მამაკაცებზე უკეთ რა გამოსდით ქალიბს?
უფრო კომუნიკაბელური
გამოთვლილია, რომ ქალი ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 23 000 სიტყვას ამბობს. რაც შეეხებათ მამაკაცებს, ისინი მხოლოდ 1 200 სიტყვას “ხარჯავენ”. ამიტომ, თუ თქვენს კულინარიულ “შედევრს” უკომენტაროდ დატოვებს, არ გაგიკვირდეთ.
უფრო მოხერხებული
დაავალეთ ნებისმიერ მამაკაცს, ჩემოდანში 15 კაბისა და ამდენივე წყვილი ფეხსაცმლის ჩალაგება და დარწმუნდებით, რომ ამ მხრივაც სუსტი სქესისკენაა უპირატესობა.
უფრო მეგობრული
როგორც ირკვევა, კაცების სამეგობრო, ქალბატონების მეგობრების წრესთან შედარებით, აშკარად მცირეა. თანაც, თურმე მამაკაცები იშვიათად იჩენენ ახალ მეგობრებს.
უფრო მობილიზებული
ქალბატონებს შეუძლიათ, ერთდროულად მოამზადონ სადილი, დაეხმარონ ბავშვს გაკვეთილების მომზადებაში, იფიქრონ სამომავლო გეგმებზე და პარალელურად – ტელეფონზე ისაუბრონ. ეს ყველაფერი ქალისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ კაცებისთვის – წარმოუდგენელი. რა გამოსდით ქალებს მამაკაცზე უკეთ?
“ხუთოსნები”
მამაკაცები ქალების ლოგიკას ხშირად დასცინიან. არადა, სულ ტყუილად. როგორც ამბობენ, ქალები უფრო განათლებულები არიან და სკოლაშიც უკეთ სწავლობენ.
საუკეთესო მძღოლები
ქალებს არ უყვართ რისკი და საჭესთან ძალიან მოწესრიგებულები არიან. სტატისტიკის მიხედვით, ავარიების 77% სწორედ მამაკაცების “დამსახურებაა”.
საუკეთესო მოთამაშე
თურმე, მსოფლიოს მასშტაბით, საფონდო ბირჟებზე ქალების მოგების წილი 18%-ით მეტია მამაკაცების შემოსავალთან შედარებით.
უფრო ინიციატივიანი
სულ ტყუილად გვგონია, რომ მამაკაცი ვალდებულია, კრიტიკულ სიტუაციაში პირველმა დაიწყოს საუბარი. ამის გაკეთება მათ ძალიან უჭირთ.
ქალი და ჰალსტუხი
მართალია, ჰალსტუხი ყოველთვის ნამდვილი ჯენტლმენის გარდერობის ნაწილია, მაგრამ მისი განასკვა ქალებს უკეთ გამოსდით. რაც მთავარია, კაცები არ აპროტესტებენ და სიხარულით თმობენ ამ საქმეს.
მოამზადა თამთა გელაშვილმა