ასტროლოგიური მაღაზია

მაიმუნი – ზოგადი დახასიათება

მაიმუნიმაიმუნის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს ყველაზე გაუწონასწორებელი ხასიათი აქვთ. მაიმუნი ხშირად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, მას აქვს იუმორი, თუმცა საკმაოდ ეშმაკი და ცბიერია. ის კომუნიკაბელურია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უგებს ყველა ნიშნის წარმომადგენელს. თუმცა ეს შთაბეჭდილება მცდარია.
მაიმუნი საკმაოდ მერკანტილურია. არის კარგი მოთამაშე, კეთილი, ზოგჯერ დამთმობიც. ის მალავს თავის წარმოდგენებს სხვებზე, თავისივე მკვეთრად გამოხატული თავაზიანობითა და კეთილგანწყობილებით. სინამდვილეში, ის თავისზე მდაბლად თვლის ყველა სხვა ნიშნის წარმომადგენელს.მაიმუნი-ინტელექტუალია. მას აქვს დიდი სწრაფვა სწავლისკენ. ბევრს კითხულობს, იცის უამრავი რამ და ყოველთვის კურსშია მსოფლიოში განვითარებული მოვლენების. ის კარგად განათლებულია და აქვს ფანტასტიური მეხსიერება, რაც აძლევს საშუალებას უმცირეს დეტალებამდე გაიხსენოს წაკითხული, გაგონილი თუ დანახული. თუმცა მისთვის მეხსიერება აუცილებელია, ვინაიდან ყველაფერი მოუწესრიგებელი აქვს. აქვს გამომგონებლის ნიჭი და საოცარი სისწრაფით შეუძლია ურთულესი პრობლემების გადაჭრა. თუმცა, თუ თავისი საქმიანობის განხორციელებას უცბადვე არ იწყებს, შეუძლია მალევე მიატოვოს.მაიმუნს უამრავი აზრი და მოხერხების უნარი აქვს საიმისოდ, რომ დასცინოს ადამიანებს. შეუძლია გაასულელოს თვით დრაკონის ნიშანიც კი, რომლიც ყველაზე ძლიერ, ამტან და მოხერხებულ ნიშნად ითვლება.
მაიმუნი არ ემორჩილება ვეფხვის მაგნეტიზმს, რომელსაც ასევე დასცინის. როგორც ძალიან მოხერხებულ და ცბიერ ნიშანს, მაიმუნს შეუძლია გამოძვრეს ყველაზე რთული სიტუაციებიდანაც კი. ის დამოუკიდებელი და ბუნებით ინდივიდუალისტია. მისი იძულება ან შთაგონება, შეუძლებელია. ის თავად ირჩევს გზას. არ იყოყმანებს თუკი საჭიროა იყოს არაკეთილსინდისიერი. მას შეუძლია არაკეთლისინდისიერი საქციელის ჩადენა, თუ დარწმუნებული იქნება, რომ ამისთვის არ დაისჯება. ზოგიერთი მაიმუნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ასეთ მოქნილ აზროვნებას ქურდობამდე მიჰყავს. თუმცა, ყველა ასეთი ნამდვილად არაა, არც ყველა ამ ნიშნის ადამიანია მატყუარა. რაც უნდა მოხდეს, ნუ გაუწყრებით მას ძალიან, ის ხომ ძალიან მომხიბვლელია და კარგად ფლობს ადამიანის გულის მოგების ხელოვნებას.

მაიმუნი კარიერისტია. ამისთვის მას ყველანაირი საფუძველი და შანსი აქვს, მიუხედავად მისი უარყოფითი მხარეებისა, სხვა ნიშნები მასთან სიახლოვეს ეძებენ.

ის მოხერხებულობას იჩენს ფართომასშტაბიან წინააღმდეგობების დროს, ეშმაკია ფინანსური ოპერაციების ჩატარებისას, საუკეთესო თანაშრომელია ყველა სფეროში, სადაც საჭიროა აზროვნება. მას შეუძლია წარმატებისს მიღწევა ყველა სფეროში: პოლიტიკა, დიპლომატია, კომერცია. შეუძლია თავის თავზე აიღოს ნებისმიერი საქმე, მითუმეტეს, თუ უმაღლესი განათლება აქვს. შეუძლია პოპულარობის მოპოვება, თუკი მოძებნის თავის მოწოდებას, უბრალოდ უნდა მოერიდოს სიტყვიერ ამოფრქვევებს, რომელთაც შეუძლიათ სხვა ადამიანების დათრგუნვა. უმნიშვნელო ფინანსური პრობლმების გარდა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, ძირითადად, ყველაფერი კარგად აქვთ.

სიყვარულში მაიმუნს უჭირს ბედნიერების მოპოვება, მისთვის ქალისა და კაცის ურთიერთობა მომაბეზრებელი ხდება. გრძნობებს აყოლილი ადვილად პოულობს თავის გატაცებას, თუმცა,მალევე ბეზრდება და იწყებს ახალი სიყვარულის ძებნას. თუმცა ეს ძიებაც უშედეგოა.

თხის წელიწადში დაბადებულ ადამიანებსა და მაიმუნის ნიშნის ურთიერთობა ხშირად, არასტაბილურობით გამოირჩევა. მიუხედავად დიდი ვნებისა, თხის ნიშნის ადამიანთა კრიტიკული და პრაქტიკული ჭკუა მალევე იწვევს მაიმუნის ,,გაგრილებას,,, თუმცა თანდაყოლილი იუმორი იცავს მას სასოწარკვეთისგან. უფრო მეტიც, მას შეუძლია იცინოს საკუთარ პრობლემებზეც კი და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.

მაიმუნს შეუძლია კარგი ურთიერთობა ჰქონდეს დრაკონთან, რომელსაც თავის თავს, ეშმაკობასა და ცბიერებას უზიარებს, თუმცა შეეცდება დრაკონის ძლევამოსილების გამოყენებას. ამ ნიშნებს ასევე შეუძლიათ იყვნენ საქმიანი პარტნიორები, თუმცა მაიმუნი ყოველთვის ეცდება, დრაკონისთვის ,,რაიმეს,, მოწყობას.

მაიმუნს შეუძლია კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ვირთხებთან, რომლებსაც აჯადოვებს. ვირთხა აპატიებს მაიმუნს ყველაფერს და მთელი ცხოვრება უანგაროდ ეყვარება, თუნდაც მაიმუნი არ პასუხობდეს მას საპასუხო გრძნობით.

მართალია, მაიმუნი დასცინის ვეფხვს, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, მორიდებოდა მას, რადგან მათ ნებისმიერ ალიანსს შედეგად დაძაბულობა და ემოციების ამოფრქვევა მოყვება, ხოლო მაიმუნს საშიშროება ელოდება იყოს შეჭმული ვეფხვის მიერ.

ვინც არ უნდა იყოს მაიმუნის ნიშნის კომპანიონი, მას ბევრი შვილის ყოლის სურვილი აქვს .

მაიმუნის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა ცხოვრების პირველი ნაწილი იქნება ბედნიერი, მეორე ნაწილი – ბობოქარი და მისი გეგმები ხშირად ჩაიშლება, მესამე ნაწილი კი – მშვიდი, თუმცა მათ, თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე, სიბერეში მარტოობა ემუქრებათ.

მოამზადა მერი გოგებაშვილმა

ავტორი

Comments

  1. მე ვეფხვი ვარ. ჩემი და მაიმუნი. და ვაი! ეს დიდი თავსატეხია.