Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

ლილიტი ვერძში

ლილიტილილიტი ვერძში – ჰეროიზმი
(გადაჭარბებული აქტიურობა, ან პასიურობა)

ასეთი განლაგება ხშირად მეტად აქტიური ადამიანების პირად ჰოროსკოპში გვხვდება. ასეთი ადამიანი წარსულ ცხოვრებაში შესაძლოა ყოფილიყო მებრძოლი.

ძირითადად გამოირჩევა ადამიანის ორი ტიპი:

1) აქტიური – ასეთი ადამიანის შინაგანი იმპულსი ქმედებისას იმდენად მძაფრი და ძლიერია, რომ ხშირად ვლინდება უკონტროლო ემოციების დემონსტრირებით.

ამ შემთხვევაში სიმტკიცე გადაიზრდება – შეუჩერებელ, დაუოკებელ ძალაში, ხოლო იმპულსურობა – აბსოლიტურ მოულოდნელობაში, თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა კი, – სხვებისთვის საკუთარი სურვილების თავს მოხვევასა და დამორჩილებაში. ასეთ ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს წინააღმდეგობებთან შერკინება, ბრძოლა წინაღობებთან და სხვათა დამორჩილება.

2) პასიური – ასეთი ადამიანი ხშირად ექცევა სხვათა გავლენის ქვეშ, ხდება ადვილად მართვადი და მანიპულირებადი. უსუსტდება სიმტკიცე, ენერგია, სიძლიერე, ბრძოლისა და პირველობის სურვილი.

ამ ადამიანებს შეიძლება შეექმნათ საფრთხე ცეცხლთან, იარაღთან დაკავშირებით. ლილიტის გავლენის ქვეშ მათაც ხშირად უვითარდებათ აგრესიულობა, დაუნდობლობა, ლიდერობის სურვილი, რაც შეიძლება გადაიზარდოს დამანგრეველ ძალაში, როგორც გარშემომყოფთათვის, ასევე პიროვნულად თვითონ ამ ადამიანისათვის.

შავი მთვარის გაძლიერების შემთხვევაში ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან ძალადობისკენ და ხშირად გამოდიან წყობილებიდან. არიან უზომოდ აგრესიულები და ფეთქებადები. სამყარო მათთვის დაპყრობისა და დამორჩილების ობიექტი ხდება. ასეთი მდებარეობა განაპირობებს ასევე გადაჭარბებულ სექსუალურობას.

ეს ლილიტი მიუთითებს, რომ წინა ცხოვრებიდან მებრძოლის (შესაძლოა მკვლელის ან აგრესორის) კარმა თქვენი წარსულისა და პიროვნების ყველაზე ბნელი მხარეა, რომელიც ამ ცხოვრებაშიც იჩენს თავს.

შესაძლოა, წინა ცხოვრებაში ხშირად იბრძოდით, კლავდით ან ემორჩილებოდით – ექვემდებარებოდით აგრესიას. თუ არ გსურთ, გაზარდოთ ლილიტის გავლენა, მისი უარყოფითი მხარეების გამოვლინება, უნდა შეეცადოთ, მარსის ენერგიის კონტროლსა და დაბალანსებას.

ლილიტი ვერძში შეიძლება სხვადასხვა სახით გამოიხატოს: მარსის ენერგიის სიმცირე ქმნის მშიშრის, მხდალი ადამიანის ტიპს; ენერგიის გადაჭარბებული რაოდენობა კი, აგრესორისას. შეიძლება იყოს მესამე ტიპიც: მერყევი მხდალსა და მამაცს შორის.

ლილიტის გაძლიერების შემთხვევაში აუცილებელია – აგრესიის, მძვინვარების, დესპოტიზმის, ეგოიზმის და უკონტროლო ენერგიის კონტროლი, ამ დამანგრეველ თვისებებზე უარის თქმა. თქვენ უნდა განივითაროთ მოთმინების უნარი, სირბილე, მშვიდობის მოყვარულობა, თანაგრძნობა, დიპლომატიურობა და სიმშვიდე.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Nannie Lilu

    like <3

დატოვეთ კომენტარი