ასტროლოგიური მაღაზია

ლომი – სასიყვარულო შეთავსება

ლომი

ლომი – ვერძი

რთული, მაგრამ შემოქმედებითი და ნათელი კავშირია. ასეთი წყვილის სიყვარული გასართობ თამაშს გაგონებთ. ერთმანეთს ისინი უშუალო გრძნობებით „ქოქავენ“. ვერძების იმპულსურობამ და უხეშობამ შეიძლება გაართულოს ცხოვრება ლომებთან. თუ ლომი ხელგაშლილია და დაავადებული არაა პატივმოყვარეობით, ვერძი კი „ჩუმი ცხვარია“, მათ უზრუნველყოფილი ექნებატ სიყვარული და მშვიდი ცხოვრება. ტიპიური ვერძი-მებრძოლი ან ვერძი-ამაზონისა და ლომის კავშირი შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ლომი ზედმეტად თავმოყვარეა და ძალაუფლებისკენ მიილტვის. ერთობლივი შემოქმედება (პროფესიულ საქმიანობაში ან სახლში) და ბავშვების აღზრდა – ეს ის სფეროებია, რაც ამ ორ ნიშანს აერთიანებს.

თუ ვერძი თავისი არსებით რაინდია, ლომი კი – დედოფალი, მაშინ, ალბათ, მათ შესახებ ოდესმე იტყვიან, რომ „ისინი ცხოვრობდნენ დიდ ხანს, ბედნიერად და ერთ დღეს გარდაიცვალნენ“…

ლომი – კურო

ეს სიყვარულისა და ვნების კავშირია. კუროს ლომის მეფური სრულყოფილება იზიდავს და ამავე დროს ადარდებს, რომ არ ჩაიკარგოს მასში. ლომი მუდამ ეძებს თავგადასავალს, სჭირდება, რომ ეთაყვანებოდნენ, შენატროდნენ და შესციცინებდნენ, კუროს კი მშვიდი, სტაბილური კავშირი უფრო მოსწონს. საზოგადოებაში ლომის პრანჭვა და „თამაში“ მუდამ აღიზიანებს კუროს, რაც მის ეჭვიანობასა და ბრაზს წვევს, რომელსაც უკვე ლომი აღარ პატიობს. სამაგიეროდ, ეს კავშირი შეიძლება დამყარებული იყოს მყარ სექსუალურ საფუძველზე. კუროს შეუძLია ლომის სახლში დაკავება, მაგრამ დროსთან ერთად, ეს კავშირი მაინც შეიძლება შეილახოს.

ლომი – ტყუპები

ტყუპები ლომის სიკაშკაშით, მრავალფეროვნებით, მდიდარი ნატურითა და ხელგაშლილობითაა დაბრმავებული. თუ ლომი ქალია, მაშინ მამაკაცი ტყუპები მისი დამჯერი პაჟი ხდება, ტყუპებ ქალს კი ლომი მამაკაცი ბავშვივით ექცევა – უვლის, ათამამებს, ახალისებს. ტყუპები მრავალფეროვანი, კომუნიკაბელური, მხიარული ნიშანია. ლომთან ქორწინებაში, დროის სვლასთან ერთად, მათ შორის ჩნდება განუმეორებელი მეგობრული ურთიერთობა და მათი ოჯახი კიდევ უფრო მყარდება. ტყუპებისა და ლომის კავშირი არასოდეს დაიშლება, თუ ორივეს პატიება შეუძლია.

ლომი – კირჩხიბი

იდუმალი და საინტერესო სასიყვარულო კავშირია, რომელიც ქორწინებისთვის ნაკლებად გამოდგება. კირჩხიბი ლომს ცბიერების, მიზიდულობის, საიდუმლოთა ქსელში აბავს და პრაქტიკულად უმოქმედო, უმწეო ადამიანად აქცევს. ოჯახის შექმნის შემდეგ, ეს წყვილი, ძნელად ეგუება ერთმანეთს. კირჩხიბის სურვილია, ბოლომდე ფლობდეს ლომს, რის ნიადაგზეც იქმნება კონფლიქტური სიტუაციები, იწყება ჩხუბი, დაძაბულობა. მაშინ, როდესაც კირჩიბი თავის სურვილებს ღიად არ ამჟღავნებს, მათ იმდენად არაოსტატურად მალავს, რომ ლომისთვის სახლში მისვლაც კი აუტანელი ხდება. თუ ორივე პარტნიორი დაბალი ინტელექტის პატრონია, ასეთ შემთხვევასი ეს კავშირი რამდენიმე კვირაშივე წყდება. ლომმა და კირჩხიბმა შესაძლოა შეძლონ თანაცხოვრება როგორც და-ძმამ, მზემ და მთვარემ, რომლებიც ოჯახში მოვალეობებს ინაწილებენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთვევაში მოხდება, თუ ერთმანეთის მოსმენასა და პატიებას ისწავლიან.

ლომი – ლომი

იშვიათი, მაგრამ შესაძლებელი და წარმატებული კავშირია, თუმცა იმ შემთვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი არატიპიური ლომია. მათი შვილები ძალიან საინტერესო, ნათელი და შემოქმედებითი არსებები არიან. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ასეთი წარმოსადეგი მშობლების შვილი პირიქით, უნიათო და უღიმღამო იბადება, რაც უამრავ პრობლემას უქმნის დედ-მამას. ამ კავშირში აუცილებელია პარტნიორის სურვილების გათვალისწინება, ნაკლები ამბიციურობა და სიჯიუტე. ასევე, აუცილებელია ისეთ უარყოფით თვისებაზე უარის თქმა, როგორიც ფულის მიმართ ქარაფშუტული დამოკიდებულება, ფულის ფლანგვაა. თუ ისინი ერთნაირი `ხელგაშლილობითა~ და დროსტარების სიყვარულით გამოირჩევიან, მაშინ სიღარიბეში მოუწევთ ცხოვრება.

ლომი – ქალწული

სრული გაუცხოების კავშირია. ცივი და პრანჭია ქალწული, თავიდან, ხელოვნურად იწვევს ლომს, შემდეგ კი დგება მომენტი, როდესაც ერთმანეთში უამრავ ნაკლს აღმოაჩენენ ხოლმე. თუ ლომი ქალია, ქალწულის მეწვრილმანეობა და სკურპულოზულობა განსაკუთრებით ტკენს მას გულს. ლომისთვის ქალწული ცივია, მისი პრანჭია ბუნება კი აეჭვიანებს და აგიჟებს მას. მათი ქორწინება წარმატებული იქნება მხოლოდ საერთო შემოქმედებითი მიზნების, ან თითოეულის ნიშნის ატიპიურობის შემთხვევაში.

ლომი – სასწორი

მეფე ლომი და ჰარმონიული, გაწონასწორებული სასწორი – ეს ბრწყინვალე ქორწინებაა! ჰარმონიული და მუდმივი. სასწორი საუკეთესო პარტნიორია ლომისთვის, სადაც მას თავისი მეფური ბუნების დემონსტრირების საშუალება ეძლევა. სასწორი კი აღფრთოვანებულია ლომის მანერებით, მისი ხელგაშლილობით, ბოჰემური ცხოვრებისკენ მიდრეკილებით, რაც თავად მასაც ძალიან ხიბლავს. მათ მშვენივრად ესმით ერთმანეთის და ერთნაირად უყურებენ სამყაროს.

ლომი – მორიელი

წყვილი, რომელსაც ძლიერი მამაკაცური საწყისი და საოცარი ქალური მაგნიტურობა აერთიანებს. მათ შორის ენით აღუწერელი ვნებაა, თუმცა მუდმივად ამ განწყობით ცხოვრება რთულია. პარტნიორები შეიძლება, უბრალოდ, გადაიწვნენ და ცალ-ცალკე, წარსული მოგონებებით გააგრძელონ ცხოვრება.

ლომი – მშვილდოსანი

კარგი შეთავსებაა. მათი სიყვარული და ქორწინება ხშირად, საერთო მსოფლმხედველობაზე, ერთობლივ სამსახურზე ან ურთიერთავტორიტეტზეა დაფუძნებული. ორივეს უყვარს თავგადასავლები, მოგზაურობა, მიდრეკილნი არიან აზარტისა და ავანტიურისკენ. მათ ურთიერთობას ზეიმის, სიამოვნების, ნათელი ცხოვრების და ამავე დროს დაძაბული ერთობლივი შემოქმედების ხასიათი აქვს. ეს ორი ნიშანი, ერთად, შეუძლებელს აღწევს.

ლომი – თხის რქა

რთული, მაგრამ შესაძლებელი კავშირია. თხის რქა ხშირად იხიბლება ლომის ხელგაშლილობით და იჯერებს მის დაპირებებს მთელი სამეფოს გადაცემის შესახებ. ლომმა შეიძლება არც კი შეასრულოს დანაპირები, თხის რქა კი დაელოდება და დაელოდება სანამ არ მიხვდება, რომ მოატყუეს, ადამიანზე შთაბეჭდილების შეცვლა და გაწბილება კი უკვე გვიანია. ლომი თხის რქის ცივი და მკაცრი გარეგნობის მიღმა ვნებას და მგზნებარე სიყვარულს ეძებს. თუმცა ზოგჯერ მალევე ბეზრდება მისი ცხოვრების სწორხაზოვანი სტრატეგია და ცვლილებების სურვილი უჩნდება.

ლომი – მერწყული

თავიდან დიდ მიზიდულობას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ, მერე კი ხვდებიან ერთმანეთის სრულ განსხვავებულობას და, როგორც წესი, შორდებიან. ლომს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მერწყული კი ცდილობს ყურადღების ცენტრში არ მოექცეს, იყოს შეუმჩნეველი და დამოუკიდებელი, მნიშვნელობას არ ანიჭებს „წვრილმანებს“, რომლებიც ლომისთვის – სომბოლოებია. ამ ორი ნიშნის ადამიანი მხოლოდ ასაკში და მაღალი სულიერი განვითარების შემთხვევაში ხვდება, რომ სწორედ ორი წინააღმდეგობა ქმნის ერთ მთლიანს.

ლომი – თევზები

ეს ლომისთვის ყველაზე რთული კავშირია, სადაც თვითონ რაინდია, რომელმაც მთელი სამყარო მიუძღვნა ნაზ და ფაქიზ თევზებს. ის დნება და იძირება თევზების იდუმალ სიღრმეში. ის უნდა დაეხმაროს მას გაორების გადალახვაში, ასევე შეუქმნას განსაკუთრებულად თბილი და დაცული გარემო. თევზები კი, თავის მხრივ, ყოველთვის მზად უნდა იყოს ლომისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად, კომპლიმენტებისტვის. ასეთ შემთხვევაში ეს კავშირი უფრო მყარი გახდება.

ავტორი

მსგავსი ფოსტები