ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი მეთორმეტე სახლში

ლილიტიასეთი მდებარეობა ასოცირდება ძველის ნგრევასა და ახლის დაწყებასთან, საკუთარ თავზე ამაღლებასთან, კოლექტიურ სულთან, კარმისა და წარსულის გადალახვასთან.

ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები ინტუიციურად გრძნობენ უხილავ სამყაროს, შეიგრძნობენ კოსმიურ სიგნალებს და გარემომცველ აურას. ისინი მგრძნობიარენი არიან მიკრო–ბიოლოგიური სამყაროსადმი, საგნებისადმი, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. ზოგიერთ შემთხვწევაში ისინი ხედავენ ადამაინების აურას.

ასეთი მდებარეობის მქონე ინდივიდები მარტოსულად გრძნობენ თავს. იმის შიშით, რომ არ განსაჯონ, ისინი ცდილობენ იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, რათა არ მიიპყრან ყურადღება. მათ იმდენად ეშინიათ მძაფრი რეაქციისა და პრობლემებისა, რომ თავად იზღუდავენ თავს. არიან ზედმეტად მგრძნობიარენი და ჩაკეტილები.

ასეთი მდებარეობის დროს თავს იჩენს–შიშები, კომპლექსები, ღამის კოშმარები. ადამიანს ყველასა და ყველაფერში ეჭვი ეპარება, ვერავის ენდობა, მიყვება დინებას, ხშირად ყავს ფარული მტრები.

ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები ხშირად ბოროტად იყენებენ საკუთარ ცოდნას, ფარულ ნიჭს და გაუცნობიერებლად ინადგურებენ საკუთარ თავს. (შეუძიათ სული მიჰყიდონ ეშმაკს). ასეთი მდებარეობისას თავს იჩენს–სასმელის, ნარკოტიკისა და მოწამვლისაკენ–თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილება. ხშირად თავად ინდივიდია საკუთარი თავის მტერი. მათთვის აუცილებელია სულიერი პრაქტიკები, რწმენაში გაძლიერება.

ასეთი მდებარეობისას ხშირია რაიმე სახის ფიზიკური ნაკლი და ისეთი სახის მისტიური დაავადებები, როგორიცაა წყევლა და გათვალვა. თავს იჩენს გადაჭარბებული ილუზიურობა და ფატალიზმი.

კარმა მოითხოვს სულიერ განვითარებას, შინაგანის გახსნას, ბოროტებისაგან გათავისუფლებას, საკუთარი ნიჭის–ფარული ცოდნის მხოლოდ სასიკეთოდ და სხვათა სასარგებლოდ გამოყენებას.
აუცილებელია, თვითკონტროლი, თვითშეზღუდვა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Natia Anastasiadi-Maisuradze

    ეგრე ვიზამ)))

დატოვეთ კომენტარი