ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი მეცხრე სახლში

ლილიტიასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებს აქვთ მეტად ნათელი – სხარტი გონება. მათ ესმით ადამიანთა დაბადებისა და ამქვეყნიური ყოფის არსი. ასეთი ინდივიდებისათვის კავშირი ადამიანის სხეულს, მის ორგანიზმსა და კოსმიურ კანონზომიერებებს – სამყაროს პრინციპებს შორის არ წარმოადგენს საიდუმლოებას.

მათთვის არ არის უცხო ცხოვრების, რელიგიისა და ფილოსიფიის საკითხები. მათ კავშირი აქვთ თვით უსასრულობასთან, სადაც თავმოყრილია “სრულყოფილი სიბრძნე”.

ასეთი ადამიანების ხედვა ხშირად განსხვავებული, ფანტასტიკური და ფილოსოფიურია. ისინი უხილავ კონტაქტს ამყარებენ ანგელოზებთან, რომლებიც გარდაისახნენ – მოევლინენ სამყაროს ადამიანების სახით, როგორც მათი “წინამძღვარი”–”სულიერი მოძღვარი”. ასეთი ინდივიდების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიწიერი სამყაროს დაცვა – მისი მოვლა და პატრონობა.

ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებს ადრეულ ასაკში აწუხებთ ათასობით კითხვა, რომლითაც ცდილობენ საკუთარი ინტერესისა და სურვილის დაკმაყოფილებას. ისინი ზედმეტად ცნობისმოყვარენი არიან და აინტერესებთ ყველაფერი, რაც ეხება სამყაროს წარმოშობას, ადამიანის დაბადებასა და აუხსნელ მოვლენებს.

ბავშვობაში არიან ზედმეტად მგრძნობიარენი, მოუსვენრები, მშფოთვარები, თუმცა ვერ იტანენ დოგმატიკოს მასწავლებლებს, რაც მრავალ პრობლემას უქმნით სკოლაში. ასეთი მდებარეობის მქონე ლილიტის გასახსნელად აუცილებელია–მედიტაცია, გიპნოზის სეანსები, ტრანსი და სხვადასხვა ვარჯიშები.

ასეთი მდებარეობისას ხშირია მაწანწალობისაკენ, უსაქმურობისა და უზნეობისაკენ მიდრეკილება. თავს იჩენს–უიღბლობა, უბედურება, სიბრაზე და სიძულვილი.

სახლიდან მოშორებით ადამიანი იქნება დამცირებული და შეურაცხყოფილი. ასეთ შემთხვევაში ხშირია, ემიგრაცია და გარყვნილი ეგზოტიკისაკენ მისწრაფება.ასევე, ხშირია–ცრუმოძღვრები–ცრუმასწავლებლები და მოღალატე მეგობრები. ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანს იზიდავს უცხოეთი. საშიშროებაა მოსალოდნელი შორეული მოგზაურობისას, გრძელვადიანი მგზავრობისას.

თქვენ უნდა მოერიდოთ კუმირებს და ცრუ იდეალებს, არასდროს შექმნათ კერპი, არასდროს ეთაყვანოთ და ირწმუნოთ ბრმად, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ, რათა არ აღმოჩნდეთ ტყუილსა და სიცრუეში–არ დაიბინძუროთ სული. ფრთხილად უნდა იყოთ ასევე, ცრუწინამძღვრებთან და სულიერ მასწავლებლებთან, რომლებმაც განწმენდისა და განვითარების მაგივრად, შესაძლოა დააბინძურონ თქვენი სული, აგაცდინონ ჭეშმარიტ გზას, ისარგებლონ თქვენი მინდობლობით. (იგივე ეხება მეგობრებს).

თქვენთვის სახიფათოა მშობლიური კერისაგან მოშორება, რადგან აღმოჩნდებით სრულიად მარტო, ბედის ანაბარა მიგდებული, სადაც თქვენ გელით აუარებელი განსაცდელი და რთული ცხოვრებისეული გამოცდა–იქნებით რა განდევნილი, შეურაცხყოფილი და დამცირებული.

კარმა მოითხოვს სამშობლოში, მშობლიურ კერაში მშვიდად და წყნარად ცხოვრებას, საკუთარი საქმით დაკავებას ახლობლებსა და ნათესავებს შორის, რადგან ასეთი ადამიანი ვერასდროს იპოვის ბედნიერებას სამშობლოს გარეთ.

 

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Bela Belusi

    კიდეც არა,,აი რატომ ვერ ვძლებ იტალიაში 🙁

  2. Nina Mchedlishvili

    mec igive bedi melis anu? 🙁 ver gavdzleb? 🙁

დატოვეთ კომენტარი