ლილიტი მეთერთმეტე სახლში
ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებს აქვთ მძაფრი პასუხისმგებლობის გრძნობა. ისინი საკმაოდ მეგობრულები და კეთილები არიან. გრძნობენ თავის პასუხისმგებლობას გაჭირვებაში მყოფ პარტნიორებსა და მეგობრებზე. ისინი არიან შესანიშნავი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები, რომელბიც შთააგონებენ სხვებს.
იმისათვის, რომ გახდნენ ჯგუფის წევრები ეს ადამიანები ხშირად სარგებლობენ საკუთარი უპირატესობით. მათ ხშირად იყენებენ თანაგრძნობის მიღებისა და ახალ მეგობრებთან დაკავშირების მიზნით. ამ ინდივიდების სამართლიანობის გრძნობა და სუსტების მფარველობა ხშირად მეგობრებს შორის გაუგებრობისა და უთანხმოების მიზეზი ხდება.
ასეთი მდებარეობის მქონე ინდივიდების ბავშვობა, ოჯახის გამო, ქაოსური იყო , სადაც მანიპულირება და ინტრიგა – ნორმად ითვლებოდა. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ მსგავსი თამაში – ვერ იტანენ მანიპულ
ირებას და ინტრიგებს, მაგრამ არ აქვთ ამ ყოველივეს შეცვლის უნარი.
ასეთი მდგომარეობა ბადებს მათში სევდისა და უბედურების გრძნობას, ართმევს მათ იმედსა და კომფორტს. ისინი ხშირად ვერ იღებენ მათთვის აუცილებელ თანადგომას – ვერც სკოლაში და ვერც სახლში, სწორედ ამიტომ ხდებიან არამეგობრულები და ჩაკეტილები.
ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანი იზიდავს ცუდ წრეს, გარყვნილ–უზნეო გარემოცვას, ნაძირალა მეგობრებს, რომლებიც ართმევენ მას სასიცოცხლო ენერგიას, შინაგანად ფიტავენ, ცხოვრობენ მის ხარჯზე და უბიძგებენ ბოროტებისაკენ. ხშირად თავს იჩენს–კრიმინალების სამყარო, მაფია, დაშანტაჟება, რისგან თავის დაღწევაც ინდივიდს ძალიან უჭირს. სულიერი განვითარების გარეშე იგი შეიძლება განადგურდეს.
ასეთ დროს ისინი ხშირად იყენებენ ახლობლებს თავისი ბიწიერი სურვილების განსახორციელებლად. ხშირად ბილწსიტყვაობენ, შეურაცხყოფენ წმინდანებს, ცხოვრობენ გარყვნილი ცხოვრებით. ასევე, ხშირია–მცირე მატერიალური და სოციალური პრობლემების გაზვიადება. უნდობლობა, ეჭვიანობა, უიმედობა. მატყუარა მეგობრების მხრიდან ინდივიდის მართვა და დამორჩილება, ტერორიზმი და სპეკულაცია.
კარმა მოითხოვს ამ სიბინძურეებისაგან გათავისუფლებას ნებისმიერი საშუალებით, თუნდაც გაქცევით, ახალი ცხოვრების დაწყებით, ახალი წრის შექმნით და გულწრფელი–კეთილსინდისიერი მეგობრების დახმარებით, რომლებიც ამოათრევენ ინდივიდს ჭაობიდან და დააყენებენ სწორ გზაზე. აუცილებელია, იმ ცრუ ადამიანების ჩამოშორება, რომლებიც აბრკოლებენ ინდივიდის განვითარებას.
თუ სხვა ადამიანის ლილიტი უარყოფითადაა ასპექტირებული მზესთან, მთვარესთან, ასცენდენტთან ან მერიდიანთან ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთ ადამიანთან არ შეიძლება არანაირი ურთიერთობის დამყარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იქნება მწუხარების, წყენისა და იმედგაცრუების მომტანი.
თქვენთვის აკრძალულია ტყუილი, თაღლითობა, სპეკულაცია და აზარტული თამაშები, რადგან ამ გზით მოპოვებულ სიმდიდრეს ადვილად დაკარგავთ.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ