Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი მერწყულში

ლილიტი(გადაჭარბებული – ექსცენტრიულობა, ან კონსერვატიზმი)

წარსულ ცხოვრებაში თქვენთვის მთავარი იყო პირადი თავისუფლება და ნებისმიერი გზით ცდილობდით მის მოპოვებას. შესაძლოა ყოფილიყავით ანარქისტი, ავანტურისტი, მეგობრების მოღალატე.

გამოიყოფა ორი ტიპი:

1) აქტიური – თქვენ ორგანულად ვერ იტანთ ვერავითარ ზეწოლასა და შეზღუდვას.

ნებისმიერი, თუნდაც მცირედი შეზღუდვა როგორც ძალადობა, ისე აღიქმება და თქვენში დიდ აგრესიას იწვევს.

ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ხასიათის უცაბედი, მოულოდნელი ცვალებადობა. ხშირად ისინი განზრახ იქცევიან არაორდინალურად, რათა გააკვირვონ გარშემომყოფები და ამით გამოხატავენ პროტესტს, საკუთარ დამოკიდებულებას, შეუგუებლობას დამყარებული წესებისადმი, გავრცელებული ნორმებისადმი. ასეთი ადამიანი ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.(ეს ეხება ასევე ქორწინებას).

2 )პასიური – ასეთი ადამიანი ხშირად იბლოკავს (იზღუდავს) თავისი ცნობიერების გაზრდის, გაფართოების საშუალებას. ბლოკავს საკუთარ შესაძლებლობებს. ასეთ დროს აქტიურდება მერწყულის საწინააღმდეგო თვისებები: ზედმეტად თავის შებოჭვა, კომპლექსები და ემოციების ჩაკეტვა.

სასჯელის სახით ასეთ ადამიანებს ხშირად ართმევენ, უზღუდავენ თავისუფლებას. თქვენი გეგმები ან იშლება და არ ხორციელდება, ან სრულდება, მაგრამ საწინააღმდეგოდ. ხშირად ასეთი ადამიანები ვერ არჩევენ სიკეთესა და ბოროტებას. მათი ცხოვრება მოსაწყენი და უინტერესოა, არაფერია სტაბილური, ყველაფერი ინგრევა.

უნდა ერიდოთ მატყუარებს, სპეკულანტებს. ნუ იქნებით ზედმეტად მიმდობი. არ უნდა აიღოთ და არ უნდა გასცეთ ვალი. ასევე, ფრთხილად უნდა იყოთ ელექტროობასთან და მედიკამენტებთან.

ასეთი მდებარეობა ძირითადად მიუთითებს თავისუფლების არასწორად გამოყენებაზე. ასეთ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, მათთვის ყველაფერი შესაძლებელი და ნებადართულია. არ არსებობს ზღვარი და შეზღუდვა. ამასთან ისინი ივიწყებენ იმ გარემოებას, რომ სხვა ადამიანებს იგივე რიტმში ცხოვრება არ შეუძლიათ, რომ ხშირად საკუთარი ქმედებით სხვის უფლებებს ზღუდავენ. არსებობს მეორე შემთხვევაც, როდესაც ასეთი მდებარეობის ადამიანი ივიწყებს თავისუფლებას. ან ცვლის მას კომფორტზე, სიმდიდრეზე, უსაფრთხოებასა და ძალაუფლებაზე. არის ორი ვარიანტი: ასეთ ადამიანს ან ზედმეტად იზიდავს და აინტერესებს ტექნიკა (კომპიუტერი, ავტომანქანა, მობილური და ა.შ.), ან ვერ იტანს და ეშინია მისი. ორივე შემთხვევაში საჭიროა ბალანსირება: არც მონობა და არც გარიყვა.

ლილიტის ეს მდებარეობა, პირველ რიგში, მიუთითებს პრობლემებზე მეგობრულ ურთიერთობაში.

მეგობრები თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მათთან ურთიერთობა შესაძლოა იყოს დაძაბული და დისჰარმონიული. თქვენ უნდა ისწრაფვოთ სუფთა ურთიერთობებისაკენ, რომელიც თქვენი მოთხოვნილებებისა და ევოლუციური სტადიის შესაფერისია. ერიდეთ საშიშ კომპანიებს და მეგობრების მოტყუებას – ჯერ მათ დაინტერესებას, მიზიდვას, ინტრიგაში ჩართვას და მერე ბედის ანაბარა დაგდებას.

ისწავლეთ მეგობრობა! ჯერ თქვენ თვითონ გახდით საუკეთესო, ერთგული, სამართლიანი მეგობარი და მერე მოითხოვეთ იგივე სხვებისგან. სანამ ამ სფეროში პრობლემები არსებობს – ეს ნიშნავს, რომ თქვენი ლილიტი ძლიერია და პრობლემა – თქვენშია. მოგიწევთ მასზე მუშაობა.

ამ ცხოვრებაში აუცილებელია, ისწავლოთ თავისუფლების სწორად აღქმა და გადააზრება, განივითაროთ ოპტიმისტური და ჰარმონიული ურთიერთობები ცვლილებებთან და მომავალთან მიმართებაში. უნდა ისწავლოთ მეგობრების არჩევა და სწორი შეფასება. არ შეიძლება საკუთარ წარუმატებლობაში სხვათა დადანაშაულება. აუცილებელია, გაიაზროთ, როგორც საკუთარი, ისე სხვისი მოთხოვნილება თავისუფლებისადმი, არ შეზღუდოთ სხვათა უფლებები. უნდა მოიპოვოთ სიმშვიდე და მყუდროება, შეამციროთ ამბიციურობა და ეცადოთ, რომ არ დაიკარგოთ ვირტუალურ სამყაროში.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი