ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი მეექვსე სახლში

ლილიტიასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები კარგად ერკვევიან “ფსიქოსომატურ” პროცესებში. მათ ესმით სულის ზეგავლენა სხეულზე და, პირიქით. ასეთი ინდივიდები არიან მკურნალები – მათ შეუძლიათ გველისა და მორიელის ნაკბენისაგან განკურნება. უპირისპირებენ რა ერთმანეთს – სუფთა შხამს და “სულიერ შხამს”–”სულიერ მალამოს”. ისინი კურნავენ ინტუიციური ცოდნით.

ასეთი ლილიტის მქონე ადამიანები ადრეულ ასაკშივე, ბავშვობის წლებიდანვე ფლობენ საკუთარ სხეულს. იციან რა, სხეულის არა მხოლოდ მართვა, არამედ მისი პოტენციისა და ნიჭის გამოყენება. სხვა ადამიანების ტკივილს – მშობლების ტკივილს ისინი გრძნობენ მთელი სხეულით, მთელი არსით. ასეთ დროს ბავშვმა არ იცის, როგორ გათავისუფლდეს ამ ტკივილისაგან, რის გამოც იგი ავადდება. სწორედ აქედან მოყოლებული ინდივიდი იწყებს სხეულიდან წამოსული იმპულსების უარყოფას.

ასეთი მდებარეობის მქონე მოზრდილ ადამიანებს აქვთ არაჯანსაღი – ავადმყოფური შეხედულება. ძალა გამოცლილი – უძილობის, კომპლექსების, სინანულის და მოუგვარებელი პრობლემებისაგან. მათ აქვთ ქვეცნობიერი “სინანულის კომპლექსი”, რის გამოც ხდებიან ადვილად მართვადები და მანიპულირებადები, ხოლო მძიმე პერიოდში, ტკივილის გასაყუჩებლად ხშირად იყენებენ – აბებს, ალკოჰოლს და ნარკოტიკებს. ასევე, ხშირია საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთი ინდივიდებისათვის აუცილებელია მუშაობა სხეულთან, მის ვიბრაციებთან.

ეს მდებარეობა დაკავშირებულია სამსახურეობრივ პრობლემებთან. სასჯელი შეიძლება იყოს საკუთარი თანამდებობა, რომლით სარგებლობასაც შეეცდებიან გარშემომყოფები (ყველა, ვისაც ხელი მიუწვდება), ხოლო ინდივიდი იძულებული იქნება მოითმინოს და იყოს ასეთ ყოფაში.

ცდუნების სახით, თქვენ შესაძლოა ჩაიდინოთ სამსახურეობრივი დანაშაული, ანგარებით გამოიყენოთ ძალაუფლება ან გამოიგონოთ, მოახდინოთ ავადმყოფობის სიმულირება. ავადმყოფობისა, რომელმაც მოგვიანებით მართლაც შეიძლება გაგიმწაროთ სიცოცხლე (სამსახურეობრივი დანაშაულის მიზეზი შესაძლოა იყოს გადაჭარბებული სექსუალურ–ეროტიული პოტენცია).

კარმა მოითხოვს ყველაფრისგან გათავისუფლებას და საკუთარი ნებით ადამიანებისათვის დახმარების გაწევას. საკუთარი სურვილით სამყაროს, საზოგადოებისა და ერის სამსახურში ყოფნას.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი