ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი მესამე სახლში

ლილიტიასეთი მდებარეობის ლილიტი ხშირად დაკავშირებულია ბავშვობის ტრამვასთან, კომუნიკაციაში, ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემებთან. შესაძლოა, ასეთ ინდივიდს ბავშვობაში ხშირად სჯიდნენ გულწრფელობისათვის, სიმართლისა და პირდაპირობისათვის. მათ მუდმივად აიძულებდნენ, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ. მათ გულწრფელობას, რომელიც მრავალ მტკივნეულ საკითხს სწევდა წინ და ფარდას ხდიდა იმას, რაც საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო მათთვის ბევრი უსიამოვნება და დაპირისპირება მოჰქონდა.

ასეთი მდებარეობის ადამიანებს შეუძლიათ ფიქრების წაკითხვა. მათთვის აუცილებელია გულწრფელობა. სიმართლე, – ეს მათი სასიცოცხლო ძალაა. მანამ სანამ არ მიაგნებენ ჭეშმარიტებას არ ადარდებთ, ის თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ეს სიმართლე, თუნდაც მათთვის.

აუცილებელია, გაცნობიერება იმისა, რომ სიმართლის რბილად, მსუბუქად თქმა და სიყალბე – მლიქვნელობა არ არის ერთი და იგივე.

თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ უხეშობა არ არის სწორი, რადგან ამით, შეიძლება აწყენინოთ საყვარელ ადამიანებს. გახსოვდეთ, რომ სიმართლის თქმა სხვა ტონითაცაა შესაძლებელი, რომელიც უფრო გასაგები და მისაღები იქნება საზოგადოებისათვის. როგორც კი ისწავლით საკუთარი ენერგიის მართვას, დაბალანსებას და მისცემთ სწორ მიმართულებას, მოუძებნით გამოხატვის შესაფერის ფორმას, მათი გამოვლინება სიმშვიდის მომტანი იქნება თქვენთვის.

ასეთი მდებარეობისას ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ ფსიქიატრიის სფეროში, რადგან მათ აქვთ უნარი, რამდენიმე სიტყვით გაშიფრონ მოვლენის არსი, უსიტყვოდ წაიკითხონ სხვათა ფიქრები. ასეთ შემთხვევაში ხშირია ლტოლვა ახლობლების დაშავებისა, მათთვის ცუდის გაკეთებისაკენ, თუმცა ეს დასჯადია და სასჯელის სახით ინდივიდს ზუსტად ისევე მოექცევიან, როგორც იგი ექცეოდა სხვებს.

ამის შედეგია წარუმატებელი, უიღბლო კონტაქტები, ხშირი ჩხუბი და კონფლიქტი. ენა – ასეთი ადამიანის მტერია. ხშირია ჭორები, გაურკვევლობა დოკუმენტებში, დეზინფორმაცია, დაძაბული ურთიერთობა ნათესავებთან, მეზობლებთან და კოლეგებთან. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ არც ლოიალობა და არც ობიექტურობა. ისინი ყოველივეს საკუთარი გადმოსახედიდან ზომავენ.

ასეთი მდებარეობის ადამიანი შესაძლოა წარსულ ცხოვრებაში ყოფილიყო გარყვნილი, ავხორცა, რომლისთვისაც მთავარი იყო სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება, ისე რომ არ ერიდებოდა არც ნაცნობობას, არც მეზობლობას… სასიყვარულო ავანტიურაში ითრევდა საკუთარ დებსა და ძმებს. აუცილებელია, რომ ამ ცხოვრებაში განივითაროთ ერთგულება და უანგარო სიყვარული.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი