ლომი მამაკაცი – როგორ შევინარჩუნოთ
ლომს ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ისევე, როგორც ბუნებაში, მეფობის პრეტენზია აქვს. მასთან ურთიერთობისას დიდი მოქნილობა და დათმობის უნარი უნდა გამოიჩინოთ: ის საოცრად ავტორიტარული და ამბიციურია, უნდა, რომ ყველაფერს თვითონ მართავდეს, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ საერთო მითითებების მიცემა შეუძლია, ხოლო ყველა დეტალი კი თქვენ უნდა დაამუშაოთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც თქვენ გსურთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ გამუდმებით აღნიშნოთ, რომ სწორედ მან დაგაყენათ `ჭეშმარიტების~ გზაზე. თქვენი რჩეული კმაყოფილი დარჩება.
ლომი სასტიკად ვერ იტანს კრიტიკას, ბრძანებებს. პირიქით, მას ოჯახში, ისევე როგორც ცხოვრების სხვა სფეროებში, მბრძანებლისა და ყოვლისშემძლეს როლი აქვს გათავისებული. თუ მისგან რაიმე გსურთ, მიმართეთ მის კეთილ გულს – არ შეცდებით, ვინაიდან ყოველთვის მზად არის მხოლოდ იმიტომ დაგითმოთ, რომ გასიამოვნოთ.
საერთოდ, ლომს, ყველაფერი პირველხარისხოვანი უყვარს. დაწყებული ტანსაცმლიდან, გართობამდე. რადგან თავის თავს მეფედ მოიაზრებს, სურს, რომ მის გვერდით დედოფალი იხილოს. ამიტომ, თქვენი ვალია, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყოთ და მხარი დაუმშვენოთ თქვენს რჩეულს.
ლომთან ურთიერთობისას ყოველთვის შეინარჩუნეთ სულიერი სიმტკიცე, არასდროს შეურაცხყოთ მისი თავმოყვარეობა, მითუმეტეს სხვების თანდასწრებით! გამოამჟღავნეთ მის მიმართ გრძნობები, უთხარით რაც შეიძლება მეტი კომპლიმენტი, ხშირდ შეაქეთ, _ ის კომპლიმენტების მონაა და ყველაფერს გააკეთებს, რათა თქვენგან კიდევ უფრო მეტი კომპლიმენტი დაიმსახუროს.