ასტროლოგიური მაღაზია

ლერწამი (28 ოქტომბერი – 24 ნოემბერი) – დრუიდების ჰოროსკოპი

ლერწამილერწამი და სურო ერთი დუალიზმის ორ ასპექტს წარმოადგენს. ისინი პერსეფონა და პლუტონი სულის ერთიანობას ქმნიან, რომელიც, მიუხედავად ამისა, სავსეა დრამატიზმითა და ვნებით.

ამ დროს დაბადებული ადამიანები, სუროს ადამიანების მსგავსნი არიან. ისინი ძლიერ ზეგავლენას ახდენენ სხვებზე, ერთადერთი განსხვავებით, – ლერწმის ადამიანები დიდი ძალითა და კომპრომისებისადმი ნაკლები მიდრეკილებით გამოირჩევა, რამდენადაც როლი, რომლებსაც ისინი ცხოვრებაში თამაშობენ, ნებისმიერი სისუსტის გამოვლენას ან ორ სკამს შორის ჯდომის ფუფუნებას გამორიცხავს. მათ ურჩევნიათ შეცვალონ ნივთების თანმიმდევრობა, იმის ნაცვლად, რომ იბრძოლონ თბილი ადგილის გამო უკვე არსებულ თანმიმდევრობაში. ამ ნიშნის ადამიანებს სურთ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება და არა მისი ცალკეული ასპექტები.

ადამიანები, დაბადებულები თვის პირველ ნახევარში, ახალი მთვარის დროს, იძენენ ძლიერ მეგობრებს და მტრებს, რამდენადაც გამოირჩევიან მოუთმენლობითა და იმპულსურობით. უფრო მეტიც, ისინი ინარჩუნებენ თავიანთ მდგომარეობას და აღწევენ დიდ პატივისცემას, განსაკუთრებით მათი მტრების მხრიდან.

ადამიანები, დაბადებულები თვის მეორე ნახევარში, სავსე მთვარის დროს, უფრო ფრთხილად გეგმავენ თავიანთ მოქმედებებს და დიდ საზოგადოებრივ აღიარებას აღწევენ, მაგრამ მიდრეკილება აქვთ გადაერთონ ერთი დავალებიდან მეორეზე, რამაც შეიძლება შეასუსტოს მათი მიზანდასახულობა.

საერთოდ ლერწმის ხალხი გამოირჩევა გადარჩენის უდიდესი უნარით და მათ მტრებთან ბრძოლა ურჩევნიათ, მეგობრებისგან დახმარების მიღებას.

მოამზადა ლანა წითელაშვილმა

ავტორი