ლომი – ზოგადი დახასიათება
ასტროლოგიური სტიქია: ცეცხლიმმართველი პლანეტა: მზედევიზი: მე მსურს!
სიმბოლო: ლომი, გედი
თილისმა: ლომი, არწივი, ჭიამაია
ქვები: ქარვა, ალმასი, ზურმუხტი, ლალი, ტოპაზი, ქრიზოლიტი, ონიქსი, ვეფხვის თვალი
ლითონი: ოქრო
ბედნიერი კვირის დღე: კვირა
უიღბლო დღე: შაბათი
ბედნიერი რიცხვები: 1, 5, 9, 11
ბედნიერი ფერები: ალისფერი, მოყვითალო ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი და შავი
ქვეყნები და ქალაქები: ალპები, ბომბეი, ბრისტოლი, დამასკი, იერუსალიმი, იტალია, კალიფორნია, ლიბანი, პერუ, პრაღა, რომი, რუმინეთი, სიცილია, სუდანი, საფრანგეთი, ფილადელფია, ჩეხეთი, ჩიკაგო
ჯანმრთელობა
როგორც წესი, ლომები დიდხანს ცოცხლობენ. მათი სუსტი ადგილები: გული, ხერხემალი, ზურგია. აუცილებელია ზურგის გავარჯიშება, ზურგის კუნთების გამაგრება.
პროფესიები
ხელოვნება, გასარობი შოუ ინდუსტრია, თეატრი, სამსახიობო და დიპლომატიური კარიერა, კაზინო და სათამაშო ბიზნესი, გაერთიანების ხელმძღვანელი, ძვირფასეულობის მაღაზიის მეპატრონე (კონსულტანტი, მენეჯერი,). სფერო, სადაც ლიდერული თვისებების, ყურადღების ცენტრში ყოფნის საშუალება მიეცემა.
დადებითი თვისებები
დიდსულოვანი, მეგობრული, ხელგაშლილი, ენერგიული, გონიერი, ნიჭიერი, შემომქმედი.
უარყოფითი თვისებები
ზარმაცი, ჯიუტი, სულსწრაფი, ტრაბახა, გარეგნული ეფექტების მოტრფიალე, მფლანგველი, ამპარტავანი, პატივმოყვარე, ამბიციური, ნარცისი
ლომი ისეთივეა, როგორც ბუნებაში. შინაგანი ძალის, მომხიბველობისა და მაღალგანვითარებული გონების წყალობით, ლომს, ხშირად, სამეფო ნიშანს უწოდებენ.
ამ ადამიანებს უყვართ საზოგადოებაში გამორჩეული, შესამჩნევი ადგილის დაკავება, ძალაუფლების მოპოვება, მაგრამ შესაძლოა უბრალო ნარცისებად დარჩნენ თავიანთი ამბიციურობისა და სიზარმაცის გამო. რადგან ხანგრძლივი შრომა და ნელი, მოზომილი ნაბიჯებით წინსვლა არ მოსწონთ (პირიქით, ყველაფერი უცბად უნდათ), ხშირად მიზანს ვერ აღწევენ.
ლომები თვითრეალიზების ადვილ გზებს ეძებენ და საკუთარი ბრწყინვალებით ბრმავდებიან.
ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი დაბადებით ბელადები და ხელმძღვანელები არიან. მათთვის უმნიშვნელოვანესია, რას ფიქრობენ მათზე სხვები, უყვართ, როდესაც მათ აზრს ითვალისწინებენ. არიან ძალიან `მიმწოლნი~.
ტიპიური ლომები _ აზარტული მოთამაშეები არიან. მოსწონთ ექსტრავაგანტულობა და ფუფუნება ყველაფერში. განსაკუთრებით არ უყვართ ფინანსური დახმარების მიღება. ყოველთვის ურჩევნიათ თვითონ დაეხმარონ სხვებს.
საერთოდ, ქარაფშუტულად ხარჯავენ ფულს. უდიდესი მფლანგველები არიან, რაც არაერთხელ უხდებათ ცხოვრებაში სანანებელი.
ამ ადამიანებს ყველაფერში დახვეწილობა და სრულყოფილება იზიდავთ. უყვართ საზოგადოებაში გაბრწყინება. გიჟდებიან კომპლიმენტებზე და ამიტომ ხშირად მლიქვნელების გავლენის ქვეშ ექცევიან.
ლომი ეგოისტია. შეყვარებულია საკუთარ თავზე.
უყვარს ეფექტურად ჩაცმა, რითიც თავის პიროვნულ გამორჩეულობას უსვამს ხაზს.
არ უყვარს მოწყენილობა და სიბნელე.
სურვილი აქვს ყველაფერი მართოს _ ოჯახი, მეგობრები, თანამშრომლები.
გაზვიადებული პატივმოყვარეობა აქვს. მედგრად იბრძვის თავისი ღირსებისა და უფლებების დასაცავად. ზოგიერთი ლომი წლებთან ერთად უფრო რბილი ხდება, მაგრამ არც ის უხრის თავს არავის! ნახტომისთვის მუდამ მზადაა, მითუფრო ქალი ლომი, რომელსაც კლანჭები აქვს დამალული და ერთი შეხედვით, უწყინარი ჩანს.
ლომი ბუნებით მიზანდასახულია, რთულია აიძულო დასახული გზიდან გადაუხვიოს.
ეს ენერგიული ადამიანები არიან, თუმცა დროდადრო სიზარმაცე ერევათ და უმოქმედობის პერიოდებში ვარდებიან. საერთოდ, ისევე, როგორც ბუნებაში, მაძღარი ლომი დიდად არ იწუხებს თავს ნადირობაზე. თუ მუშაობენ მუშაობენ, მაგრამ თუ ისვენებენ, _ მეფურად! მათ დროსტარებასა და გართობას ბოლო არ უჩანს!
ლომებს ჭორები უყვართ. სურთ იცოდნენ ყველაფერი, რაც მათ ირგვლივ ხდება.
საზოგადოებაში ყოველთვის იქცევენ ყურადღებას. ისინი, უშუალოდ, ან ყურადღების ცენტრში არიან, ან მოღუშულები, თავიანთვის, სადმე კუთხეში ჩუმად სხედან, სანამ ყველას ყურადღება მათკენ არ იქნება მიპყრობილი.
ამ ნიშნის წრმომადგენლები უცნაურად მოქმედებენ ადამიანებზე. მათთან საუბრისას ყველა ცდილობს გაიჭიმოს.
როგორც წესი, ლომები, მედიდური ტონით საუბრობენ. გიჟდებიან რჩევების მიცემაზე, დამოძღვრაზე, თუ როგორ უნდა, ან არ უნდა იცხოვრონ სხვებმა.
სინამდვილეში, მართლაც რომ კარგად ერკვევიან ბევრ საკითხში, რაც მათ რჩევების მიცემის საბაბს აძლევთ, მაგრამ ეს არ ეხება მათ ცხოვრებას, რომელსაც თვითონ ისე მარტივად ვერ ალაგებენ, როგორც სხვებისას.
ლომები კარგი ხელმძღვანელები და ორგანიზატორები არიან. კარგად უძღვებიან ოჯახს. მათთან სტუმრობისას ისეთ დახვედრას მოგიწყობენ და ისე გაგიმასპინძლდებიან, რომ შესაძლოა შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ სასახლეში მიღებაზე გეგონებათ თავი.
ლომები ერთგული მეგობრები, სამართლიანი და ძლიერი მოწინააღმდეგეები არიან. ეს შემოქმედებითი, ორიგინალური, ძლიერი და სიცოცხლისმოყვარე ნიშანია.
ეს უკიდურესობების ნიშანია _ ან საოცრად აკურატული, ან დაუდევარი და მოუწესრიგებელი.
ლომს სხვებზე უპირატესობის მოპოვება სურს და ამას არც მალავს.
ბრწყინვალე შესაძლებლობები და უზარმაზარი ეგო აქვს.
თუ გსურთ ლომის გული დაიპყროთ, ხშირად უთხარით კომპლიმენტები, შეაქეთ, თქვენი კეთილგანწობის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. კომპლიმენტი რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს. ნუ იდარდებთ, ლომი არასდროს წითლდება უხერხულობისგან ან მორიდებისგან.
ამ ნიშნის წარმომადგენელთა შორის თითქმის არ გვხვდებიან შინაბერები და ბერბიჭები, ვინაიდან ლომები ყოველთვის შეყვარებული არიან. თუმცა გადამეტებული პატივმოყვარეობისა და ამპარტავნობის წყალობით მათ უმეტესობას წარუმატებელი ქორწინება აქვს.
მიუხედავად მათი იმპულსურობისა, ლომებს ძლიერი ემოციები ახასიათებთ, მაგრამ თუ ვინმე მათ სიამაყეს ეხება, მყისიერად, მათი გრძნობებისგან აღარაფერი რჩება. თუ მსგავსი არ არსებობს, უდიდესი დიდსულოვნების გამოჩენა შეუძლიათ.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოთ მის თავმოყვარეობას! ასეთ მომენტებში ის საერთოდ უმართავი ხდება, რის გამოც მისი ურთიერთობები ინგრევა, პარტნიორი ტოვებს მას. სასიყვარული წარმუმატებლობას ლომი ღირსეულად იტანს და რადგან პატიება მისი ბუნების შემადგენელი ნაწილია, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ძველ პარტნიორთან დაბრუნება. მას სიცოცხლე არ შეუძლია სიყვარულის გარეშე.
ლომი, რომელსაც პარტნიორი არ ჰყავს, მართლაც საცოდავი სანახავია, ამიტომ ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ შესაფერისი პარტნიორი პოვნას.
მათი მოწოდება _ უსუსურების დაცვაა.
მათ უყვართ, როდესაც ვიღაცისთვის საყრდენს წარმოადგენენ, ვინაიდან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სუსტ და უსუსურ ადამიანებთან ურთიერთობებს, უყვართ მათი დახმარება, თუმცა ხშირად წუწუნებენ, რომ ყველა მათზეა დამოკიდებული და უზარმაზარი ტვირთის ტარება უწევთ. არ ღირს მათი წუწუნისთვის ყურადღების მიქცევა. მათ მოსწონთ ის, რასაც აკეთებენ, ხიბლავთ ეს პასუხისმგებლობა და არაფრის დიდებით არ დათმობენ მას.
ლომის წყენინება ადვილადაა შესაძლებელი. ძალიან ეწყინება, თუ მის ხელგაშლილობას და დიდსულოვნებას სათანადოდ არ დააფასებთ.
სხვების მხრიდან უპატივისმცემლობა მის მრისხანებას იწვევს. აქაც, ისევ მლიქვნელობის მონა ხდება, გამუდმებით ითხოვს შექებას, რაც გამხეცებულ ლომს მოსიყვარულე ფისუნიად აქცევს. მისი სუსტი ადგილი, აქილევსის ქუსლი ხომ პატივმოყვარეობაა. ამიტომ ეს ორი უკიდურესობა ხელს უშლის მას გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. მას უბრალოდ არ შეუძლია მუდმივად ხაზი არ გაუსვას თავის უპირატესობას.
ზოგჯერ ლომს მიდრეკილება აქვს ყველაფრის გაზვიადებისკენ. ამიტომ, როდესაც ლომი ჰყვება იმ უბედურებებზე, რომლებიც მის თავს ვითომდა ხდება, შესაძლოა სინამდვილეში, ამას ძალიან ცოტა ჰქონდეს საერთო რეალობასთან, მას კი დიდად გაზვიადებულად ეჩვენება.
გაჭირვებაში ჩავარდნილ ლომს ძალა ეცლება, ყურებს დაბლა ყრის და გაქუცულ კატას ემსგავსება.
ლომებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ცხოვრებაში უმთავრესი – გარშემომყოფთა თაყვანისცემა და მათზე უპირატესობის მოპოვებაა.
მათთვის არ არის სასურველი ეგოცენტრიზმის წახალისება.
ამ ადამიანებისთვის აუცილებელია მუდამ თავიანთი შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
ლომები საოცარი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან.
მათთვის დამახასიათებელია გულის, ზურგის, ფეხების, ყელის დაავადებები, თუმცა შეუძლიათ ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელება.
ხშირად აქვთ მაღალი სიცხე, მიდრეკილება მოულოდნელი მძიმე დავადებებისა და უბედური შემთხვევებისკენ, თუმცა თითქმის არასდროს აქვთ ქრონიკული დაავადებები. თუ მათ ყურადღება და ქება აკლდებათ, ამ დანაკლისის შესავსებად იწყებენ წუწუნს, რომ დიდი დღე აღარ უწერიათ, რაღაც საშინელი სენი სჭირთ და ა.შ. რითიც ყურადღების ცენრში ექცევიან და სიცოცხლის ხალისი უბრუნდებათ.
მათთვის მთავარი საშიშროება _ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უდარდელი, ზერელე დამოკიდებულებაა. მათ, საერთოდ, შუა გზაზე შეუძლიათ მკურნალობის მიტოვება.
რეკომენდაცია: ლომებმა ნაკლები უნდა შესჩივლონ სხვებს და მეტი იფიქრონ და გააანალიზონ! თავში უნდა დაალაგონ სიტუაცია, შეადგინონ გეგმა და იმოქმედონ.
უნდა განავითარონ ტაქტი და წინდახედულობა. უარი უნდა თქვან თვითკმაყოფილებასა და უდარდელობაზე, მფლანგველობაზე, დაუფიქრებელი, იმპულსური ნაბიჯების გადადგმაზე.
მათი ბედნიერებისთვის სასურველია უფრო მეტი მგრძნობელობის გამოჩენა და საკუთარი თავის მოსმენის უნარის განვითარება.
სამწუხაროდ ლომი არასდროს სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და გაუთავებლად ერთი და იმავე შეცდომას უშვებს. სამაგიეროდ, უნარი შესწევს ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
გაითვალისწინეთ, რომ დახასიათება ეხება კუროს ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ქალი
კაცი
ბავშვი
ორსული ლომში
ჯანმრთელობა
ბიზნესი
თავის მოვლა
ზოგადი შეთავსება
სასიყვარულო შეთავსება
სექსუალური შეთავსება
ეროგენული ზონები
დიეტა
სწორი კვება
პლანეტები ლომში
კვანძები ლომში
ლილიტი ლომში
სელენა ლომში
11 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
yvelaferi rac me maxasiatebs da deachemi dzalian kargad micnobs yvelaferi aq gamartlda.magaria
yvelaferi daemtxvaa…exa martla davijeree 🙂
yvelaferi daemtxvaaaaa 😀
იასნააა 😀
zustad esea martalia
vetanxmebi aseaaaaaaa
meore me :))))
Martla zustad eseti var
namdvilad 😀