ასტროლოგიური მაღაზია

ლომი – სახალისო ჰოროსკოპი

ლომი_სახალისო_ჰოროსკოპითქვენ, ლომები ნებისმიერ სიტუაციაში ექცევით ყურადღების ქვეშ და ამისათვის დიდ მსხვერპლზე წასვლა სრულებითაც არ გჭირდებათ. გიყვართ სარკის წინ ტრიალი, სხვების საუბარში ჩარევა, თუმცა სრულებითაც ვერ ეგუებით, როდესაც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ გაცლიან. ყველა ლომს დიდი წვეულების მოწყობა უყვარს საკუთარ დაბადების დღეზე.

ისინი იშვიათად ქორწინდებიან, რადგან შესაფერის მეორე ნახევარს ვერ პოულობენ; ქორწინების შემთხვევაში კი უფლებებისგან ზღუდავენ მათ. ლომებს მუდმივად სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე, თუმცა ყოველთვის ვერ აღწევენ სასურველ მიზანს. ლომებს თავი ზეადამიანებად მიაჩნიათ, ზოგიერთი მათგანი თავს ჰომოსექსუალად მხოლოდ იმიტომ ასაღებს რომ სხვების ინტერესი გამოიწვიოს, საბოლოო ჯამში კი არცერთი სქესის წარმომადგებლებს დიდად არ იზიდავს.

ლომები კარს კივილით აღებენ და სტუმრებისგან დიდ აპლოდისმენტებს ელიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მართლაც ლომებს ჰგვანან: უყვართ ხმაური, ტუჩის და ცხვირის აბზუება, და არ თაკილობენ არასათანადო ადგილას მოშარდვას. ლომებს მოსწონთ ტელე-გადაცემების დროს ბატი-ბუტის მირთმევა, თავმდაბლობა აშინებთ.

ლომები ხშირად ჩხუბობენ ვერძებთან, ისინი დაუნდობლად ექცევიან ერთმანეთს და სულაც არ აფერხებთ ხალხმრავლობა, პირიქით, ლომებს ეს უფრო აქეზებთ. თუკი ჭკვიანი თხის რქა ხართ მათ ორთაბრძოლის ბილეთებსაც წარმატებით შესთავაზებთ გამვლელებს სარეკლამო პოსტერებზე კი ნუ იდარდებთ – ლომი ამას თავად უზრუნველყოფს.

მერწყულები საკუთარ კედლებზე როკერების პოსტერებს კიდებენ; ღრიანკლები კი ყველა დროის სტიქიური უბედურებების ამსახველ კადრებს ანიჭებენ უპირატესობას. თხის რქებს რაც შეეხებათ მათ დიდი მათემატიკოსები აინტერესებთ, თევზებს – მარტორქები, ლომებს კი – საკუთარი ავტოპორტრეტები.

ავტორი

მსგავსი ფოსტები