Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი სასწორში

ლილიტილილიტი სასწორში – ”ადამიანი მაღალი წრიდან”
(გადაჭარბებული – ანგარება, ან დამოკიდებულება)

წარსულ ცხოვრებაში შესაძლოა თქვენ იყავით კანონის დამცველი ან მექრთამე.

ეს მაჩვენებელი მიუთითებს პრობლემებზე ქორწინებასა და ნებისმიერ პარტნიორულ ურთიერთობებში. (გართულებულია ოჯახის შექმნა/შენარჩუნება, ხშირად თანამშრომლები, კოლეგები მტრებად გევლინებიან. ხშირია კონფლიქტი და გაუგებრობები).

არსებობს ორი ტიპი:

1) აქტიური – თქვენ ყველგან და ყველაფერში ეძებთ ნაკლს. ყველაფერში ხედავთ არასრულფასოვნებას და გავიწყდებათ, რომ ამ ქვეყნად იდეალური არაფერია. არავინაა სრულყოფილი, მათ შორის არც თქვენ. თქვენი მოთხოვნილებები გარშემომყოფთა მიმართ ხშირად გადაჭარბებული და უსამართლოა. სასიყვარულო პარტნიორის შერჩევაც ხდება თქვენი შინაგანი კრიტერიუმებისა და თქვენებური შეფასების სისტემის მიხედვით. თქვენთვის მთავარი პირადი სუბიექტური კრიტერიუმები და პრესტიჟია. სწორედ ამ თვისებებით აფასებთ პარტნიორს. თქვენ ადამიანების მოხიბვლის და დაინტერესების უნარი გაქვთ. იზიდავთ მათ, რათა შემდეგ ანგარებით გამოიყენოთ.

2) პასიური – თქვენ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, მუდმივად მერყეობთ გადაწყვეტილებების მიღებისას. თქვენთვის რთულია წონასწორობა და ბალანსი. სასიყვარულო ურთიერთობებში გახასიათებთ –დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა, გაკლიათ – თვითმყოფადობა, ადვილად ემორჩილებით და ეთანხმებით ყოველივეს, რასაც გეტყვიან. ცდილობთ საკუთარი მოვალეობების სხვებზე გადატანას. (ხშირია ანგარებით ქორწინება).

თქვენს გარშემო მუდამ არიან არასანდო, მატყუარა, თავხედი ადამიანები. ხშირია პრობლემები კანონთან (შესაძლოა უმიზეზოდ ციხეში მოხვედრა) და პარტნიორთან (ხშირად ის უბედურების მომტანია).

თქვენ ცდილობთ, თავი მოაწონოთ გარშემომყოფებს, ხშირად თამაშობთ და მლიქვნელობთ მათ წინაშე, იყენებთ მათ საკუთარი მიზნებისათვის. გახასიათებთ ფორმალურობა და დოგმატურობა, ისწრაფვით ლიდერობისაკენ. ცდილობთ, მართოთ და დაიმორჩილოთ პარტნიორი.

აუცილებელია, მიაღწიოთ წონასწორობას, რაც თქვენი ჰარმონიული ცხოვრების საწინდარია, დაიცვათ ბალანსი, გააკეთოთ დროული და სწორი არჩევანი, მოეშვათ ყოყმანსა და მერყეობას, დაიცვათ სამართლიანობა, განივითაროთ გულწრფელობა და მშვიდობა.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი