ლილიტი მერვე სახლში
ასეთი მდებარების მქონე ადამიანები არიან მოწოდებით თერაპევტები, მიმართულები ემოციისაკენ. ისინი ქვეცნობიერად მუდმივად აღწევენ სხვა ადამიანების შინაგან – ემოციურ სამყაროში. სხვათა პრობლემები ახდენენ მათი ამბიციების პროვოცირებას, ხოლო გაურკვევლობა და ყოყმანი, ბუნდოვანება და იდუმალება –მათი ინტერესისას.
მათ აქვთ უნარი შეიცნონ, დაინახონ დაფარულს მიღმა, გამოაცალონ ადამიანს მთელი ენერგია და სააშკარაოზე გამოიტანონ ბნელი მხარეები – ის ფიქრები თუ ემოციები, რასაც სხვები მალავენ.
დამუშავებული ლილიტის შემთხვევაში მათ ექნებათ პატივისცემა სხვათა უფლებების მიმართ, სხვათა პიროვნების მიმართ და არ შეეშინდებათ თანაგრძნობის გამოვლენა. არ მოერიდებათ და არ დაფარავენ სიბრალურს (რაც ასე აუცილებელია თქვენთვის. თქვენ უნდა გაეხსნათ სამყაროს, გარშემომყოფებს, მისცეთ საკუთარ ემოციებს და გრძნობებს გარეთ გამოსვლის საშუალება, გათავისუფლდეთ ეჭვებისაგან, გაანდოთ თქვენი ფიქრები სხვებს და ისწავლოთ ნდობა).
ასეთი ინდივიდისათვის აუცილებელია სულიერი განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროვოკატორებად, ენერგოვამპირებად და სხვების ნერვების მომშლელებად მოგვევლინებიან (დაემსგავსებიან ლუციფერს). თქვენთვის აუცილებელია საკუთარი ,,პარანოიის,,გაცნობიერება და მისგან გათავისუფლება.
ამ ადამიანებში ხშირად თავს იჩენს გადაჭარბებული ვნება, ცხოველური ინსტინქტები, მერყეობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, მკვლელობასა და თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილება, ნერვიული აშლილობა, განადგურებასა და თვითგანადგურებისაკენ სწრაფვა. ხშირია მაზოხიზმი, ძალადობა, სადიზმი, სხვის ხარჯზე, სიკვდილსა და უბედურებაზე ცხოვრების აწყობა. თუ ინდივიდი ვერ შეძლებს ამ ყველაფრისაგან გათავისუფლებას, სიცოცხლის ბოლომდე ექნება სიკვდილის შიში, ასტრალური კოშმარები.
ასეთი მდებარეობის ლილიტი იზიდავს გამანადგურებელ სიტუაციებს, თვითმკვლელობისაკენ, თვითგვემისაკენ, შავი მაგიისა და გარყვნილობისაკენ მიდრეკილებას. ასეთი მდებარეობა აძლიერებს ვნებიანობას, აღზნებადობას, მგრძნობელობას, სექსუალურობას, საწინააღმდეგო სქესის მიზიდვას, ავხორცობას და ამორალურობას. (თავს იჩენს პროსტიტუცია, სიკვდილის ფატალური შიში).
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
მომწონს ეს ლილიტი :დ