კურო – 2012 წლის ზოგადი პროგნოზი
(20.04 – 20.05)
შავი დრაკონის წელიწადში კუროები შეძლებენ საკუთარი ცხოვრების სურვილისამებრ მოწყობას. პირველ რიგში, ზუსტად გაარკვიეთ რა გსურთ. შემდეგ კი გადაწყვიტეთ რას გინდათ მიაღწიოთ და რას ღირს რომ შეურიგდეთ.
ყოველდღიურ ურთიერთობებში სიფრთხილე გმართებთ. მოსალოდნელია სხვისი ზემოქმედების ქვეშ მოქცევა რაც არც ისე დადებით შედეგს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში.
გამორიცხული არ არის ცხოვრების სტილის შეცვლა გადაწყვიტოთ, მაგრამ მალევე მიხვდეთ, რომ ტყუილად ხარჯავთ ენერგიას და ფულს.
2012 წელს კუროებს სასიამოვნოსა და საჭიროს შორის არჩევნის გაკეთება მოუწევთ. თქვენი სურვილების ასასრულებლად რამდენიმე მნიშნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იქნება საჭირო. გარემოება თავად მიგანიშნებთ როგორ იმოქმედოთ.
წელს მარტივი იქნება კომპლექსებისგან გათავისუფლება, რასაც ცხოვრებისეული გამოცდილებისა და სწავლის წყალობით მიაღწევთ.
შეიძლება შეიცვალოთ საზოგადოებისადმი დამოკიდებულება, უფრო მნიშვნელოვანი გახდეს მათი აზრი და შეხედბულება ვისაც აქამდე არასოდეს უსმენდით
გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით მარტივად დაამყარებთ მეგობრულ და საქმიან კავშირებს.
2012 წელს, კუროებმა ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. დაიმახსოვრეთ, არც ერთ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას, ამ წლის განმავლობაში ეს არაეფექტური და არც ისე კარგი შედეგის მომტანი იქნება
მოგზაურობა და მივლინებები წელს სიკეთის მომტანი იქნება და თვენი შესაძლებლობების ხარისხს მკვეთრად გაზრდის.
კარგი წელია მნიშვნელოვანი შენაძენისთვის, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ბედნიერების თილისმად გაგყვეთ.
შეეცადეთ დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, დაარეგულიროთ კვების რეჟიმი და რაციონი და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ სიამოვნებას. მაშინ დრაკონის წელიწადი უამრავ სიხარულს გაჩუქებთ!
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება კუროს ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.