ლომი – 2012 წლის ზოგადი პროგნოზი
(23.07 – 22.08)
ლომისთვის შავი დრაკონის წელი ადვილად მისაღწევ მიზნებს სვამს. მთავარია თქვენი ქმედებებისას არავის ავნოთ და საქმე არავის ხარჯზე არ გააკეთოთ
პატივი ეცით სხვა ადამიანებს, მიეცით მათ თავიანთი აზრის გამოთქმის საშულება. მოისმინეთ და გაიზიარეთ სხვების შეხედულებები. ამ წელს შეჯიბრის და მეტოქეობის დავიწყება მოგიწევთ. თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთ სხვებს თავისი აცადეთ. მზის ქვეშ ადგილი ყველას გეყოფათ.
ყველანაირ სფეროში, ლომებს მაინც წარმატება გელით ასე რომ ეს პირველობისთვის სწრაფვა ზედმეტია.
მთლიანობაში, 2012 ლომებისთვის მშვიდი და ჰარმონიული ნამდვილად არ იქნება. უამრავ საქმეს დაერთვება ის ფაქტორიც, რომ სხვების ნაცვლად საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებების აღებას გადაწყვეტთ.
წლის განმავლობაში კარიერული ზრდის რამდენიმე შანსი გამოჩნდება. მაქსიმალურად გამოიყენეთ თითოეული მათგანი.
წელს იმიჯთან დაკავშირებით ექსპერიმენტების ჩატარებას არ გირჩევთ. შეიძლება ადამიანებში არასწორი განწყობა გამოიწვიოთ რაც ხელს შეგიშლით მათთან ურთიერთობაში და საკუთარი საქმის წარმართვაში.
საყიდლებზე სიარულისას დრაკონის წელიწადში მეტი ყურადღება და დაკვირვება გმართებთ. შეეცადეთ ზედმეტი არაფერი შეიძინოთ და რასაც იყიდით აუცილებლად გამოიყენოთ. სახლში ნურაფერს დააგროვებთ.
თუ სადმე მოხვედრა გსურთ მოსაწვევის გამოგზავნას ნუ დაელოდებით. იმოქმედეთ უფრო თამამად ოღონდ არა ამბიციურად! მიდით და დააფიქსირეთ თქვენი აზრი და განწყობა
ოფიციალურ დონეზეც კი მსგავსი საქციელისგან მხოლოდ წარმატება გელით.
გამოიჩინეთ თავმდაბლობა, გონიერება და წინდახედულობა ნებისმიერ საქმეში, ადამიანებთან ურთიერთობისას და პირადი
ურთიერთობების გარკვევისას, მაშინ შავი დრაკონი წარმატების ნათელს მოჰფენს 2012 წელს თქვენს ცხოვრებაში.
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ლომის ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.