Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი კუროში

ლილიტიშემგროვებლობა (გადაჭარბებული სიძუნწე, ან ხელგაშლილობა)

ასეთი მდებარეობა მიუთითებს, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი შესაძლოა ყოფილიყო ბანკირი, წუწურაქი, ძუნწი, ღორმუცელა და ხორციელი სიამოვნებების მოყვარული. გამოიყოფა ადამიანის ორი ტიპი:

1) მფლანგველი–ადამიანი, რომელმაც არ იცის საკუთარი შესაძლებლობების სწორად და საჭიროდ მოხმარება – განაწილება. ასეთი ადამიანი ხშირად ყიდულობს გამოუსადეგარ, არა საჭირო და არა აუცილებელ საგნებს, ტყუილად ყრის ფულს.

2) ძუნწი –ასეთ ადამიანებს ხშირად აქვთ გადაჭარბებული მიდრეკილება ფულისაკენ, დაუოკებელი სურვილი მატერიალური კეთილდღეობისა და ფულის დაგროვებისა, რაც ხშირად ვლინდება დაუძლეველ მომჭირნეობასა და სიძუნწეში. ასეთი ადამიანები ხშირად მესაკუთრეები, მატერიაზე –კომფორტზე ჩაციკლულები და ეგოისტები არიან.

ლილიტის გაძლიერების შემთხვევაში სიძუნწე და ფულის შეგროვების სურვილი შეიძლება იქცევს მანიად. ასეთი ადამიანები ასევე ხასიათდებიან ვამპირიზმით (იკვებებიან სხვა ადამიანების ენერგიით).

ამ მდებარეობის ადამიანისათვის მთავარია ფორმა, ვიზუალი, საგნები, კომფორტი, სიმდიდრე, მატერიალური უზრუნველყოფა, ფიზიკური – გარეგანი სხეული და არა შინაგანი არსი. ამ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი შეიძლება განიცდიდეს სიყვარულის, სიმდიდრის და სიმშვიდის დაკარგვას. ასეთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს არასასიამოვნო შინაგანი სამყარო და წარუმატებელი – უიღბლო ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესთან.

თქვენ უნდა ებრძოლოთ საკუთარ თავს, შეიკავოთ ეჭვიანობა და სიძუნწე, სიმდიდრისა და ფუფუნებისაკენ მიდრეკილება. უნდა ისწრაფვოთ სილამაზის, უბრალოებისა და სიყვარულისაკენ. თქვენ უნდა ისწავლოთ დაკმაყოფილება იმით, რაც სამყარომ გარგუნათ. განივითაროთ – სიკეთე, სიბრალური, სინაზე, უბრალოება, ქალებისთვის კი – ბავშვების, ფლორისა და ფაუნის პატივისცემა, მოვლა და გაფრთხილება. დაიცვათ ზომიერება საკვებთან მიმართებაში (გამორიცხეთ მსუნაგობა, მოჩვენებითი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი