ლილიტი მეათე სახლში
ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანისათვის მთავარ მიზანს წარმოადგენს წარმატების მიღწევა, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და საკუთარი მიზნების ასრულება. სოციალური სტატუსისა და რეპუტაციის მოპოვების დაუღალავ სურვილს ხშირად მოჰყვება ხოლმე სოციალური სტანდარტებიდან გამომდინარე იმედგაცრუება.
ასეთი მდებარეობის მქონე ინდივიდებს მშობლები აიძულებდნენ, რომ დაუღალავად ესწავლათ და ემუშავათ, რათა შეეტანათ საკუთარი წვლილი ოჯახის განვითარებასა და წინსვლაში და სარგებელი მოეტანათ საზოგადოებისათვის. ამის შეჩერება, წინააღმდეგობის გაწევა, თითქმის შეუძლებელია, რაც უბიძგებს ასეთ ადამიანებს “კარიერის” მოწყობისაკენ, რაც მოგვიანებით იქცევა მათ ცხოვრებისეულ კრედოდ, მათი ყოფის აუცილებელ ატრიბუტად.
როგორც კი ინდივიდი იგრძნობს შესაძლებლობას, მაშინვე ხდება მეტად ავტორიტეტული. თანამდებობრივი უპირატესობის უნამუსოდ გამოყენებისა და ძალაუფლების უკონტროლო სარგებლობით ისინი ემსგავსენიან შეშლილ მანიაკებს. მხოლოდ ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებს შეუძიათ ამდენი იმუშაონ, იყვნენ წარმატებულები და თან უბედურები.
დამუშავებული ლილიტის შემთხვევაში ასეთი მდებარეობის მქონე ინდივიდი გახდება სხვებისათვის მისაბაძი მაგალითი. პასუხისმგებლობით აღსავსე, შრომისმოყვარე და კარგი ხელმძღვანელი–ორგანიზებული და მოწესრიგებული მმართველი, რომელიც დაეხმარება სხვებს საკუთარი ცხოვრების ან კომპანიის წარმართვასა და მოწესრიგებაში.
ასეთი მდებარეობისას თავს იჩენს–ძალაუფლებაზე, კარიერაზე, ავტორიტეტზე დამოკიდებულება. ადამიანი ხშირად კარგავს კონტროლს და მიდის იმაზე შორს, ვიდრე ნებადართულია. წარმატებისათვის არაფერზე დაიხევს უკან. აიწყობს მომავალს სხვათა ტკივილის და უბედურების, სიცოცხლის ხარჯზე. ხშირად იყენებს თანამდებობრივ უპირატესობას საკუთარი გარყვნილი მიზნებისათვის. დამახასიათებელია: შეუპოვრობა, მოწინააღმდეგეთა განადგურება და თანამდებობრივი დანაშაულებები.
სასჯელის სახით–საკუთარი უპირატესობის გამოყენებისა და ზღვარს გადასვლის შემთხვევაში ინდივიდი განადგურდება იმავე მექანიზმით, რომელსაც წლების მანძილზე თავად ნერგავდა. ან თვითონ გაანადგურებს სხვებს, ჩამოიშორებს მოწინააღმდეგეებს და ამ გზით–მათი სიცოცხლის ფასად მიაღწევს წარმატებას, ანდა სხვები გაანადგურებენ მას იმავე გზითა და საშუალებით.
კარმა მოითხოვს ყოველგვარი უკანონობისა და უსამართლობისაგან გათავისუფლებას. ინდივიდმა უარი უნდა თქვას დაუმსახურებელ ჯილდოებსა და აღიარებაზე, ტიტულებსა და პოპულარობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ ეს სიყალბე მასვე გაანადგურებს.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ