ლილიტი თხის რქაში
ლილიტი თხის რქაში – გონიერება
(გადაჭარბებული – პასუხისმგებლობა და პასიურობა)
წარსულ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი მიზნის მისაღწევად არაფერზე იხევდა უკან. იყო ულმობელი, სასტიკი, დესპოტი და მჩაგვრელი.
არის ორი ტიპი:
1) აქტიური – თქვენ არ შეგიძლიათ დაემორჩილოთ სხვების სურვილებს და მთელი ძალით იღწვით ძალაუფლებისაკენ. მანიპულირებთ ადამიანებით, გიყვართ მათი მართვა.
ჩაგრავთ და ავიწროვებთ სხვების აზრებს, თუმცა-ღა საკუთარს – აქტიურად ახვევთ სხვებს. ყოველი თქვენი ჩანაფიქრის, თითოეული მიზნის განხორციელების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ არ უშინდებით არავითარ დაბრკოლებას, არ იხევთ წინააღმდეგობების წინაშე. თქვენთვის მთავარი მიზნის მიღწევაა და ამისათვის ნებისმიერი საშუალებაა მისაღები.
და თუკი ცხოვრებისეული გარემოებები ასეთ ადამიანს თავისი ამბიციების რეალიზებაში უშლის ხელს, ის ხდება გაუსაძლისი და ტირანი – მოძალადე საკუთარ ოჯახში.
2) პასიური – თქვენ არ შეგიძლიათ მიზნის მიღწევა. უმცირესი დაბრკოლებაც კი არ გაძლევთ ელემენტარული წარმატების მიღწევის საშუალებას. ადვილად თმობთ მიზნებს და ადვილად ამბობთ უარს გეგმებზე. არ მიისწრაფვით კარიერის, ძალაუფლებისა და პრესტიჟისაკენ. ასეთი ადამიანები ადვილად მართვადი, მშიშრები და უპასუხისმგებლოები არიან. ისინი ერიდებიან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ან უბრალოთ არ ასრულებენ მას.
ამ მაჩვენებლის წარმომადგენლები ხშირად საკუთარ თავზე იღებენ სხვების დანაშაულს, ანდა სხვები სწამებენ ცილს მათ.
თქვენ უნდა გამოიმუშავოთ მოთმინება და გამძლეობა. ასეთი ადამიანები ხშირად მიდრეკილნი არიან მელანქოლიისა და დეპრესიისადმი. ხშირად იხედებიან უკან, წარსულში და მძაფრად აღიქვამენ სიბერეს. ახასიათებთ (სატურნის უარყოფითი გამოვლინება): უნდობლობა, პესიმიზმი, ფატალიზმი, გადაჭარბებული სიფრთხილე, მარტოობა, პასიურობა, მოუწესრიგებლობა, წუწუნი და შურისმაძიებლობა. არასდროს ივიწყებენ წყენას. მათი შურისძიება შეიძლება წლების მანძილზე გაგრძელდეს. ყოველგვარი სიყვარული და შთაგონება იღუპება მათ ეგოიზმსა და უნდობლობასთან შეჯახებისას.
აუცილებელია, ისწავლოთ პატიება, სიმსუბუქე, ოპტომიზმი და იუმორი, თანაგრძნობა და სიყვარული. თქვენ მუდმივად უნდა იმოძრაოთ, დაკავდეთ სპორტით, მიენდოთ და დატკბეთ ცხოვრებით. მისცეთ ადამიანებს საშუალება, რომ დაგანახონ, გასწავლონ სიყვარული.
მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ