ლომი – 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ლომი
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ზოდიაქოს ნიშნების ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ზოგადი მიმოხილვა
2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი პროდუქტიულია თქვენი ამბიციების გამართლებისა და დაკმაყოფილების მხრივ. მზად იყავით რადიკალური ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის. მოგიწევთ სერიოზული გადაყვეტილების მიღება პროფესიულ და პირად ცხოვრებაშიც. მაგრამ გექნებათ საკმარისი დრო ყველაფრის დასაგეგმად და გასათვლელად. იყავით ფრთხილი მიზნის დასახვაში, დარწმუდით, რომ ის ნამდვილად მისაღებია. 2014 განვითარების ყველა შესძლებლობას მოგცემთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული რას როგორ გამოიყენებთ.
კარიერა
შესაძლებელია ბევრი მოწინააღმდეგე გყავდეთ საქმიან სფეროში. არიან ადამიანები, ვისაც არ სიამოვნებთ თქვენი წარმატება და მიღწევები, თუმცა, იქონიეთ მოთმინება, და ნუ დაკარგავთ სიმაღლეს. მარტივად შეგიძლიათ ყველასთვის ადგილის მიჩენა. აგრძნობინეთ მტრებს რომ მათი დონის არ ხართ და მალევე მოგშორდებიან. თქვენ თქვენი სწორი გზით იარეთ, არავის ავნოთ წარმატებისკენ სვლაში და მოწინააღმდეგეებს სამყარო თავისით ჩამოგაშორებთ.
სიყვარული
წელს თქვენი სასიყვარულო სფერო განსაკუთრებით აქტიური იქნება. კიდევ უფრო ძლიერად იგრძნობთ სითბოს და სიყვარულის გაცემისა და მიღების სურვილს. ყურადღება არ მოაკლოთ პარტნიორს, ხშირად აგრძნობინეთ, რომ ერთმანეთისთვის ხართ… ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და გახსოვდეთ, ხშირად თქვენი მეფური თვისებები მხოლოდ აფრთხობს ადამიანებს…
ფინანსები
2014 წელს ხარჯის კონტროლი გმართებთ. კარგად დაგეგმეთ გასავალი და დაგისტაბილურდებათ შემოსავალი. შეიძინეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები და შეეცადეთ მიეჩვიოთ მოკრძალებულად ხარჯვას. ძვირადღირებული ნივთების ყიდვა შედარებით იაფადაც შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით, სადაც ფასი სულაც არ არეგულირებს ხარისხსს.
ჯანმრთელობა
კარგი იქნება, თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე იზრუნებთ, დაარეგულირებთ კვების რაციონს და შეარჩევთ შესაბამის დიეტას. ივარჯიშეთ, დაწვით კალორიები და მოდით ფორმაში. რაციონში ხორცის შეზღუდვა გაგიჭირდებათ, მაგრამ შეგიძლიათ მოამზადოთ კონკრეტული რეცეპტების მიხედვით, ისე რომ შემწვარი და ცხიმიანი საკვები არ მიიღოთ.
სულიერ სიმშვიდეს, და ფიზიკურ ჯანმრთელობას გისურვებთ.ბედნიერების, ხვავის, ბარაქის, წარმატებისა და სიყვარულის წელი გქონოდეთ! ყველა სიკეთის მომტანი სურვილი აგსრულებოდეთ, გეკეთებინოთ სიკეთე და არ მოგკლებოდეთ სამყაროს მხარდაჭერა!
პირადი ჰოროსკოპის შესადგენად გამოაგზავნეთ მონაცემები (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების ადგილი, თარიღი, ზუსტი ან სავარაუდო დრო) ელ. მისამართზე piradihoroskopi@astrologia.ge
ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს და დაგინიშნავთ პირად ვიზიტს, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდება. შეხვედრის დასასრულს, გადმოგცემთ პირადი რუკის ინტერპეტაციის ბეჭდურ ვერსიასაც.
როგორც ჩვენი ჟურნალის მკითხველს, 50 %იანი საახალწლო ფასდათმობით მოგემსახურებით.
ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ!
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, Facebookის საშუალებით
ჩვენი მასალების სხვა საშუალებებით გავრცელება აკრძალულია!
თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: 593 219 621 უკან
6 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
mixaria rom aseti bednieri weli modis chemtvis lomistvis 🙂
mec mixariaaaa
aha 🙂
me ukve beberi lomi var da arc ki vici am kvelafridan, xandazmuli lomebistvis ufro sakuradgebo ra aris.? )))))
<3
dzalianmxaria mecc