ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი ტყუპებში

ლილიტილილიტი ტყუპებში – კონტაქტურობა
(ლაყბობა, ან გაურკვევლად საუბარი)

ამ შემთხვევაშიც გამოიყოფა ორი ტიპი:

1) აქტიური – ასეთი ადამიანები ზედმეტად კონტაქტურები არიან, მთელ დროსა და ენერგიას ხარჯავენ კონტაქტების დამყარებაზე, რაც თანდათან მათი ცხოვრების მიზნად, თვითგამოხატვის საშუალებად იქცევა. ისინი ხშირად არიან ჭორიკნები და უჭირთ რაიმე ნააზრევის, ან სიტყვის შეკავება, საიდუმლოს შენახვა.

2) პასიური – ასეთი ადამიანი მუდმივად განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას.

მას აქვს ვინმესთან მუდმივი კონტაქტისა და განუწყვეტელი ურთიერთობის მოთხოვნილება. შეუძლია გაუთავებლად ილაპარაკოს ტელეფონზე, ან უყურონ ტელევიზორს და ამ ყველაფერს აკეთებს განურჩევლად, შეუწყვეტლივ – მხოლოდ და მხოლოდ რაიმე ინფორმაციის მიღების სურვილით, სულეღტია, როგორის, მტავარია რაიმე სიახლე იყოს. ხშირად უჭირთ საკუთარი ფიქრების სიტყვიერად გადმოცემა.

ასეთი ლილიტის სასჯელი შემდეგია: ასეთ ადამიანებს შეიძლება ატყუებდნენ ნათესავები და ახლო მეგობრები. მათ გარშემო ყოველთვის აუარებელი ჭორი, ინტრიგა, მსუბუქი ქურდობაა (მეზობლის ან ნათესავის მხრიდან). ასეთ ადამიანებს უჭირთ სწავლა.

თქვენ უნდა მოერიდოთ – ტყუილს, ქურდობას და ჭორაობას. დაუკვირდეთ ყოველგვარ ინფორმაციას და რაც შეიძლება ცოტა ილაპარაკოთ. აუცილებელია, ისწავლოთ საკუთარი თავის კონტროლი, რათა ნებით თუ უნებლიედ, გააზრებით თუ გაუაზრებლად, არ აღმოჩნდეთ ჩათრეულნი ინტრიგასა და ტყუილში( დაპირებების, ინფორმაციის, დოკუმენტების, ვაჭრობის სახით).

ლილიტის უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოიხატოს არა მარტო ტყუილით, არამედ ღალატით, მერყეობით, ზედაპირულობით და ფარისევლობით (მლიქვნელობით).

შეიძლება გამომჟღავნდეს სხვადასხვა სახის დაავადებები: ხელების ტკივილი, ფილტვების დაავადებები, ალერგია, მეხსიერების დაქვეითება, პრობლემები მეტყველებასთან (შეფერხება, ენაბლუობა, დეფექტური საუბარი), ფსიქიკური აშლილობები და ა.შ.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი