ლომი – 2013 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
2013 წლის სასიყვარულო პროგნოზი ლომებს პირადი ურთიერთობებისგან მიღებულ წარმატებას ჰპირდება…
ბევრი ლომი, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ აფასებს სამყაროსგან მინიჭებულ ბედნიერებას და ახლანდელი პარტნიორის ყოლას “ჩვეულ ამბად მიიჩნევს”. ავიწყდება სიახლის, სიხარულის შეტანა ურთიერთობაში და ამით მხოლოდ პარტნიორის უხასიათობას და უკმაყოფილებას იწვევს.
კარგი იქნება, თუ წლის დასაწყისშივე გააანალიზებთ თქვენი ნახევრის ყველა დადებით მხარეს და შესაბამისად დააფასებთ მას. გახსოვდეთ, ქალსაც და კაცსაც აბედნიერებს ყველაფერი რასაც მთელი გულით, სიყვარულით გაუკეთებთ გასახარებლად. და რაც უფრო დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ მით უფრო უნდა ძლიერდებოდეს ეს სიხარულის მინიჭების სურვილი და მიღებული დადებითი ემოციების განცდა.
ოჯახურ ურთიერთობებში ზოგჯერ საინტერესოა ეჭვიანობის მომენტიც… თუნდაც უსაბაბო ეჭვიანობას ხშირად ურთიერთობის განახლება და ახალ ეტაპზე გადაყვანა შეუძლია. ერთი გახსოვდეთ, გრძნობებს ზედმეტად ნურასოდეს აჰყვებით და ნურც მესამე ადამიანს ჩართავთ თქვენს ურთიერთობებში, დასალაგებლად. სხვა ყველაფერი მოგვარებადია. მოსალოდნელია რომ წლის მეორე ნახევარში უბრალოდ უმიზეზო ეჭვმა შეგიპყროთ რაც პარტნიორის თვალში კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თქვენს წრფელ გრძნობებს და სიყვარულს მისდამი.
ლომები, რომლებმაც ვერაფრით მოახერხეს საკუთარი ბედნიერების პოვნა ოჯახში წელს დაშორებაზე დაფიქრდებიან. გაითვალისწინეთ, საჩქარო არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის სრული თავისუფლება ამ ეტაპზე შესაძლებელია უკეთესიც კი იყოს, მაინც შეიკავეთ თავი დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან და ყურადღებით მოეპყარით თქვენს აწმყოს და მომავალს. განსაკუთრებით დაფიქრდით თუ ოჯახში პატარები გყავთ…
ერიდეთ ცდუნებას და ღალატს. Gველის წელი ტყუილს და უსამართლობას არავის აპატიებს. იყავით მაქსიმალურად პირდაპირი და გახსნილი პარტნიორთან ურთიერთობაში. თუ მიგაჩნიათ რომ თქვენი კავშირი ჩიხში შევიდა დაისახეთ რამე გეგმა, რომელსაც ერთად განახორციელებთ და ხვალიდანვე შეუდექით მასზე მუშაობას.
მაგალითად, გააკეთეთ ბავშვებისთვის ახალი ოთახი, ან გადადით ახალ სახლში საცხოვრებლად, წამოიწყეთ ერთობლივი ბიზნესი, წადით სამოგზაუროდ ან უბრალოდ, დაიწყეთ სახლში საღამოს სპექტაკლის დადგმა პატარებისთვის… მოკლედ, შეზღუდული არაფერში ხართ, მთავარია ყველაფერი ერთობლივად აკეთოთ. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ სიტუაციიდან გამოსვლაში, ახალ ეტაპზე გადასვლაში.
ლომები, რომლებიც ჯერ არ დაოჯახებულან წელსაც არ გამოიდებენ თავს სერიოზული კავშირების ძიებაზე ან უკვე არსებულის გასერიოზულებაზე. არადა ნამდვილად ღირს, გველის წელიწადში მტკიცე და ძლიერი ოჯახები იქმნება. სწორედ ისეთი, თქვენ რომ შეგფერით.
ლომები, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ სასიყვარულო ურთიერთობებზე და ძირითადად კარიერის კეთებაზე ან სხვა საქმეში არიან გადაშვებულნი წელს საკუთარი ოჯახის შექმნის საოცარ მოთხოვნილებას იგრძნობენ და მათ აუცილებლად გაუმართლებთ ახალ ან წარსულში გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაში.
არავითარ შემთხვევაში არ შექმნათ გველის წელიწადში ოჯახი ანგარებით. ის აუცილებლად წარუმატებელი იქნება და თქვენი ანგარების მატერიალური მიზეზიც მალევე აღარ იარსებებს. იყავით მართალი საკუთარ თავთან და პარტნიორთან. Uუბრალოდ გიყვარდეთ მისდიეთ გულის თქმას, ის არასოდეს გიღალატებთ.
ლომები, რომლებიც არც ისე დიდი ხანია დაქორწინდნენ წელს საინტერესო თვეებს გაატარებენ თავიანთ რჩეულებთან ერთად. შეეცადეთ ყოველი დღე და ყოველი კვირა ახალი და მომდევნო ნაბიჯის გადადგმის ხანა იყოს თქვენს თანაცხოვრებაში. არ დაზოგოთ თავი პარტნიორისთვის, როგორც გჩვევიათ მთელი გულით მიუძღვენით მას საკუთარი თავი და ისიც აუცილებლად იგივე განწყობით იქნება თქვენ მიმართ.