ასტროლოგიური მაღაზია

ლომი – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი

ლომი_20132013 წელს, ლომებს მიეცემათ უამრავი შესაძლებლობა მიაღწიონ დასახულ მიზნებს. მათი ემოციური მდგომარეობა გაძლიერდება და ენერგია საგრძნობლად მოიმატებს.

წელს შეძლებენ მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინონ საქმეზე და მთელი არსებით ჩაერთონ კარიერულ ზრდაში.

ყურადღებას ნუ მიაქცევთ შურიან და ცუდისმსურველ ადამიანებს. თქვენ გახდებით დასაყრდენი სხვებისთვის და შეძლებთ მხარი დაუჭიროთ ირგვლივმყოფებს თქვენი შესაძლებლობებით.

როგორ ამბავშიც არ უნდა გაეხვეთ დიდი შანსია, რომ ყველაფერი თქვენდასასიკეთოდ დასრულდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მამაცი და მტკიცე ადამიანი ბრძანდებით გადაწყვეტილებების მიღებისას მაინც ნუ იჩქარებთ.
თამამად წამოაყენეთ ახალი იდეები და მისდიეთ მათ განხორციელებას. ეს წელი 2012 სგან რადიკალურად სასიკეთოდ განსხვავებული იქნება თქვენთვის.

გველის წელიწადი ხელს შეგიწყობთ ახალი ნაცნობების გაჩენაში და დაგეხმარებათ თითოეულ მათგანთან სწორი ურთიერთობის აწყობაში. ზედმეტად ნურავის ენდობით მაგრამ არც უნდობლობა გამოიჩინოთ. ადამიანებმა არ უნდა იგრძნონ, რომ არ ენდობით.

გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდი სავსე იქნება სხვა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში.

ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილი მივლინებები და დასვენების დღეები შესაძლებელია ახალი საჭირო კონტაქტების დამყარებისთვის გამოიყენოთ.

წლის მიმდინარეობისას წარმოშობილი ახალი საქმიანი იდეების განხორციელებას განსაკუთრებული აქტივობით მოსალოდნელია რომ შემოდგომიდან შეუდგეთ.

შესაძლებელია გარკვეულ წარუმატებლობას წააწყდეთ პირად ურთიერთობებში. ზოგიერთ თქვენგანს მოგბეზრდებათ არსებული პარტნიორები და გექნებათ ვნების განახლების სურვილი. ყველაფერი შესაძლებელია თავადვე გადაჭრათ, ურთიერთობის დანგრევის გარეშე. უბრალოდ დაფიქრდით რამდენად გიღირთ არსებული ურთიერთობის გაგრძელება და მერე ჩვეული რომანტიული საშუალებებით შეინარჩუნეთ თქვენი პარტნიორი. გახსოვდეთ, ყოველ ადამიანს სამყარო ჩვენივე სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გასაზრდელად გვაძლევს. არავის მოექცეთ დაუფიქრებლად და არ ატკინოთ გული, განსაკუთრებით მათ, ვისაც უყვარხართ…

წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში !: )

ავტორი

მსგავსი ფოსტები