ასტროლოგიური მაღაზია

მამალი – ზოგადი დახასიათება

მამალივიეტნამელები ხშირად მამალს “წიწილას” ეძახიან, რაც მას ძალიან არ მოსწონს, ვინაიდან ეს მეოცნებე ტიპი საკუთარ თავს ძალზედ სერიოზულად აღიქვამს.
მამლის წელიწადში დაბადებული ადამიანები ხშირად საკუთარ აზრს უხეშად და მოურიდებლად გამოხატავენ. ეს შესაძლებელია კონფლიქტითაც დასრულებულიყო, მაგრამ როგორც წესი, ამ უხეშობას ოპონენტები მისი გულწრფელობით ამართლებენ, რაშიც, ნამდვილად არ ცდებიან. მამალი მართლაც იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, მაგრამ ეს გულღიაობის კი არა, მისი ეგოცენტრულობის გამო ხდება.მამალი საერთოდ გულგრილია სხვების მიმართ და ვერ ხვდება, რა არის ამაში დასაძრახი. სწორედ ეს თვისება არ აძლევს მას კარგი დიპლომატის კარიერის გაკეთების საშუალებას.
რაც შეეხება ექსცენტრულობას, ეს უბრალოდ ნიღაბია.
მართალია მამალს უყვარს, როდესაც მას ამჩნევენ და ყურადღებას აქცევენ, მაგრამ სინამდვილეში მამლის წელიწადში დაბადებული ადამიანი კონსერვატორია, მით უფრო პოლიტიკურ შეხედულებებში.

ეს ნიშანი ფიქრობს, რომ ყოველთვის მართალია და იცის, რას აკეთებს. გიჟდება რჩევების მიცემაზე.

მამალი თავგადასავლების მოყვარულად ითვლება. უყვარს ოცნება, გააზრება. თავის წარმოსახვებში საკუთარი თავი გმირად წარმოუდგენია. ის, უბრალოდ – ფილოსოფოსია.

ეს ნიშანი არ მიეკუთვნება მორიდებულ ადამიანთა რიცხვს, პირიქით, საკმაოდ მამაცი და შეუპოვარია და თუ საჭირო გახდა ისეთი მამაცობის გამოჩენა შეუძლია, რომ მზადაა საკუთარი თავის გასაწირად და ამას – ღიმილიანი სახით გააკეთებს, ამიტომ მისგან საუკეთესო მებრძოლი დგება.

მამალი ადამიანებში ინტერესს იწვევს. ძალიან ნათელი პიროვნებაა. თუმცა უფრო მიმზიდველია საზოგადოებაში, სოციალურ ურთიერთობებში, ვიდრე ინტიმურში.

ძალიან შრომისმოყვარეა, ყოველთვის ცდილობს გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე შეუძლია და როდესაც რამე არ გამოსდის, საოცრად იმედგაცრუებული რჩება. ტრაბახაა. ჰპირდება უფრო მეტს, ვიდრე შეუძლია გააკეთოს.

მისი ცხოვრებისეული სიტუაციები აიძულებენ მას იყოს აქტიური, რადგან ფული, “ნისკარტში”, თავისით არ ჩაუვარდება.

მამალი ვალდებულია იყოს შრომისმოყვარე თუ სურს, რომ უზრუნველყოს თავისი ცხოვრება და თუკი კარგად შერჩეული მოქმედების სფერო აქვს, შეუძლია მდიდარიც კი გახდეს. ვიეტნამელები ამბობენ: ,,რადგანაც მამალს ნისკარტითა და დეზებით ქექვა უხდება, თავისი საკბილოს ,,მოქექვა,, უდაბნოშიც კი შეუძლიაო,, მაგრამ თუკი მამალი თავის ოცნებებსა და სიზარმაცეს აყვება, შესაძლოა მხოლოდ ერთ – ერთი მოხეტიალე ფილოსოფოსის ბედი გაიზიაროს.

ის წარმატებული იქნება სოფლის მეურნეობის საქმიანობებში და ისეთ სფეროებში, სადაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ექნება, მაგრამ ვინაიდან მამალი მფლანგველობით გამოირჩევა, უმოკლეს ხანში ყველაფრის განიავება შეუძლია. ამ ნიშანს უყვარს გარისკვა ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში, ფინანსურ სფეროში, რის გამოც ბანკროტობის საშიშროებაა. მისგან არასდროს დადგება კარგი ეკონომისტი.

მამალს სიყვარულშიც პრობლემები შეიძლება შეექმნას, ვინაიდან ძალიან ხშირად იმედს უცრუებს პარტნიორს, უჭირს პარტნიორის შენარჩუნება. მამაკაც მამალს ძალიან უყვარს ქალების კომპანიაში ყოფნა, – რომელთა შორის ,,ფრთებს შლის,, და მართლაც რომ ერთადერთი, ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი ,,მამალი ხდება მთელს საქათმეში,, თუმცა ამაზე შორს მაინც არ მიდის. ისევე როგორც ბუნებაში – სხვა მამლები, ანუ მეგობარი მამაკაცები, თავს აბეზრებენ მას, რომელთაგანაც თავის დაძვრენას მტელი ცხოვრება ცდილობს.
სხვათაშორის, მამლის ნიშნის წარმომადგენელ ქალებსაც კი ქალების გარემოცვაში უყვართ ყოფნა.

მამალი ბედნიერი იქნება ერთგულ და კონსერვატორ ხართან. მას შეუძლია გველთანაც წარმატებით ,,იფილოსოფოსოს,,. ის სრულიად ბედნიერი და კმაყოფილი იქნება დრაკონთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მამალი ქალია, დრაკონი კი – კაცი. მამალი უნდა ერიდოს კატას – ეს შეუფერებელი წყვილია!.

მამლის ცხოვრების სამივე ფაზა სავსე იქნება დაცემებითა და აღზევებებით, ის გაივლის გზას სიღარიბიდან სიმდიდრემდე და პირიქით, იდეალური სიყვარულიდან – სიყვარულის ყველაზე ცუდ გამოვლინებებამდე. თუმცა სიბერე – აუცილებლად ბედნიერი ექნება.

მოამზადა მერი გოგებაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი