როგორ დავამუშავოთ ლილიტი ვერძში
წარსულ ცხოვრებაში შესაძლოა ეს ადამიანები გლადიატორები, პარტიზანები, მერსენერები, რევოლუციონერები იყვნენ – ადამიანები, რომლებიც ძალას იყენებდნენ თავიანთი მოქმედების თავისუფლებისთვის და მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის იბრძოდნენ. ვერძი ლილიტი მოძალადის კარმაზეც მიუთითებს და ამ ინკარნაციაში შესაძლოა ადამიანს აშინებდეს ან დაინტერესებული იყოს სისხლითა და იარაღით.
ნიშნის იმპულსურობიდან და თვითნებობიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ძალმომრეობას ვაწყდებით.ვერძი ეს ექშენი იმპულსი, კრეატივის მოზღვავებაა, ის ინიციატორია და შესაბამისად პრობლემა შეიძლება გვქონდეს ,,რაიმეს დაწყებასთან“. მუდმივი დილემა დაიწყო-თუ არ დაიწყო. დამოუკიდებლობისა და თვითნებობის დაუცხრომელი წყურვილი განვითარების თანმდევია და ცნობიერების ამაღლებასაც გულისხმობს.
ყოველგვარი შეზღუდვის, ჯაჭვების, ხუნდების შიში – თავისუფლება ნებისმიერ ფასად….დამოუკიდებლობა… ეს ის საკითხებია, რომლებსაც ირაციონალურ და უხეშ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ასევე ურჩობაში აბსოლუტური სიამოვნების მიღება, აკრძალვებისგან საკუთარი თავის გათავისუფლებაში სიხარულის განცდა. სული ძლიერ უკურეაგირებას ახდენს ძალაზე, კანონზე, ავტორიტეტზე, ბრძანებაზე. ერთდროულად არსებობს სურვილი და შიში ლიდერობისა.
სულს მდიდარი ბექგრაუნდი აქვს საკუთარი ცხოვრების კონტროლისა და ემოციური არამდგრადობის გადაწყვეტის, თუმცა ამავდროულად ქვეცნობიერი მის წარსულ წარუმატებელ გამოცდილებას ინახავს, რომელიც სხვებზე გავლენის ქონასთან, ბატონობასთან, უფროსობასთანაა დაკავშირებული, რაც განაპირობებს ამბივალენტურ, ორმაგი მიდგომას დღევანდელ ქმედებასთან – აგრესიულობის ჩახშობა თუ არავითარი თვითკონტროლი .
ის ძალიან ეგოცენტრულია, თუმცა არ შეუძლია ამ ეგოს ისე დაცვა, განმტკიცება, როგორც სურს, რადგან როგორც არ უნდა ეცადოს, ისე გასცეს განკარგულებები და ბრძანებებები, რომ სხვებს ყურადღება არ მიაქციოს, ცხოვრება არ მისცემს ამის საშუალებას. ის მუდმივად აიძულებს მას შეზღუდოს თავისი ეგო და დაემორჩილოს სხვების ნებას, პარტნიორი იქნება ეს, მეუღლე თუ სხვები. მისი პირადი ნება შესაძლოა ისე დაინგრეს და განადგურდეს, რომ შესაძლოა საკუთარ თავშიც კი შეეპაროს ეჭვი. კავშირი ,,მე-სხვები“ ბევრ შემთხვევაში მარცხისთვისაა განწირული
– ერთ შემთხვევაში ადამიანი უხეშად მხოლოდ ,,მე“-თი მიდის წინ,
– მეორე შემთხვევაში სულ შეწუხებული იქნება მერყეობით,
ან კიდევ შესაძლოა პრობლემა სხვადასხვა სქესში სხვადასხვანაირად გამოვლინდეს: კაცს ვაჟკაცურობა აკლდეს, ქალი კიდევ საკუთარ თავს ვერ იცავდეს, რადგან ქალია და ასე დარჩეს ის ადგილი, რომელზედაც ისინი ოცნებობენ – სხვებს.
დასაწყისში ადამიანს გამოუყენებელი შინაგანი შემოქმედებითი ძალა აწუხებს, რადგან ვერაფერში იყენებს. თუმცა რაღაცნაირად, ცხოვრება მაინც აჩვენებს მიმართულებას, სადაც, ერთ დღესაც, ამ ძალის გამოხატვას შეძლებს. სიამაყის გამო არის ცდუნება, რომ ადამიანმა თქვას – მე ვერ ვაკეთებ ისე, როგორც მინდა და ამიტომ აღარ გავაკეთებ. თუმცა ცხოვრება მაინც ასწავლის მას თუ როგორ გამოიყენოს თავისი ძალა და ენერგია არაიმპულსური გზით, სხვისი თავისუფლების დანახვითა და გათვალისწინებით.
უნდა ისწავლოს ასევე როგორ მიყვეს მოვლენებს და შეეგუოს გარემოებებს. მას მარტო მოუწევს ,,ბრძოლა“, უნდა მოეშვას იოლ ცხოვრებაზე ფიქრს, საზოგადოებრივ და ემოციურ სიტუაციებზე ოცნებას. მთელი მისი ძალა, ენერგია და პოტენციალი ხალხის სამსახურში უნდა ჩადოს. ეს შესაძლოა მტკივნეული აღმოჩნდეს, რადგან ამისთვის საკუთარი ეგოს მსხვერპლად გაღება მოუწევს, მაგრამ თუ შეეცდება, ერთ დღესაც აღმოაჩენს რომ აღარ იტანჯება.
სასწორი -,,სხვების აზრი, ნება, სურვილი“ – ვერძის ,,საკუთარი აზრი, ნება, სურვილის“ ოპოზიციაა და სწორედ ის დააყენებს ადამიანს სხვებისა და საზოგადოების ძალის მოპირდაპირე მხარეს. შავი მთვარე ამ ინკარნაციაში აღარ დაანებებს ვერძის უარყოფითი თვისებების გამოყენებას
– სხვები ყოველთვის აიძულებენ მას გაითვალისწინოს მათი სურვილები და დაემორჩილოს მათ ნებას;
– არ ექნება შესაძლებლობა აკეთოს ის, რაც სურს. ერთადერთი რაც მას შეუძლია არის – დააგოს გზა, გააღოს კარი და დაელოდოს.
რასაც დაიწყებს საკუთარი ინიციატივით, შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს და პირიქით, რასაც შემთხვევით დაიწყებს წარმატებას მიაღწიოს.
თუ ლილიტი 0° და 2° შორისაა, ადამიანმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს საკუთარი სურვილებში სიამოვნების ძებნის გარეშე.
თუ ლილიტი 28° და 30 ° შორისაა ადამიანმა უნდა მოახდინოს მისი პერსონალური სასიცოცხლო ძალების (ვერძი) სტაბილიზება (კურო), რათა იპოვოს ადგილი სადაც ქმედებასა და რეალიზებას შეძლებს.
ცნობილი ადამიანები ვერძი ლილიტით – მაიკლი ჯექსონი, მაჰათმა განდი, ალბერტ ეინშტეინი, კურტ კობეინი, ვინსენტ ვან გოგი, ჯაისონ სტეტჰემი, ბენისიო დელ ტორო, ანდრეა ბოჩელი, მარკ ზუკერბერგი, ვლადიმერ ლენინი, პედრო ალმადოვარი, ქეთი მელუა, კეტი პერი, პრინცი ჰარი და ა.შ.
ალტერნატიულ ინტერპრეტაციაში:
ღორი ყველგან მოძებნის ტალახს, ვერძის დემონი კი სამსახურს. ყოველთვის რაღაცას აკეთებს . ვირივით მუშაობს კაპიკების გულისთვის და სახლში მოსვლა ვერ მოასწროს მაშინვე სახლის საქმეებს შეუდგეს. მისთვის დასვენება არ არსებობს. წუწუნებს რომ დაიღალა დასვენების დღეებში კი უსაქმურობისგან შეიძლება ჭკუიდან გადავიდეს და თვითონ დაიწყოს ძებნა. შეიძლება თქვენ შემოგთავაზოთ დახმარება, და პასუხს არ დაელოდოს ისე დაიწყოს დალაგება, დარეცხვა ტოველგვარ კოლექტივში ინიციატივას და აქტიურობას იჩენს. სულ იმაზ წუწუნებს თუ რამდენს მუშაობს, რომ ყველას გასაკეთებელს ის აკეთებს და რომ მის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ იზამდა. და ჰგონია რომ არა ის, ყველა ბინა ნაგვით აივსებოდა და ოჯახის წევრები შიმშილით მოკვდებოდნენ. ვერაფრით აღიარებს რო ვინმეს დამოუკიდებლად რაიმეს კეთება შეუძლია, და ზარმაცი ადამიანები აღიზიანებენ, საჭმლის ჭამისთანავე თუ არ გარეცხ თეფში შეგარცხვენთ. ჩივის რომ თანამშრომლები უფროსობის უსამართლობას ჩუმად იტანენ და მხოლოდ მას უწევს მამაცურად ყველაფერი თქვას, რასაც ფიქრობს.
სინამდვილეში კი ეს ყველაფერი – მისი დამოუკიდებლობა, აქტიურობა, ინიციატორობა ფიქციაა. რეალურად კი მას ყოველთვის ყავს ვიღაც, ვინც მატერიალურად თუ მორალურად გვერდში უდგას. და ყოველგვარი წარუმატებლობისას ეგულება ვინმე ვისაც შეუძლია დაეყრდნოს. სიმართლე ესაა- სინამდვილეში ვერასოდეს ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ თავს და საკმარისია საყრდენი გამოეცალოს, უმწეო ბავშვად იქცევა. თუმცა ამის აღიარება არ სურს. თუკი თქვენი დაეხმარებით შესაძლოა მერე დიდხანს გიმტკიცოთ რომ უთქვენოდაც მშვენივრად მოახერხებდა ამას. ის დამოუკიდებლობის და აქტიურობის ილუზიას ქმნის, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ახერხებს როცა საიმედო ადგილს პოულობს. იმდენად ეშინია ყველაფერი იმის რაც ფიქსირებული არ არის, ურჩევნია გარანტირებულ გროშებზე იმუშაოს, ვიდრე ისეთ სამსახურში, სადაც გამომუშავებით ბლომად ფულს იშოვიდა, მაგრამ ყველაფერი მასზე იქნებოდა დამოკიდებული. აი სად ვლინდება ყვლაზე მეტად მისი თავდაჯერების ილუზორულობა, რომ ის სინამდვილეში სულაც არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული. ის სხვებს საყვედურობს რომ დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეულიათ და სულის სიღრმეში იცის რომ თავად არის ასეთი, რის დამალვასაც მოჩვენებითი აქტიურობით ცდილობს. მისი აქტივობის 90 % უსარგებლო, არავისთვის არაფრის მიმცემი ქმედებააა. არადა ამაზე ნაკლები ენერგიის დახარჯვით უფრო დიდი საქმის კეთება შეიძლებოდა. აი წარმოიდგინეთ ქალი რომელიც სამსახურში მიდის ქალაქის მეორე ბოლოში, რადგან უკვე წლებია რიგში დგას და ბინას ელოდება ორგანიზაციისგან. აშკარაა, რომ არავითარ ბინას არ მისცემენ. მაგრამ ის მაინც რჩება, რადგან საკუთარი თავის რწმენა აკლია, მართალია გროშებს უხდიან, მაგრამ სხვებზე მეტს უხდიან, თან მშვენიერი დაპირება მისცეს რომ წამოვიდეს, მერე შეიძლება მსგავსი სამსახურიც აღარ შესთავაზონ. საქმე კი იქამდე მიდის, რომ იმ გროშებსაც აღარ უხდიან, ის კი მაინც დადის და თავშიც არ მოსდის რომ ადგეს და რაიმე თავის სახლთან ახლოს იშოვოს სხვა სამსახური, რადგან ცოტა ხანს გაუძლებს და მერე გარანტირებული პენსია ექნება. ხანდახან შეიძლება სამსახურის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნას. ისე უნდა დაარწმუნოს სხვები ( და პირველ რიგში კი საკუთარი თავი) იმაში რომ მის გარეშე ვერავინ ვერაფერს მოახერხებს, ყველა საქმე მისია თუ არაა მისი შეიძლება თვითონ აკეთოს. და ამით ბევრი ბოროტად სარგებლობს და თავის საქმეებსაც მას აკეთებინებს.
ხანდახან თავადაც შეიძლება შეუქმნას პრობლემა ადამიანს და მათი დამოუკიდებლობა შეზღუდოს. ის იმიტომ კი არ ეხმარება ადამიანებს რომ დახმარება სურს, არამედ იმიტომ რომ დაანახოს ამ ადამიანს თუ როგორი უსარგებლო პარაზიტია ის, როგორ არაფრის კეთება არ შეუძლია, თავად კი როგორი აქტიური, ყოვლისშემძლეა, პასუხისმგებლობის გრძნობიანი გახლავთ. ამის დაჯერება თავადაც უნდა. სულ გჩრის თავის დახმარებას და ყველა თქვენს ნაბიჯს აკრიტიკებს, თითქოს ჩასაფრებულია და დაწყებული არ გექნება რაიმეს გაკეთება, ხელებში გეცემა და ,,აი, ხომ ნახე, შენით არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, მომეცი, თვითონ გავაკეთებო.“
მისი ლიდერობა და სიმამაცეც ფიქცია გახლავთ, ყვირის, ხმამაღლა გამოხატავს თავის აზრებს, ხმას იმაღლებს უსამართლობის წინაშე, ღიად აკრიტიკებს ხელმძღვანელობას და როცა საქმე საქმეზე მიდგება და ქმედებაა საჭირო, ბუჩქებში შეიძლება შეძვრეს. იგონებს მტრებს და სხვისი უფლებებისთვის იბრძვის, სინამდვილეში კი საკუთარი უფლებების დაცვაც შეიძლება ვერ მოახერხოს და ნამდვილი მოწიონააღმდეგის ეშინოდეს. ის გამზადებულზე გახლავთ ლიდერი. ლიდერობას იფერებს და ამბობს რომ ის არი ყველაფრის ორგანიზატორი, რეალურად კი მის გარეშეც ყველა ყველაფერს ისედაც გააკეთებდა.
წყობილებიდან გამოდის როცა გარშემომყოფებში უმოქმედობას ხედავს და როცა მუშაობას ცდილობს და ძალა აღარ ყოფნის, როცა იძულებულს ხდიან აღიაროს რომ არ არის დამოუკიდებელი და სხვების გარეშე ვერაფერს შეძლებდა. ასეთ დროს შეიძლება რაიმე გესროლოთ და თუ გინდა რომ სიტუაცია გაანეიტრალოთ უმჯობესია თუ კონფლიქტში არ შეხვალთ, თავს აარიდებთ კონტაქტს და თუ ნანობს არ თანაუგრძნობთ.
თუ გინდათ რომ თქვენი ლილიტი დაამარცხოთ
— აუცილებელია ისეთი საქმიანობით დაკავება, რომელშიც ვერძის თვისებების გამოვლენას მოახერხებთ. ინდივიდუალური სამუშაომ საკუთარი საქმის წამოწყება. ორგანიზატორობა. სამსახური სადაც ლიდერობა მოგიწევთ, და პირადი აქტივობა. ხელმძრვანელობა.
— ისწავლეთ, მოდუნება, დასვენება. შეეცადეთ ხანდახან შეეგუოთ იმ მდგომარეობაში ყოფნას, როცა არაფერს არ აკეთებთ, ინიციატივას არ იჩენთ. აღიარეთ რომ ხვების მხარდაჭერა გჭირდებათ, და რომ სხვების გარეშე გაგიჭირდებოდათ. არ თქვათ უარი გამოწვდილ ხელზე და ამის გამო შეურაცხყოფილად არ იგრძნოთ თავი.
— აქტიური იყავით მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია და საჭირო, ყოველთვის რაღაცის კეთება სავალდებულო არ არის.
— ნუ ერევით სხვის საქმეებში. ნუ ხელყოფთ მათ დამოუკიდებლობას. აცადეთ ადამიანებს თვითონ გააკეთონ ან გააფუჭონ რამე.
— ნურასოდეს იმუშავებთ სამსახურში სხვის მაგივრად. შეასრულეთ მხოლოდ თქვენი მოვალეობები. თუ ვინმე რაიმეს ვერ გააკეთებს, ამაზე პასუხისმგებელი თვქნ არ ხართ.
—თქვენს საკუთარ უფლებებს მიხედეთ და თუკი ისინი ირღვევა პირდაპირ გამოხატეთ უკმაყოფილება. არასოდეს დათანხმდეთ მუშაობას გროშებზე, უხელფასოდ, დაპირებებზე…
— გამოიჩინეთ ინიციატივა და საკუთარი წინადადება შესთავაზეთ სხვებს.
— ნუ შეგეშინდებათ ღია კონფლიქტის ნამდვილ მოწინააღმდეგესთან.
— არასოდეს ენდოთ დაპირებებს და იმას რომ ვიღაც ხელისუფლება იქნება ეს, ორგანიზაცია სადაც მუშაობთ თუ კეთილისმყოფელი ნათესავები რაიმეთი უზრუნველგყოფენ. თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ და საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.
როცა ამ ყველაფერს მოახერხებთ თქვენ მოახერხებთ ვერძის თვისებების დადებითად რეალიზებას მაქსიმალურად. და გახდებით ლიდერი, არა მხოლოდ კოლექტივის, შესაძლოა მთელი ერისაც. აი მაგალითად ვლადიმერ ლენინი, რომელმაც ხალხი რევოლუციამდე მიიყვანა. მის ხასიათში ბევი იყო ვერძის თვისება, რის ახსნასაც ასტროლოგები ვერძთან მზის სიახლოვით ცდილობდნენ, მაგრამ რეალურად ეს ლილიტი აღმოჩნდა.
მოამზადა დოჩი გოგომ