამუდმებით მოსდიოდა მოწვევა.
გარდაიცვალა 2008 წელს, 98 წლის ასაკში, ვარშავაში, თავის ერთოთახიან ბინაში.
2007 წელს პოლონეთმა და ისრაელმა ირენ სანდლერი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
მადლობა ირენ სანდლერს, რომელმაც ერთმა შეძლო ის, რასაც ათასები ვერ გავაკეთებდით…
მასალა მოძიებულია ინტერნეტში. მადლობას ვუხდით ადამიანს, რომელმაც ტექსტი მოამზადა და საშუალება მოგვცა ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა ამ საოცარი ადამიანის სახელის უკვდავყოფაში <3