Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი მორიელში

ლილიტილილიტი მორიელში – უკიდეგანო ძალა
(ტირანი, ან მსხვერპლი)

წარსულ ცხოვრებაში თქვენ გამოსცადეთ ყოველგვარი მანკიერებანი – იყავით დამნაშავე, მაფიოზი, მოძალადე, სადისტი, სექსუალური მანიაკი, ადამიანი ყოველგვარი ფარული მანკიერებებით.

გამოიყოფა ადამიანის ორი ტიპი:

1) აქტიური – ასეთ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ სამყაროს თავისებურად შეცვლის სურვილი. უყვართ მძაფრი შეგრძნებები, ინტრიგა, რისკი. ხშირად თავადვე იქმნიან კრიტიკულ სიტუაციებს და სხვებსაც ითრევენ,

რადგან მათთვის დამღლელია, მოსაწყენია მუდმივი სიმშვიდე, ცხოვრება საფრთხის და მძაფრი შეგრძნებების გარეშე.

ხშირად იზიდავენ ინტრიგან, მისტიურ ადამიანებს. შეუძლიათ სხვათათვის საკუთარი აზრის თავს მოხვევა, ადამიანების დარწმუნება და მათი მანიპულირება. აინტერესებთ ყველაფერი, რაც სექსს უკავშირდება. არსებობს ჰიპერსექსუალურობის განვითარებისა და გარყვნილებისადმი მიდრეკილება, რაც შეიძება გადაიზარდოს ძალადობაში, ან მანიაკალურ მოთხოვნილებაში.( აქვთ დიდი სექსუალური პოტენცია, უყვართ ექსპერიმენტები, მრავალფეროვნება და ტკივილი. მათთვის უცხოა გრძნობები ვნების გარეშე). ეს ადამიანები თავადაც საკმაოდ მისტიურები და მიმზიდველები არიან (დიდი შინაგანი ენერგია და მიზიდულობის ძალა აქვთ).

2) პასიური – თქვენ ხდებით შთაგონებული და მართვადი. ხშირად ხდებით სხვადასხვა სახის მანიპულირების, ფსიქოლოგიური ზეწოლის, მაგიის და ძალადობის მსხვერპლი. ასეთი ადამიანები ხშირად ავადმყოფურად, მანიაკალურად ეჭვიანები არიან და არასდროს ივიწყებენ წყენას. მათ ეშინიათ ცვლილებების, რადგან მხოლოდ ცუდს მოელიან. აქვთ საკმაოდ დაბალი თვითშეფასება, მუდმივად თვლიან, რომ რაღაცას არ იმსახურებენ. არ აფასებენ სათანადოდ თავის შესაძლებლობებს.

პასიური ტიპის შემთხვევაში შემცირებულია სექსუალურობა.

ასეთი მდებარეობის ადამიანებისათვის დამახასიათებელია შემდეგი: მათ მოულოდნელად შეიძლება შეწყვიტონ თქვენთან ლაპარაკი, დუმილით გამოხატონ წყენა და უხმოდ წავიდნენ. ამით ისინი ადამიანებს გაურკვევლობაში და სინანულში აგდებენ (ეს მათი მხრიდან მანიპულირების ერთ- ერთი ხრიკია). მათ სურთ, რომ გაწვალდეთ. უყვართ დაინტრიგება და ადამიანები ვერაფრით იგებენ, თუ რა აწყენინეს მათ, რა დააშავეს.

ხშირად მთელი ძალით ცდილობენ ზიზღის, უპატივცემულობის გამოხატვას. იწყებენ პროვოცირებას, რათა ვინმემ დაუყვიროს, შეურაცხყოფა მიაყენოს, სკანდალი მოუწყოს მას, ხოლო ბოლოს დამნაშავედ იგრძნოს თავი.( ამ ყველაფერს აკეთებენ ერთგვარი სიამოვნების მიზნით – საკუთარი წყენის, შურისძიების დასაკმაყოფილებლად და სხვათა წყობილებიდან გამოსაყვანად, თითქოს ამით ერთგვარად სჯიან მათ, თუმცა ხშირად საკუთარ თავსაც ისჯიან. მათთვის ხშირია თვითგვემა, მაზოხისტური ქმედებები). ხშირად ისინი თავად იწყებენ შეურაცხყოფის მიყენებას, მაგრამ ამას აკეთებენ არა ცხადად და პირდაპირ, არამედ შეფარვით – აგრძნობინებენ ადამიანს, რომ ის არ იმსახურებს პატივისცემას, რომ სუსტი, არარაობა და ბოროტია. მათთვის დამახასიათებელია ირონია და ცინიზმი. იშვიათად უწევენ ტონს და იშვიათად გამოდიან წყობილებიდან, თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ გარეგნული ნიღაბია.

ასეთი ადამიანების მოჩვენებითი უგრძნობლობა, სიცივე და უემოციურობა – მხოლოდ ილუზიაა. სინამდვილეში მათ ეშინიათ, ან არ შეუძლიათ ემოციების გამოხატვა. უფრთხიან გრძნობების გამოვლენას, რადგან ეს მათთვის ერთგვარი თავდაცვაა. ასე უფრო დაცულად გრძნობენ თავს, თუმცა ეს გრძნობები შინაგანად წვავენ მათ. მათთვის მთავარი თავშეკავებაა და ხშირად ვერ პატიობენ, სძულთ საკუთარი თავი უკონტოლობის დროს. ზედმეტად ეჭვიანები, უნდობლები და ფრთხილები არიან.

ასეთი ადამიანებისათვის უცხოა სიმშვიდე. ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება მათი ქვეცნობიერის, ფარული სურვილების გამოძახილია. ასეთ ადამიანებს ეშინიათ სიკვდილის და ხშირად თამაშობენ მაშველის როლს. ხშირად დგებიან ვინმეს გადარჩენის აუცილებლობის წინაშე, თუმცა ასეთ სიტუაციებს თავადვე იზიდავენ. თვითონ ახდენენ უბედურების პროვოცირებას.

ასეთი ადამაინები ხშირად ეხმარებიან სხვებს, მარტივად გასცემენ ფულს, მაგრამ თავად მიღება არ შეუძლიათ, თუმცა არსებობს სხვა ვარიანტიც – ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება სხვის ხარჯზე ცხოვრობენ. მათ აინტერესებთ მაგია, ოკულტიზმი. აქვთ მაგიური შესაძლებლობები, თუმცა ეშინიათ ამის გამოვლენის. არიან უკიდეგანოდ ამაყები. მათ სურთ, რომ იყვნენ სხვებზე უკეთესი და შინაგანად სჯერათ, რომ უბადლოდ ნიჭერები და დემონურად გონიერები არიან. ვერ ეგუებიან წარუმატებლობას, არიან ზედმეტად მომთხოვნი და კატეგორიულნი საკუთარი თავისადმი, თუმცა არა მხოლოდ საკუთარი თავისადმი. მათ არ აკმაყოფილებთ უბრალოდ კარგად ყოფნა, სურთ იყვნენ საუკეთესოდ.

სასჯელის სახით მოსალოდნელია საბედისწერო სიყვარული ან ვისმესადმი უკონტროლო ვნება. ორივე შემთხვევა შესაძლოა სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდეს. ასეთი მდებარეობა გაფრთხილებთ, რომ განსაკუთრებით ფრთხილად იყოთ ურთიერთობებში და ქცევებში. ყურადღება გამოიჩინოთ სექსუალური პარტნიორების მიმაღტ, ყოველთვის გქონდეთ უსაფრთხო, დაცული სექსი!

ბავშვობიდანვე აუცილებელია, ისწავლოთ ეჭვიანობის, აგრესიის და შიშების კონტროლი. აუცილებელია, ერიდოთ ყოველგვარ მაგიას და არასდროს დაკავდეთ მსგავსი საქმიანობით (და ამგვარი სფეროს წარმომადგენლებისგან თავი შორს დაიჭიროთ).

თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ კონტროლის, დევნის, დაუმსახურებელი ბრალდებების, ცხოვრებისეული მოულოდნელობების წინაშე. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ არ იმსახურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ, სინამდვილეში ეს სასჯელია წინა ცხოვრებაში ჩადენილი შეცდომებისათვის.

ეს მდებარეობა დაკავშირებულია ასევე სადიზმთან და აღვირახსნილობასთან. თქვენ უნდა ერიდოთ ბნელ შენობაში ცხოვრებას და იყოთ ბუნებასთან რაც შეიძლება ახლოს. მოერიდოთ თქვენი ცხოვრების ანალიზს – თუ რატომ ხდება ესა და ეს, იმსახურებთ თუ არა ამას და ამას – ეს ყველაფერი შეცდომაში შეგიყვანთ. გახსოვდეთ, რომ არაფერი ხდება შემთხვევით.

აუცილებელია, შეამციროთ სიჯიუტე, თვითნებობა, აგრესია, შურისმაძიებლობა, ეგოიზმი, მესაკუთრეობა, ეჭვიანობა და უნდობლობა. ამ ცხოვრებაში უნდა ერიდოთ ნებისმიერი სახის ურთიერთობას მაგიასთან, საბრძოლო ხელოვნებასა და საეჭვო ადამიანთა ჯგუფებთან. მოერიდეთ საშიშ და სკანდალურ სიტუაციებში მონაწილეობის მიღებას. თქვენ უნდა ისწრაფვოთ ჰარმონიის, მშვიდობის. მოთმინების, სიბრძნისა და პატიებისაკენ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

კარგად დამუშავებული ლილიტის შემთხვევაში ადამიანი თავისუფლდება მსგავსი პრობლემებისგან და ბოლომდე ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას, ავლენს რა მორიელის საუკეთესო თვისებებს და ხდება ტრანსფორმატორი, ხელს უწყობს და ეხმარება ადამიანებს გარდასახვაში, არის სექსუალური და მიმზიდველი.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი