Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი ლომში

ლილიტილილიტი ლომში – თვითგამოხატვა
(გადაჭარბებული – ამბიციურობა, ან შენიღბვა)

ამ ლილიტის დროს დამახასიათებელია გადაჭარბებული სიამაყე და პატივმოყვარეობა. ასეთი ადამიანები ფუჭად კარგავენ, “მიწაში ფლობენ” საკუთარ ნიჭს, ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას. წარსულ ცხოვრებაში შესაძლოა ყოფილიყავით გარყვნილი, მოძალადე, შვილის მკვლელი (აბორტი).

არსებობს ორი ტიპი:

1) აქტიური –ასეთი ადამიანი საკუთარ თავს მიიჩნევს სამყაროს ცენტრად. მიისწრაფვის ძალაუფლებისაკენ, ცდილობს სხვების დამორჩილებას. მას კარგად გამოსდის ადამიანებით მანიპულირება, საკუთარი იდეების სხვათათვის თავს მოხვევა. ასეთ ადამიანებს აქვთ საკუთარი პიროვნებისა და იდეებისადმი პატივისცემისა და ყურადღების მიქცევის მოთხოვნილება.

ხშირად მათი ქმედება დემონსტრაციული და პომპეზურია. უყვართ ბაქიაობა, ყოყლოჩინობა და საკუთარი თავის წარმოჩენა – სხვებისგან გამოყოფა. მათთვის ხშირია სიყვარულში “მონის” როლის თამაში. ისინი ხშრად ჩაციკლულნი არიან სიყვარულის ობიექტზე. მზად არიან გაუძლონ და აიტანონ ყოველგვარი დამცირება და ტანჯვა (,,მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო”). საყვარელი ადამიანის მხრიდან დაცინვის დროს შესაძლოა სიამოვნებასაც კი განიცდიდნენ.

2) პასიური – თქვენ კარგავთ ინდივიდუალიზმს, ხდებით მართვადი და დამოკიდებული. ცდილობთ ხალხში გარევას და ერიდებით, გაურბიხართ გარშემომყოფთა ყურადღებას. იტანჯებით დაბალი თვითშეფასებით და საკუთარი ღირსების შეგნების ნაკლებობით და თუ მაინც ცდილობთ, გამოამჟღავნოთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი – ვერ პოულობთ თვითგამოხატვის ადეკვატურ გზას.

შესაძლოა მთელი ცხოვრება ირგებდეთ სხვის ნიღბებს, თამაშობდეთ სხვათა როლებს და გარდაიქმნათ მლიქვნელად – ფარისევლად.

ასეთ ადამიანებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ლამაზი ცხოვრება, სიმდიდრე და ძალაუფლება თანდაყოლილი – აუცილებელი თვისებებია. მათ უყვართ გაზვიადება, გადაჭარბება.

საკმაოდ ეჭვიანები არიან და ღიზიანდებიან, როდესაც ხედავენ სხვას – მათზე უკეთესს. მათ შური კლავთ და მზად არიან ყველას ჩასაძირად, ოღონდ თვითონ არ დაიჩრდილონ. ოღონდ არავინ იყოს მათზე წარმატებული, სასურველი, ,,კარგი,,.

ხშირად თავს არიდებენ მძიმე სამუშაოს, გაურბიან ყოველგვარ დატვირთვას, თუმცაღა აქვთ ფუფუნებაში ცხოვრების სურვილი.

აუცილებელია, ისწავლოთ სიყვარულის გაცემა უანგაროდ, გახდეთ მოწყალე, მომთმენი, გახსნილი და გულწრფელი. დაიოკოთ ამპარტავნობა და ფუჭი ამბიციები. ისწავლოთ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა და შრომისმოყვარეობა. თქვენ უნდა შეძლოთ საკუთარი თავის კრიტიკა, თავმდაბლობა და სხვების მოსმენა.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Giorgi Siprashvili

    lilit lomis damushavebasac tu dadebt kargs izavt lomshi myavs da mainteresebs rogor unda moviqce. madlobt

დატოვეთ კომენტარი