ასტროლოგიური მაღაზია

ლომი – ანტი-ჰოროსკოპი

ლომი_ანტი-ჰოროსკოპიყველაზე ამაყი ნიშანია და თავი სამყაროს ცენტრად მიაჩნია. ლომი ყველაფერს სუბიექტურად აღიქვამს და თვლის, რომ სამყარო ისეთია, როგორსაც ის ხედავს. სამეფო ნიშანი ძირითადად მხოლოდ მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ამჩნევს. ხშირ შემთხვევაში ლომის თვითკმაყოფილება და პატივმოყვარეობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება, რითიც წარმატებით სარგებლობენ მის გარშემო მყოფი მლიქვნელი და გაიძვერა ადამიანები. ეგოცენტრიზმი, ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ყველაზე მეტ პრობლემას უქმნის. მათ თავი განსაკუთრებული და ყოველთვის მართალი ჰგონიათ. “არის ორი აზრი – არასწორი და ჩემი”. “ჩვენ აქ მოვითათბირეთ და მე გადავწყვიტე.” ” როგორც მე ვთქვი ისე იქნება” – ეს წმინდა ლომური ფრაზებია.

ლომს უჭირს დაქვემდებარებაში ყოფნა, ვინაიდან მუდმივად ცდილობს მოირგოს ხელმძღვანელის როლი. დათმობა პრაქტიკულად არ შეუძლია , ისევე როგორც საკუთარი შეცდომის აღიარება. ლომი ვერ იტანს კრიტიკას , თუნდაც ყველაზე ობიექტურს. მას უყვარს სიცოცხლე, სწადია სიამოვნება და მთელი გულით ერთვება მისთვის საინტერესო სფეროებში , რაც ხშირად უმნიშვნელოვანესი საქმეების ხარჯზე ხდება.

ძირითადი უარყოფითი თვისებები – ზარმაცი, ჯიუტი, სულსწრაფი, ტრაბახა, გარეგნული ეფექტების მოტრფიალე, მფლანგველი, ამპარტავანი, პატივმოყვარე, ამბიციური, ნარცისი.

მოამზადა ცისია დონდუამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. ამას ჩემზე წერთ?!

  2. Levan Chubinidze

    😀 emtxveva:D

დატოვეთ კომენტარი