ასტროლოგიური მაღაზია

ლომის სამი ტიპი

ლომის სამი ტიპიზოდიაქოას მე–5 სახლის მმართველი ლომი, გამორჩეულია სიყვარულის დიდი უნარითა და არტისტული ნიჭით. ღმერთებმა ის ბევრი დადებითი თვისებით დააჯილდოვეს, მაგრამ იმაზე მეტი წყალობა მაინც არ გაიღეს, რაც მისთვის საჭირო და სასარგებლო იქნებოდა…

ვინაიდან ლომს პლანეტა მზე მართავს და მისი ნიშანი ცეცხლია, ის გამოირჩევა ენერგიულობით, სითბოთი, გულითადობით, თუმცა ღმერთებისგან მას ასევე მინიჭებული აქვთ უარყოფითი თვისებებიც – უკიდურესი სიამაყე, პატივმოყვარეობა და ხშირად, აგრესიულობაც კი… თუმცა აღასანიშნავია, რომ ყველა ეს თვისება შეიძლება ერთდროულად ერთი და იმავე ლომში სულაც არ აღმოჩნდეს..

რატომ…?

ვინაიდან ლომის ნიშნის ადამიანები იყოფიან სამ განსხვავებულ ტიპად: ლომი ბოკვერი, ლომი მეფე და ლომი ბრძენი…

ლომი ბოკვერი ეკუთვნის პირველი ფაზის წარმომადგენელს, რომლებიც დაბადებულნი არიან 22 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. მეორე ფაზა – ლომი მეფე, 1 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მესამე ფაზა – ლომი ბრძენი 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლითაა დაბადებული.

ლომი ბოკვერი გამოირჩევა სიამაყით, ინტელექტით, ენერგიულობით, მაგნიტიზმით, სიჯიუტით, სხარტი გონებით, ფეთქებადი ხასიათით, იმპულსურობით, ბაქიაობით და ტრაბახით. თუმცა, არის საკმაოდ მეგობრული.

მეფე ლომის ძირითადი თვისებებია: პატივმოყვარეობა, ენერგიულობა, შეუპოვრობა, სიფიცხე, ყურადღების ცენტრში ყოფნა. უყვარს ლამაზი დღესასწაულების მოწყობა, უხვი კერძებითა და საუკეთესო სასმელებით გამასპინძლება არა იმიტომ, რომ სხვებს მაინიჭოს სიამოვნება, არამედ აჩვენოს თავის უპირატესობა და ისიამოვნოს ყურადღების ცენტრში ყოფნით. ზოგჯერ დაუნდობელი, მაგრამ ხშირად კეთილშობილია.

ლომი ბრძენი, ეს არის დიდი გზა გამოვლილი, საკუთარ თავში ჩაღრმავებული, სტაბილური, პატივმოყვარეობა მოთოკილი, მომთმენი, ინტელექტუალური, კეთილგანწყობილი, კათილშობილი და ყველა იმ ღირსების მატარებელი, რაც თავიდან დაანათლეს მის მიმართ კეთილგანწყობილმა ღმერთებმა …

მოამზადა მეგი – ნინი ნინიკაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Maka Japaridze

    lomi brdzeni 😀

დატოვეთ კომენტარი