ასტროლოგიური მაღაზია

კურო – 2013 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი

კურო_სასიყვარულო_პროგნოზიკუროებო, 2013 თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელია სასიყვარულო სფეროში. გელით მტკიცე მოქმედებები, მყარი და სიყვარულით სასვე კავშირები და უამრავი სასიხარულო ამბავი. გველის წელი კუროებზე განსაკუთრებით მოქმედებს. თქვენ შეძლებტ შედარებით მსუბუქად მიუდგეთ კომფორტის სიყვარულს და წინა პლანზე განსხვავებული დეტალები გამოიტანოთ. შეეცადეთ მარტივად შეხედოთ ცხოვრების მატერიალურ სფეროს და სიყვარულის ძიებაში ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ თანამედროვე სახლისა და სავსე მაცივრის იდეაფიქსი.

კუროებს ამ წელს პირველ ადგილას საკუთარი პარტნიორების და შვილების ბედნიერება ექნებათ დაყენებული. თქვენ არაფერზე დაზოგავთ თავს ოჯახის ბედნიერებისთვის. და საპასუხოდაც არა ერთ ბედნიერ დღეს მიიღებთ საყვარელი ადამიანებისგან.
შენიშვნებისა და ყვირილის მოყვარულლ კუროებს საკუთარი ხასიათისა და ქცევის გაანალიზება მოუწევთ. გველი არავის აპატიებს უსამართლო აგრესიასა და ჩაგვრას.
პირად ურთიერთობებში წარმატების შესანარჩუნებლად აუციელებლი იქნება სამუშაო გრაფიკის დარეგულირება, თავის დაზოგვა და პერიოდული დასვენება.

კუროებს, რომლებსაც ჯერ შვილები არ ჰყავთ განსაკუთრებულად მოუნდებათ ბავშვის გაჩენა და მშობლის ინსტინქტი იმდენად ძლიერად იმუშავებს, რომ უმრავლესობა წლის დასაწყისშივე მოახერხებს სურვილის ასრულებას.
კუროებს, რომლებსაც ხუთ წელიწადზე ნაკლები დროა საკუთარი ოჯახი ჰყავთ დრო და დრო ექნებათ ცხოვრების გადახალისებისა და სიახლის შეტანის სურვილი. შეეცადეთ არ ორიენტირდეთ ოჯახის დანგრევაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აღიაროთ საკუთარ თავთან – არასწორი არჩევანი გაქვთ გაკეთებული.

დაშორებებისთვის და გაყრისთვის 2013 წელი არავის გამოგადგებათ. თუ მაინცდამაინც გადასადგმელი გაქვთ ეს ნაბიჯი წლის ბოლოსთვის გადადეთ.
მარტოხელა კუროებს წელს მოწყენის საშუალება არ ექნებათ. შესაძლებელია რამდენიმე ფრონტზე მოგიწიოთ ურთიერთობებზე დაკვირვება და საბოლოო გადაწყვეტილებაც თქვენი მისაღები იქნება. ერთი იცოდეთ სანამ ვინმესთან კავშირთ გაასერიოზულებთ მანამდე აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ სხვა დანარჩენ პოტენციურ პარტნიორებს, რომლებიც თქვენ მიმართ ინტერესს გამოხატავენ. უსამართლოდ არავის მოექცეთ.

წლის დასაწყოსში დაწყებული ურთიერთობა შესაძლებელია სამყაროდ ძლიერი ემოციური და ფიზიკური კავშირით დასრულდეს, თუმცა ქორწინებასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმას ნუ იჩქარებთ. დარწმუნდით იმაში, რომ საკმაოდ კარგად იცნობთ რჩეულს. კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი კავშირის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მხოლოდ მერე მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.

2013 წელს, ბევრი კუროსთვის შესაძლებელია ფლირტი გახდეს თვითდამკვიდრების საუკეთესო საშუალება. ისევ და ისევ ერიდეთ უსამართლო საქციელს და არავის ატკინოთ გული. იყავით პირდაპირი თუნდაც ფლირტის დროს და არ იკადროთ ტყუილი.
მთელი წლის განმავლობაში ნუ მოაკლებთ ყურადღებას თქვენს რჩეულს და ისიც აუცილებლად გიპასუხებთ უდიდესი სითბოთი და სიყვარულით.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი