ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი მშვილდოსანში

ლილიტი(გადაჭარბებული – ლიდერობის მანია, ან მართვადობა) წარსულ ცხოვრებაში თქვენ შესაძლოა ჩაიდინეთ თანამდედობრივი დანაშაული, იყავით ცრუ მასწავლებელი, ან ავანტურისტი. საფრთხე მოსალოდნელია ნებისმიერი იდეოლოგიური სფეროდან და ასევე ყველაფრისგან, რაც უცხოეთტანაა

კავშირში გამოიყოფა ადამიანის ორი ტიპი: 1) აქტიური – თქვენ დაუოკებელ – დაუმორჩილებელი ხასიათ ი გიყალიბდებათ. მუდმივად გაქვთ სხვათა სწავლების, დარიგების, რჩევების მიცემის სურვილი. ხშირად თქვენი თვითშეფასება ზედმეტად მაღალია. შესაძლოა საკუთარ თავს თვლიდეთ რჩეულად, ,,დიადი იდეების,, აღმსრულებლად, წინამძღოლად. დამახასიათებელი თვისებებია: მოუთმენლობა, სულსწრაფობა და ფანატიზმი 2) პასიური – თქვენ ხდებით სხვისი აზრებით და იდეებით შთაგონებული, ადვილად მართვადი, რელიგიური და სოციალური თემატიკისადმი თქვენი მსოფლმხედველობრივი აღქმა დამოკიდებულია გარშემომყოფებზე, რადგან სწორედ მათგან არის შთაგონებული და განპირობებული.

ასეთი ადამიანები ხშირად ბრმად მისდევენ და იზიარებენ სხვათა მორალს, ეტიკეტს და შეხედულებებს, ისე, რომ არც უფიქრდებიან საკუთარ შინაგან მოტივებს. ასეთი ადამიანის თვითშეფასება საკმაოდ დაბალია. მათ არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, რადგან მთლიანად ენდობიან სხვისას. ადვილად ექცევიან სხვათა გავლენის ქვეშ, მუდმივად ეძებენ ობიექტს, იდეალს, რომელსაც მიბაძავენ და ემსახურებიან. ასეთი ადამიანები ხშირად აღმერთებენ “კერპებს” (კუმირებს).

მათი ხშირად არ ესმით, კიცხავენ, სძულთ და არ უსმენენ. დაძაბულია ურთიერთობა რელიგიასთან. ახასიათებთ; დაბნეულობა, გაურკვევლობა, მერყეობა. მათ ხშირად არ აქვთ უფლის რწმენა. აუცილებელია, ისწავლოთცუდის და კარგის გარჩევა, პატივისცემა და დაფასება. მიუახლოვდეთ შემოქმედს, იწამოთ და გაეხსნათ მას. თქვენ უნდა იყოთ მოსწავლე და არა მასწავლებელი, იდეის შემსწავლელი და არა მატარებელი (გამვრცელებელი). თქვენ უნდა ებრძოლოთ თქვენს თავში ფანატიზმს, ძალადობას და სხვებზე ზეგავლენის მოხდენის სურვილს.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები