Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი კირჩხიბში

ლილიტილილიტი კირჩხიბში – სახლი და ოჯახი
(გადაჭარბებული – ტირანია, ან მერყეობა)

ასეთი მდებარეობა მიუთითებს, რომ თქვენ წინა ცხოვრებაში შესაძლოა ყოფილიყავით ტრადიციის წამბილწავი, მშობლების შეურაცხმყოფელი, მოღალატე და ლაჩარი. ასეთი მდებარეობა ასევე მიუთითებს ,,საგვარეულო წყევლაზე,, (ფიგურალურად).

ამ შემთხვევაშიც გამოიყოფა ორი ტიპი:

1) აქტიური – თქვენ მთლიანად კონცენტრირებული ხართ ოჯახურ მოვალეობებზე, ბავშვების აღზრდაზე, მაგრამ ასეთ დროს ბავშვებზე მზრუნველობა გადაჭარბებულია. ხშირად ასეთ ადამიანებს სურთ ოჯახში საკუთარი ამბიციების რეალიზება. კონსერვატორული ხართ, აგრესიულად იცავთ მშობლების ტრადიციებს და არასდროს აღიარებთ საკუთარ შეცდომებს.

2) პასიური – ყოველგვარი მოვალეობა, ოჯახური ვალდებულებები გამძიმებთ. ეს თქვენთვის მძიმე ტვირთია, რომლისგანაც მთელი ძალით ცდილობთ გათავისუფლებას. ცდილობთ თავი აარიდოთ რუტინას, თუმცაღა ეს იშვიათად გამოგდით. ასეთ ადამიანებს ხშირად უხდებათ ბავშვობაში მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანა, რომელიც ტოვებს კვალს მთელი ცხოვრების მანძილზე. ის შესაძლოა იყოს სუსტი, მერყევი, ზარმაცი, ზოზინა და ზანტი.

ეს მდებარეობა ასევე მიუთითებს დაძაბული ურთიერთობაზე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან. ასეთ ადამიანს შესაძლოა არ ჰქონდეს სურვილი, ან არ შეეძლოს ბავშვის ყოლა. მათ ზოგჯერ საკუთარ სახლშიც ემძიმებათ ცხოვრება.

აუცილებელია, ემსახუროთ სამშობლოს! თავი აარიდოთ ფარულ ურთიერთობებს და ინტრიგებს.

სასჯელის სახით მოსალოდნელია ღალატი ახლობლების მხრიდან. საშიშია ურთიერთობა წყალთან (არსებობს დახრჩობის ალბათობა, ასევე მოწამვლის საშიშროება).

ეს მდებარეობა მიუთითებს მძიმე კარმაზე, რომელიც უკავშირდება წარსული ცხოვრების შეცდომებს. ასეთი ადამიანი შესაძლოა წარსულ ცხოვრებაში სასტიკად ექცეოდა ქალებს, ანდა ახალშობილებს, რის გამოც ისჯება ამ ცხოვრებაში. ასევე მიანიშნებს შავ-ბნელ წარსულზე – ქალაქების, ოჯახების ნგრევაზე, უცხო ქვეყნების დაპყრობაზე, უცხო მიწების მითვისებაზე და ა.შ.

ამ ცხოვრებაში აუცილებელია, განივითაროთ პატივისცემა ქალებისა და ბავშვებისადმი, უცხო ერების, ქვეყნებისა და კულტურისადმი. თქვენ უნდა გახდეთ თქვენი ქვეყნისა და ტრადიციების დამცველი.

აუცილებელია, განივითაროთ მზრუნველობა და ერთგულება, სიმამაცე და გამბედაობა. დაივიწყეთ შიშები და მსხვერპლის როლი. დაივიწყეთ გადაჭარბება, დრამატიზირება და ეგოიზმი, ასევე სენტიმენტალიზმი, წუწუნი და დესპოტიზმი. ებრძოლეთ ეგოისტურ სიყვარულს, რომელიც არ აძლევს სხვებს თავისუფლებისა და თვითმყოფადობის საშუალებას. იყავით მაქსიმალურად მშვიდი, ორგანიზებული, ობიექტური და შრომისმოყვარე.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი