ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი ქალწულში

ლილიტილილიტი ქალწულში – საქმიანობა
(გადაჭარბებული – სიჩუმე, ან ქაოსი)

ამ ცხოვრებაში თქვენ ისჯებით წარსულში სიჩუმისა და სიძუნწისათვის, ბიუროკრატიულობისა და ცინიზმისათვის, მლიქვნელობისა და სარკაზმისათვის, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევისათვის.

არსებობს ორი ტიპი:

1) აქტიური – თქვენ გაქვთ მკვეთრად გამოხატული პრაქტიციზმი, მიდრეკილება დეტალიზებით აბსურდამდე დასვლისა და არარსებულით გატაცებისა, ყველაფრის გაზვიადებისა. თქვენ საშინელი კრიტიკოსი ხართ. გიყვართ ყველაფრის დაქუცმაცება და ხშირად იკარგებით დეტალებში, ზედმეტად წვრილმანდებით. სამყაროს ირონიულად უყურებთ. გიყვართ ავადმყოფური სისუფთავე და წესრიგი, ასევე დამახასიათებელია მანია საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

2) პასიური – ასეთი ადამიანი თითქმის კარგავს ანალიზის, დეტალებისა და წვრილმანების დანახვის უნარს, რადგან მათ უმნიშვნელოდ და არარსებულად მიიჩნევს. მას უჭირს სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნება, მის გარშემო ყოველთვის ქაოსი და გაურკვევლობაა. ახასიათებს უპასუხისმგებლობა, მოუწესრიგებლობა, არაკეთილსინდისიერება.

თქვენ წინა ცხოვრებაში შესაძლოა ყოფილიყავით ექიმი, რომელიც დახმარების მაგივრად ვნებდა პაციენტებს, არასცორად მკურნალობდა, უყურადღებოდ ექცეოდა, რითიც არღვევდა ჰიპოკრატეს ფიცს.

ასეთი მაჩვენებლის დროს ხშირია სამსახურთან მიმართებაში პიროვნების გაუწონასწორებელი, მერყევი დამოკიდებულება. ასეთი ადამიანი ან გაურბის ნებისმიერ აუცილებელ საქმიანობას, ან უკიდურესად ეფლობა მასში – აღმერთებს თავის სამსახურს და ვეღარაფერს ამჩნევს საკუთარი საქმის გარდა.

ასეთ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან, უვითარდებათ სარკაზმი, პედანტურობა და ჭორიკნობა.(უყვართ ენის მიტანა, “ჩაშვება”). შეუძლიათ ნებისმიერი გზით მიაღწიონ წარმატებას, მოიწყონ კარიერა სხვათა წარუმატებლობის ხარჯზე.

თქვენთვის აუცილებელია, რომ ამ ცხოვრებაში მიაღწიოთ გონებრივ, ფიზიკურ და სულიერ სისუფთავეს. გაისუფთავოთ აზრები და გრძნობები. თავი აარიდოთ ინტრიგებს, სხვათა კრიტიკას და დაცინვას. არ გაექცეთ და სხვებს არ დააკისროთ საკუთარი ვალდებულებები. აუცილებელია, ცხოვრებით უკმაყოფილებასა და სკეპტიციზმთან ბრძოლა.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი