ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი თევზებში

ლილიტილილიტი თევზებში – წინასწარმეტყველისა და ბრძენის თამაში
(სიყალბე, ან მსხვერპლი)

წარსულ ცხოვრებაში თქვენ შესაძლოა დაკავებული ყოფილიყავით ფარული, უკანონო საქმეებით. შესაძლოა ყოფილიყავით ჯაშუში, ნარკომანი, ლოთი, დამნაშავე და ა.შ.

გამოიყოფა ადამიანის ორი ტიპი:

1) აქტიური – თქვენ მუდამ იღწვით სხვათა დასახმარებლად, მაგრამ დახმარებაზე თქვენებური დამახინჯებული წარმოდგენა გაქვთ, ამიტომ თქვენი საქციელი ხშირად თავსმოხვეული (მომაბეზრებელი) და უადგილოა.

სიბრალურს და თანაგრძნობას თქვენში იწვევენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში ამას არ იმსახურებენ, ხოლო ისინი, ვისაც მართლა სჭირდებათ გვერდში დგომა და გამხნევება – უყურადღებოდ რჩებიან. თქვენ მუდმივად სწირავთ თავს სხვა ადამიანებისათვის, მაგრამ ზუსტად მაშინ, როდესაც ეს არა მხოლოდ საჭირო არ არის, არამედ პირიქით, საზიანოცაა. ასეთი ადამიანები შეიძლება გახდნენ უცნაური რელიგიური სექტის წევრები.

2) პასიური – თქვენ არ გესმით, ვერ ხვდებით საკუთარი ქმედებების მიზეზს. ხდებით მანიპულირებადი. ადვილია თქვენზე ზეგავლენის მოხდენა.თითქოს რაღაც გიშლით ხელს, რომ ჩაიხედოთ, ჩაუღრმავდეთ ქვეცნობიერს, მოუსმინოთ საკუთარ “მე”-ს. თუ გარემოება გაიძულებთ, რომ უთანაგრძნოთ სხვათა განცდებს ეს თქვენში ფსიქოლოგიურ კრიზისს იწვევს, ხდებით ემოციურად არასტაბილური, რაც შეიძლება ფსიქიკური აშლილობის და ალკოჰოლიზმისადმი მიდრეკილების მიზეზი გახდეს.

სასჯელის სახით ასეთ ადამიანზე ხშირად ფარულად იძიებენ შურს, ფარულად მტრობენ. ეს არის გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანი, ამიტომ ხშირია ღამის კოშმარები, შიშები, შიზოფრენიის ნიშნები. უნდა ერიდოთ ბილწიერ გარემოს, ფარულ მტრებს, რომლებიც ჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში მეგობრობის ნიღბით, ასევე ერიდეთ, ჰიპნოზს, ალკოჰოლს და წყალს. (არსებობს მოწამვლის და დახრჩობის ალბათობა).

ეს მდებარეობა ძირითადად დაკავშირებულია სულიერ და რელიგიურ შეცდომებთან, სწორედ ამიტომ ასეთ ადამიანს ამ ცხოვრებაშიც ექმნება სირთულეები რელიგიურ სფეროსთან, სულიერ განვითარებასთან დაკავშირებით. ეს მდებარეობა ასევე მიუთითებს შავ მაგიაზე, სექტაზე, მონასტერში შეუფერებელ საქციელზე. შესაძლოა, ასეთი ადამიანი მთელი ცხოვრება იყოს მისტიციზმისა და საიდუმლოებების შავ-ბნელ სამყაროში.

აუცილებელია, ისწავლოთ ადამიანების ამოცნობა, განასხვავოთ ისინი, რომლებიც იმსახურებენ მსხვერპლს თქვენი მხრიდან და ისინი, რომლებიც ბოროტად იყენებენ, სარგებლობენ თქვენი თანაგრძნობით. აუცილებელია, შეწყვიტოთ დრამისა და ტანჯვის ძიება ანდა მათი ხელოვნურად შექმნა.

ეძიეთ სისუფთავე, მშვიდობა და უბრალოება. მოერიდეთ ფანატიზმს, გაურკვეველ სიტუაციებს, მაგიას, სექტებს და ცუდ ჩვევებს (ალკოჰოლს, სიგარეტს, ნარკოტიკებს და მედიკამენტებს). გაისუფთავეთ კარმა ხშირი და მხურვალე ლოცვით, სიკეთით და სიყვარულით. არ ჩაიკეტოთ და არ გამოეყოთ სამყაროს. თქვენთვის აკრძალულია დეპრესია და მარტოობა.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Anuka Lomidze

    ,

დატოვეთ კომენტარი