ასტროლოგიური მაღაზია

კურო – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი

კურო_20132013 წელს კუროები გადახედავენ თავიანთ სამომავლო გეგმებს. საქმიან სფეროსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურობა არც წელს მოაკლდებათ.

წელს უკვე მოგიწევთ რამდენიმე საქმეზე ერთად კონცენტრირება. მხოლოდ ერთი საქმით დაკავება არ წაგადგებათ. შეეცადეთ წლის დასაწყისშივე განსაზღვროთ მომდევნო თორმეტი თვის პერსპექტივები და მოქმედების სწორი გეგმა შეადგინოთ.

საქმიან სფეროში, სამსახურში დაწინაურების ალბათობა არსებობს. თქვენი ამბიციები ამ მხრივ რეალურია და შესაბამის ნაყოფსაც გამოიღებს. თუ უმუშევარი ხართ მაქსიმალურად გამოიყენეთ 2013 ახალი სამსახურის მოსაძებნად. სამყარო ამაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ.

თამამად იმოქმედეთ, რადგან საკმარისი შანსი არსებობს იმისთვის, რომ პროფესიულ საქმიანობაში ახალ ეტაპზე გახვიდეთ, ან შეიტანოთ ცვლილებები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში მეტ და მეტ წარმატებას მოგიტანთ. ნებისმიერ წამოწყებასა და ახალ იდეას ენთუზიაზმით მოეკიდეთ დანარჩენ ენერგიას უკვე სამყაროსგან მიიღებთ.

იმისთვის, რომ ფინანსურ სფეროში სტაბილურობა შეინარჩუნოთ აუცილებელია კარგად აწონ-დაწონოთ თქვენი ხარჯები და ყოველდღიურ საყიდლებზეც კი წინასწარ ზუსტად განსაზღვრული სიით წახვიდეთ.

ერთის მხრივ, 2013 კარგი წელია ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, თუმცა სანამ რაიმე გარიგებაში შეხვალთ ან კონტრაქტს მოაწერთ ხელს აუცილებლად გაითვალისწინეთ სამომავლო საფრთხეები.

თქვენი ანალიტიკური შესაძლებლობები საშუალებას მოგცემთ გონივრულად და წინდახედულად ხარჯოთ ფული და თავი აარიდოთ არასასურველ დანახარჯს.

2013 წელს, თქვენი ემოციური მდგომარეობა და ენერგია დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწორად გაანაწილებთ თქვენს დროს და შესაძლებლობებს. ნუ მოკიდებთ ხელს საქმეს, რომლისთვისაც თავის გადადება მოგიწევთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საკუთარი ძალების გჯერათ და ზუსტად იცით, რომ ნებისმიერი ხარისხისა და მოცულობის სამუშაოს გაართმევთ თავს, თავი აარიდეთ ასეთ თავდადებას. საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე არანაირი გაკეთებული საქმე არ გიღირთ.

შეეცადეთ ყურადღებით მოეპყრათ ადამიანებს, რომლებიც რჩევას და მხარდაწერას ითხოვენ თქვენგან.
ნუ ენდობით ნურავის წინდაუხედავად. შეეცადეთ ენდოთ საკუთარ ინტუიციას და მოუსმინოთ გულს.

სასიყვარულო ურთიერთობებში შესაძლებელია მცირე სირთულეები წარმოიქმნას ურთიერთგაგებასთან მიმართებაში, მაგრამ თუ სიყვარულითა და მთელი სითბოთი მოეპყრობით პარტნიორს, თქვენს კავშირს არაფერი დაარღვევს.

დასვენების დღეებში ხშირად გადით ბუნებაში, რაც არ უნდა მოხდეს, გწამდეთ საკუთარი თავის და სამყაროს მიერ მონიჭებული შესაძლებლობების. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნებთ თუ მოუსმენთ ნიშნებს და შეეცდებით იგრძნოთ თავი ბუნების ნაწილად.

2013 წელს ბიზნესის გაფართოება, ახალი საჭირო კონტაქტები და სასარგებლო ურთიერთობებია მოსალოდნელი.
წელს, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატება გელით!

წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში !: )

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Dali Zakaidze

    🙂

დატოვეთ კომენტარი